თუ დათუნაშვილს სპორტი უნდა, მივიდეს და იჭიდაოს, თუმცა, თუ სხვა ქვეყანაში უნდა წასვლა, მე ხელს ვერ შევუშლი, - ამის შესახებ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გეგა გეგეშიძის თქმით, ზურაბ დათუნაშვილს პროვოკაცია დიდი ხნის წინ ჰქონდა დაგეგმილი, რათა მიზეზი ჰქონოდა და სხვა ქვეყანაში წასულიყო საჭიდაოდ.

"ადამიანს თუ წასვლა უნდა, ვერავის დავაკავებ. ზურაბ დათუნაშვილს თუ წასვლა უნდა - წავიდეს. ჩვენ პირიქით ვეუბნებით, რომ მოვიდეს და ქვეყანას დასაკარგი სპორტსმენები არ ჰყავს. ბოდიშიც მოვიხადეთ და მეტი რა გავაკეთო? მარტო მე მაქვს ბოდიში მოსახდელი? მაგინეს და ტუჩი გამიხეთქეს. თუმცა, რადგან მე პრეზიდენტი ვარ, ჩემგან ჩანს.

თუ დათუნაშვილს სპორტი უნდა, მივიდეს და იჭიდაოს, თუმცა, თუ სხვა ქვეყანაში უნდა წასვლა, მე ხელს ვერ შევუშლი. მას შარშან უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა წასვლა ყაზახეთში. ეს წასვლის საქმე ასე მარტივად არ ხდება და რამდენიმე ხნით ადრე ჰქონდა ჩატარებული სამუშაოები. დათუნაშვილის მხრიდან წინასწარ იყო დაგეგმილი პროვოკაცია. ის ორი წელია გუნდში ვეღარ ხვდებოდა", - განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, გეგეშიძე თავს დამნაშავედ არ თვლის წარდგენილ ბრალში და იმედოვნებს, რომ სიმართლე გაირკვევა.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

წყარო: Ipn.ge

Roini
Axla davrcmundi Rom sheni bodishi kalbi da cru iko, bodishi namdvil vajkacebs sheucliat, mat visac chagvra ar ukvart.
2018 წელი - 48 მედალი, რეკორდი !
საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებებმა 2018 წლის სეზონის განმავლობაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოაგროვეს მედლების რეკორდული რაოდენობა - 48 მედალი.
თქვენ თვითონ ვინა ხართ?!
ვინც კომენატრებში ინკოგნიტოდ იცავთ დათუნაშვილს და სხვას შეურაცხყოფას აყენებთ, მოგიწოდებთ გამოდით მზის შუქზე, საზოგადოებამ შეგაფასოთ, გნახოთ ერთი რა ,,ღირსების ეტალონები'' ხართ თქვენ თვითონ.
ლაშა
მაგას და მაგისნაირებს იმის გააზრება და აღქმის უნარი რომ შეწევდეთ რასაც აქ წერ და გულისხმობ, მაშინ არც იმას ჩაიდენდა რაც გააკეთა და არც იმას იტყოდა რაც ეხლა თქვა. სამწუხაროდ ტრ...ში ვართ ყველა ერთად!
ერთი
ეს ქართული ჭიდაობის ფედერაციას ეხებოდა, არა თავისუფალი და ბერძნულ-რომაულის.
მოქალაქე
აუდიტის სამსახურმა 100.000 ლარის გაფლანგვა აღმოუჩინა. პროკურატურას სად სძინავს?
sdfffff
საერთოდ მაგენი უნდა მიებერტყა კურტანიძეს მაგრად და ესეთი არეულობები აღარ იქნებოდა.
ჰაჰა
მასში დაგროვილია მთელი თაობის სისულელე. მაგიტო აქვს ასეთი გამოთაყვანებული გამომეტყველება
სოსო
სამარცხვინო ხომ არის და ორმაგად კიდევ უსირცხვილო ყოფილა.ასეთი უტიფრობა,კურტანიძე თან რომ გადაჰყვათ და რამდენი შეურაცხყოფა მოითმინა,ვერ აიტანეს და ეს,თავ პირს რომ უხეთქავს,კარგია? მართლა აღმაშფოთებელია და თუ ამას დაისვამენ თავზე,მაშინ თავში ქვა უხლიათ.მე მაგათ კაცობა ვაჟკაცობაზე და ქომაგობაზე,ხმის ამომღები აღარა ვარ.თუ უნდათ ჰყავდეთ,მაგრამ ჩემგან წაღებული ბიუჯეტის ფული,ბიუჯეტში დააბრუნონ.კრიმინალებისთვის გადახდა არ მსურს.
888888888888888888
როგორ უნდა გაიზარდოს მომავალი თაობა,ბავშები ცუდს უფრო ითვისებენ.
ირაკლი
აი ამ მოძველბიჭო, მობლატავე მოჭიდავეებსა და ძიუდოისტებს თავისი ფედერაციების ვაიპრეზიდენტებიანად ერთი წლით საბიუჯეტო დიეტა უნდა გამოუწერო და მეორე წელს იქნებიან სამხედრო ყაზარმაში სწორდი-სმენაზე გაჭიმული რიგითებივით. მართლა რაღაც სამარცხვინო და გულისამრევ კასტად ყალიბდებიან. დაქირავებული გლადიატორები. შეიგნეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ჯერ ადამიანად იბადები და მერე ხდები მოჭიდავე, ექიმი და კოსმონავტი. თქვენი ვირობის მერე არავის უნდა ეგ მედლები. ბოდიში, რა თქმა უნდა ყველას არ ეხება ეს, მაგრამ უკვე დაიღალა ხალხი და აღარავინ არჩევს მტყუანსა და მართალს.
liova
სამარცხცვინოები ხართ ვეტერანო და ვითომ საამაყოპ ფალავნებო ეს ზონდერი გეგეშიძე რო გაზით თავზე! კურტანიძე გააგდეთ და ეს ხულიგანი ვინაა რო ამდენს ბედავს!
zas.
სუფთა 90-იანი წლების გამოხატულებაა გეგეშიძის კომენტარი და მოქმედება
Miriani
გული მისკდება ასეთ ამბებს რომ ვიგებ -- პრეტენზია მაქვს (და ალბათ ამ ქვეყნის საღად მოაზროვნე ნაწილის უმეტესობას აქვს), რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, რომელიც ცივილიზებული სამყაროსკენ მიისწრაფის; ასეთ ამბების წაკითხვისას კი ვხვდები, რომ ჯერაც ბანანის რესპუბლიკაში ვცხოვრობთ (უტრირების გარეშე). ტიპმა (ფედერაციის პრეზიდენტმა) ევროპის ჩემპიონი ცემა (დაასისხლიანა) და ახლა უტიფრად (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) იძახის თუ უნდა ივარჯიშოს, თუ არადა წავიდეს სადაც უნდაო!!! ნუ, აი რა ვთქვა არ ვიცი!!! რა მნიშვნელობა აქვს ამას რა უთხრეს ან რა უქნეს ან მეორე მხარეს ქონდა თუ არა პროვოკაცია დაგეგმილი??? როცა თანამდებობის პირი ხარ, თმენის ვალდებულება გაქვს და თუ მაინცდამაინც "მამალ ბუზს არ დავისვამ მხარზე" ტიპი ხარ, წადი და "იკაჩავე" ფიზიკური პირის სტატუსით და იყავი "მოჯიგრო / მოკაიტიპო" ასოციალური არსება. ამაზე გაჩეუმება ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნის ფაქტიურ თუ ფიქტიურ მმართველებს (რომლებსაც მე ვუხდი ფულს) ვგონივართ ცხვარი (უკეთეს შემთხვევაში), რომელსაც რასაც უნდათ იმას ეტყვიან / უზამენ და ისიც უსიტყვოდ აიტანს. ეს იგივეა, რაც ცხოვრობდე ატყროლებულ, ბინძურ და სუნიან ოთახში და არ ცდილობდე ან გარეთ გასვლას ან მის განიავება-მოწესრიგებას. ამიტომ, მე პირადად მზად ვარ აქტიურად გავაპროტესტო ეს საზიზღრობა / უტიფრობა / დედა........ბა და არ ვიცი კიდევ რა დავარქვა ... შევუერთდები ყველა აქციას, რომელიც ამ მართლა საშინელების საწინააღმდეგოდ დაიგეგმება!
zaza
საქართველოს არ ყავს დასაკარგი სპორცმენები
ბათუმი
2 წლის წინ დაგეგმა მოჭიდავემ რო ჟაჭვით გალახავდნენ? ერიჰააა ყანაშივაართ!
geno
გეგეშიძე წადი წადი!!!!!......
geno
გეგეშიძე წადი წადი!!!!!......
Zura
არასოდეს ეშველება ამ ქვეყანას
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
სარჩელი არ დაუკმაყოფილეს - დათუნაშვილს მსოფლიოსა და ოლიმპიური მედლები ჩამოართვეს
"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება
ზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, რომ მსოფლიოზე მეასპარეზა
დათუნაშვილმა სერბეთს ბრინჯაო მოუპოვა
ადვოკატის განცხადებით, ზურა დათუნაშვილის ნოტარიულად დამტკიცებულ წერილში აღნიშნულია, რომ დათუნაშვილი და გეგა გეგეშიძე მორიგდნენ და დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს
ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს
newposts.ge: 20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა
სერბებმა დათუნაშვილი დააფასეს - საპატიო სპორტსმენობა
"ბრავო, ოსტატო!" - როგორ მიულოცა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზურაბ დათუნაშვილს ოლიმპიური მედალი [PHOTO]
გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
"რა ჭიდაობის და კრივის ფედერაციები, რა სუმო?" - დავით ჯაფარიძე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს