ფოტო: gff.ge

ვლადიმირ ვაისმა შვეიცარიისა და ირლანდიის წინააღმდეგ მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში 25 ფეხბურთელი გამოიძახა, კიდევ 9 ფეხბურთელი გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანა.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ნაკრებში გამოძახებულებს შორის ზამთრის პაუზის შემდეგ თითქმის არ არიან უთამაშებელი ფეხბურთელები. სათამაშო დროის ნაკლებობას მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი უჩივის - ჯიმი ტაბიძე, რომელიც "უფას" შემადგენლობაში სეზონის პირველ ნახევარში თითქმის შეუცვლელად თამაშობდა, ახლა კი ორი მატჩია, სათადარიგოთა სკამზე ზის; ოთარ კაკაბაძე, რომელიც "ლუცერნის" რიგებში ბოლოს 4 ნოემბერს გამოჩნდა; და ამ ეტაპზე კლუბის გარეშე დარჩენილი თორნიკე ოქრიაშვილი. ყველა დანარჩენი ფეხბურთელი სტაბილურად თამაშობს და, იმედი გვაქვს, რომ სანაკრებო მატჩებს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

მეკარეები

გიორგი ლორიამ მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერში, "მაგდებურგში" გადასვლის შემდეგ 7 მატჩი ითამაშა და 5 გოლი გაუშვა, მასთან ერთად კი კლუბმა 7 მატჩში 3 მოიგო, 2 წააგო და 2-ც ფრედ დაასრულა.

სამი მატჩი ჩაატარა სეტუბალის "ვიტორიაში" გადასვლის შემდეგ გიორგი მაკარიძემ და სამივე შეხვედრაში მისი გუნდი ფრეს დასჯერდა.

როინ კვასხვაძე ეროვნული ლიგიდან ნაკრებში გამოძახებული ერთადერთი ფეხბურთელია და დიდი ალბათობით, მას სათადარიგოს როლი ერგება, რადგან ვაისისთვის უთამაშებელი ლორიაც კი პირველი ნომერი იყო.

დაცვა

2 მატჩი ჩაატარა შეუცვლელად MLS-ის განახლების შემდეგ "სან ხოსეს" რიგებში გურამ კაშიამ, თუმცა მისი კლუბი ორივე შეხვედრაში დამარცხდა.

განახლდა რუსეთის ჩემპიონატიც, სადაც მოსკოვის "ლოკომოტივის" დაცვის ხაზში საბა კვირკველია საუკეთესოა და იური სიომინისგან მას ძირითადში ადგილი გარანტირებული აქვს. ასევე შეუცვლელები არიან თავიანთ გუნდებში დავით ხოჭოლავა ("შახტარი") და ლაშა დვალი ("ფერენცვაროში"), ლევან ხარაბაძემ კი "ციურიხში" გადასვლის შემდეგ გოლის გატანაც კი მოასწრო. ხარაბაძეც ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.

ნახევარდაცვა

ნახევარმცველებს შორის სათამაშო დროის ნაკლებობას ნაკრებში გამოძახებული თითქმის არც ერთი ფეხბურთელი არ უჩივის. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ ხდება, ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი"), ლაშა პარუნაშვილი ("ესბიერგი"), ვაკო გვილია ("გურნიკი"), საბა ლობჟანიძე ("რანდერსი"), ვახტანგ ჭანტურიშვილი ("ზლინი") და გიორგი მერებაშვილი ("ვისლა") საკუთარი კლუბების მატჩებს ძირითად შემადგენლობაში იწყებენ.

გამონაკლისს ამ ეტაპზე მხოლოდ "გრენობლის" ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური წარმოადგენს, რომელსაც საფრანგეთის ლიგა 2-ში ძირითადად შეცვლაზე შესვლა უწევს.

ერთი ტური გავიდა ყაზახეთის ჩემპიონატის დაწყების შემდეგ, საიდანაც ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში "ტობოლის" ფეხბურთელებს - ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირს უხმო.

აღსანიშნავია, რომ სეზონისწინა მატჩებშიც და ჩემპიონატის პირველ ტურშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მისთვის უჩვეულო, ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშა.

ერთა ლიგაზე ვლადიმირ ვაისს ჯანო ანანიძე ("კრილია") არ ჰყავდა, თუმცა სლოვაკი სპეციალისტი ჯანოს ნდობას ყოველთვის უცხადებდა და სავარაუდოდ, შვეიცარიასთან მატჩშიც ანანიძე სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდება, მით უმეტეს, რომ მიოდრაგ ბოჟოვიჩის გუნდში მას შეტევაში სრული თავისუფლება ეძლევა და ჯანოც ამას კარგად იყენებს.

შეტევა

სათამაშო კონდიციებს იბრუნებს "გენტის" ფორვარდი გიორგი ქვილითაიაც, რომელსაც სერიოზული ტრავმის გამო საკმაოდ დიდი პერიოდი გაუცდა. სტაბილურად ეძლევათ სათამაშო დრო ნიკა კაჭარავას ("ანორთოსისი") და ვატო არველაძესაც ("კორონა"). ვატომ "კორონას" რიგებში მიმდინარე წელს გამართულ 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და სავსებით შესაძლებელია, რომ შვეიცარიასთან ან ირლანდიასთან მატჩში ეროვნული ნაკრების რიგებში მისი დებიუტიც შედგეს.

ვაკო ყაზაიშვილმა ("სან ხოსე") ეს-ესაა სეზონი დაიწყო და საუკეთესო ფორმის მისაღწევად დროს საჭიროებს.

დაბოლოს...

ვლადიმირ ვაისის სიის ყველაზე პრობლემურ წერტილად კვლავ ცენტრალური ფორვარდის პოზიცია ჩანს. ქვილითაია ჯერ შორს არის საუკეთესო ფორმისგან, კაჭარავასგანაც კლუბში უფრო მეტ გოლს ელოდებიან და თუ ვაისი პირველივე წუთებიდან ვატო არველაძეს არ ენდო, დიდი ალბათობით, ცენტრფორვარდის პოზიციაზე კვლავ ვაკო ყაზაიშვილს ვიხილავთ. თუმცა, ვაისმაც კარგად იცის, რომ მეტოქის ცენტრალურ მცველებთან ჭიდილზე უფრო კარგად ვაკოს მეორე ფორვარდად თამაში და მოწინააღმდეგის საყრდენ ზონაში ბურთის მიღება გამოსდის.

გოგა
კვეკვესკირი ამოაგდე და ტაბიძე ჩასვი უფრო სრულყოფილი სასტავი გამოგივა 8 მცველი გვეყოლება პლუს მეკარე და შვეიცარია კიარა ესპანეთიც ვერ გაგვიტანს:)
ბაჩო
ოქრის დაყენებას ვაკო ჯობია თან ბურთს დავიჩერთ რა
ზუზუ
რავი, შვეიცარიასთან ვფიქრობ კლასიკური 10 ნომრის გარეშე თამაში უფრო მოიტანს შედეგს.. ლორია - კაკაბაძე,კვერკველია, კაშია, ხარაბაძე - კანკავა(გამოკვეთილი ჩამშლელი - halfback ანუ) და ცენტრალურ ნახევარმცველებად კვეკვესკირი და გვილია (გვილიას უფრო ჩართვება შეტევებში) - ანანიძე მარცხენა გარემარბად(მაგრამ რამდენი ხანი გაქაჩავს ფიზიკურად არვიცი) ოქრის ალბათ მაინც დააყენებს ძირითადში მარჯვენა გარემარბად და ქვილითაიას დააყენებს მძიმე ფორვარდად.. ვფიქრობ ვაკო ანანიძეს შეცვლის თამაშში..
bacho
ჩემ კომენტარებს რატო არ დებთ
bacho
ლორია კვირკველია კაშია ხარაბაძე კაკაბაძე კვეკვესკირი კანკავა გვილია ანანიძე ვაკო ქვილითაია. ქვილითაია ირბენს წინ იბრზოლებს. ნახევარდაცვაში კიდე ბურთი უნდა დავუჩიროთ და შანსები გვექნება უეჩველად.თან საკაიპოდ. ბოლობოლო მერე ერთს ჩახსნის საყრდენზე და არველადძეს შემოიყვანს, სისხლი მაინც თავისას შვება. ვაის წააკითხეთ ეს და გეუბნებით დავანგრევთ ორივეს
Shako
Kacharavas nacvlad yazaishvili
Irakliy
რად გვინდა არაბიძე? რეზერვის რეზერვში ზის მგონი
Emigranti
Loria. Kakabadze. Kirkvelia. Xocholava. Xarabadze. Kankava. Ananidze.kiteishvili gvilia. Qvilitaia. Kacharava. Es is ahemadgenloba aris rom aqedan 4-5 fexburtels ar daayenebs arada rom daayenos da meti gambedaoba gamoichinos mercmunet karg shedegs davdebt ar cavagebt. Mgoni yvela tu ara umetesoba dametanxmeba rom riski ar uyvars vaiss arada es ori centr forvardi gamogvadgeba ertxel cade ra she dalocvilo chemi azri esetia dacvit fexburts vitamashebt avtobus chaayenebs vaisaa da iqneb nichiaze itamashebs mase tu moiqca gagvargveven orive tamashi da orive tamashi tu cavaget unda gaushvan aba giblatartan tu moviget marto vis rashi chirdeba tu scor gadacyvetilebas miigebs da ufro shetevit fexburts da matsave naxevarze sgevavicrovebt uketesi shedegs mivigebt carmatebebi bichebs
Geo
არაბიძე დააბრუნეთ!
irakli
შვეიცარიას რო ვეთამაშებით იმიტო გვინდა კარგი დაცვა
თენგო
2 კაშია დიდი ძალაა:)
გიო
ჩაკვეტაძე რატო არაა ტრავმა აქვს ?
tbiliski
იკა, ტრენერად ხარ დაბადებული :))
ლევანი
რა კაკაბაძე, კაცს ნოემბრის მერე არ უთამაშიაო. ანდორას კი არ ეთამაშები.
Kika
Irakli 7 mcveli rad gvinda ziritadshi? Kankavasac vgulisxmob.
irakli
ლორია,კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე, ხარაბაძე,კაშია, კვეკვესკირი,კანკავა, ანანიძე, ყაზაიშვილი კარგი შემადგენლობაა
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
ბუდუ ზივზივაძე საქართველოს ნაკრებში დაბრუნდა - რა ხდება მიქაუტაძესთან დაკავშირებით
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ვატო არველაძე კარიერას თურქეთის სუპერლიგაში განაგრძობს
შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა
ვატო არველაძე თბილისის "დინამოში" ითამაშებს
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ვაისის ღირსეული საქციელი - ლუქსემბურგთან მატჩის წინ კაშია და კანკავა დაასვენა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ვატო არველაძე: ვეცდები შოთაზე უფრო მაგარი გავხდე
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
ვატო არველაძე საბა კვირკველიას თანაგუნდელი გახდა
ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ
ვატო არველაძემ თურქეთის თასზე გოლი გაიტანა [VIDEO]
სანიოლი ამჯერად სლოვაკეთშია - შეხვედრა კანკავასთან კაშიასთან და ვაისთან