უბრალოდ მინდა იმ მიზეზებზე ვთქვა, რასაც შეეძლო ინციდენტის გამოწვევა. უფრო სწორად ერთ მთავარ მიზეზზე - მოუმზადებლობაზე
ამ სტატიას სათაური დავაწერე თუ არა "სკაიპში" ნაცნობმა გოგონამ მომწერა: როგორაა ჩხუბის საქმე ქართულ კალათბურთშიო?! მისგან კალათბურთის შესახებ პირველად გავიგე...

შაბათის შემდეგ ბევრი ლაპარაკობს მსაჯის ცემის ფაქტზე. ეს ამბავი ქართულ კალათბურთს შავი ლაქასავით რომ დაეწვეთა, ამავე გვერდზე წაიკითხავთ, საკუთარ ქმედებას ბესიკ ლეჟავაც გმობს და არც აქ ვაპირებ მის გამართლებას, უბრალოდ მინდა იმ მიზეზებზე ვთქვა, რასაც შეეძლო ინციდენტის გამოწვევა. უფრო სწორად ერთ მთავარ მიზეზზე - მოუმზადებლობაზე.

ზაზა ფაჩულიამ ჯეისონ რიჩარდსონს თავი რომ ჩაარტყა, ამერიკელმა ტელეოპერატორებმა და ფოტოგრაფებმა ყველა რაკურსით გადაიღეს. ქართველი მედიელები კი მოუმზადებლები აღმოვჩნდით: იმ არხზეც კი, რომელიც მატჩს პირდაპირ ეთერში გადასცემდა მსაჯის ცემის მომენტი არ გადაიცა, ხოლო ფოტოგრაფებმა მატჩის პირველი ტაიმის გადაღების შემდეგ დარბაზი დატოვეს და ევროპის საჭადრაკო ჩემპიონატს მიაშურეს. მათ ნამდვილად არ ეგონათ, რომ შეიძლებოდა მატჩის უკანასკნელ წუთებზე ბევრი საქმე ჰქონოდათ. ალბათ იმიტომ, რომ ბოლო წლებში მეოთხედფინალებში განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა - ბევრმა გუნდმა წინასწარ იცოდა მომავალი მატჩის შედეგი და გამარჯვებას ემოციურად ვერ ხვდებოდა. არადა, რა საინტერესო სანახავია მატჩის შემდეგ ოფლში გაწურული სპორტსმენის ემოციური შეძახილის ხილვა...

ასეთი დაძაბულობისთვის მოუმზადებლები აღმოჩნდნენ კალათბურთელებიც. სხვათა შორის, შარშან ბესიკ ლეჟავა "ბათუმში" თამაშობდა და შსს-სთან სწორედ მეოთხედფინალში დამარცხდა, თუმცა მაშინ წაგება ზედმეტი ემოციების გადმოფრქვევის გარეშე მიიღო. იცით რატომ? იმიტომ, რომ "ბათუმის" ხელმძღვანელობა კალათბურთელებს ფულს ვერ უხდიდა და შესაბამისად არ სთხოვდა - გინდათ თუ არა, მეოთხედფინალიდან შსს გამოაგდეთო. ბათუმელები ფსიქოლოგიურ წნეხს არ გრძნობდნენ და ამიტომაც ებრძოლნენ ძალოვნებს თანაბრად (არადა გაცილებით სუსტი შემადგენლობა ჰყავდათ).

შარშანდელ ნახევარფინალში კარგი თამაშით ლეჟავამ შსს-ს ყურადღება მიიქცია და მიმდინარე სეზონის წინ ამ გუნდში აღმოჩნდა. ცხადია, შსს-ს ხელმძღვანელობას დაჟინებით არასოდეს მოუთხოვია კალათბურთელებისთვის ამა თუ იმ მეტოქის დამარცხება, მაგრამ თავად კალათბურთელები კარგად გრძნობენ, რომ მათ უკან უამრავი ადამიანია, სამთავრობო ლოჟიდანაც გულიანად ქომაგობენ, რაც მოთამაშეთა პასუხისმგებლობას აორმაგებს, შესაბამისად მატულიბს წნეხი. რასაც ახალგაზრდებმა ვერ გაუძლეს: რეგულარული ეტაპის ბოლოსწინა მატჩში ბექა წივწივაძემ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, ხოლო ბესიკ ლეჟავას წელიწადნახევარი რომ მოუწევს უქმობა, ამავე გვერდზე წაიკითხავდით. მსაჯობით უკმაყოფილო ყველა შსს-ელი იყო - უბრალოდ ერთმა მოთამაშემ (ლეჟავამ) თავი ვერ შეიკავა, ფსიქოლოგიურ დატვირთვას ვერ გაუძლო...

გამოდის, როცა გუნდს წელმაგარი პატრონი ჰყავს, წნეხს თავს ვერ დააღწევს? ასე არ არის. ავიღოთ "სოხუმის" მაგალითი: შსს-სთან წაგებული პირველი მეოთხედფინალის შემდეგ სოხუმელებმა ფედერაციაში საჩივარი შეიტანეს - არაობიექტური მსაჯობა იყოო. მოეწყო განხილვა და "სოხუმის" მწვრთნელები დარწმუნდნენ, რომ იმ მატჩში შეცდომები ორივე მხარეს იყო და საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. მომდევნო შეხვედრაში ორმა წამყვანმა სოხუმელმა დატოვა მოედანი ნაადრევად, მაგრამ მსაჯების მიმართ სიტყვა არ დასცდენიათ - მათ სჯეროდათ, რომ არბიტრი მეტოქეს არ ემხრობა და თუ შეცდომა მოუვიდა, ის უნებლიე იყო.

როცა კალათბურთელი მსაჯების მიუკერძოებლობაშია დარწმუნებული, წაგების მიზეზის ძიებას საკუთარ თავში დაიწყებს.

ესოდენ დაძაბული ჩემპიონატისთვის კალათბურთელების პარალელურად მსაჯებიც მოუმზადებელი აღმოჩნდნენ: ზაზა მაჩალაძე სამსაჯო კომიტეტმა თასის ნახევარფინალში "არმიას" სასარგებლოდ დაშვებული შეცდომის გამო რამდენიმე მატჩით დასაჯა. ალბათ, იოლი აღმოსაჩენია პარალელი ამ ამბავსა და შსს-ს მოთხოვნას შორის - ზაზა მაჩალაძეს ჩვენს მატჩებზე ნუ მოამაგრებთო.

არადა, საერთაშორისო კატეგორიის სულ სამი არბიტრია და ლოგიკურად გადამწყვეტი მატჩები მაჩალაძე-ბერეკაშვილი-კუპატაძის ტრიომ უნდა იმსაჯოს. ორი არბიტრით ალბანეთშიც (მათი ნაკრები B დივიზიონის აუტსაიდერია) აღარ მსაჯობენ, ლუქსემბურგზე ხომ ლაპარაკიც არ არის...

- კალათბურთი მობილური გახდა, ტემპმაც იმატა და ფარული ჯარიმების რაოდენობამაც. ეს კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაციამაც კარგად შეამჩნია და ორ მსაჯს ერთიც დაამატა. აფრიკაშიც კი მოედანზე სამი არბიტრია, - თქვა "სოხუმისა" და ლატვიის ნაკრების მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა.

კარგად მახსოვს, რეგულარული ეტაპის ბოლო ტურში ბაგაცკისს როგორ გაეცინა, როცა დაინახა: "სოხუმის" მატჩის არბიტრი მაკა კუპატაძე ზედიზედ მეორე მატჩის განსასჯელად შეუსვენებლად რომ გავიდა. შარშან და შარშანწინ, როცა სუპერლიგაში კალათბურთელთა ნახევარი უხელფასოდ თამაშობდა ემოციური და დაძაბული მატჩების რაოდენობა ორჯერ ნაკლები იყო. მაშინ, ხშირად გაიგონებდით: კლასით არბიტრები კალათბურთელებს ჯობიანო. ახლა სხვა სიტუაციაა - კლუბებში ფული ჩაიდო, მომრავლდა უცხოელი კალათბურთელები და დღის წეს-რიგში დადგა მათი შესაბამისად მომსახურება. თუ საქართველოში არ მოიძებნება სათანადო რესურსი, მოიძებნოს ფული უცხოელი არბიტრების ჩამოსაყვანად. მით უმეტეს, რომ სეზონის დასაწყისშიც ითქვა, შესაძლოა, უცხოელი მსაჯები დაგვჭირდესო.

გვჭირდება!

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა