ქუთაისში, ქართული რაგბის თემმა გამოჩენილი ქართველი მორაგბის, ნუგზარ ძაგნიძის სახელი უკვდავყო და "აიას" ლეგენდარული უკანახაზელის ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს რაგბის კავშირის დასავლეთ აკადემიას მისი სახელი მიანიჭა. აკადემიის სათავო ოფისის კედელზე ძაგნიძის სახელი მარმარილოს დაფაზე საგანგებოდ იქნა ამოტვიფრული. ნუგზარ ძაგნიძის მემორიალური დაფის გახსნას რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ვიცე-პრეზიდენტი გია გორგასლიძე, ცნობილი მორაგბეები, ლეგენდის მეუღლე მაია ყიფიანი, ოჯახის წევრები, მეგობრები და ყოფილი თანაგუნდელები დაესწრნენ.

ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართული რაგბის განვითარებაში ნუგზარ ძაგნიძის მიერ შეტანილ წვლილს. ნუგზარ ძაგნიძემ, საბჭოური ეპოქიდან მოყოლებული, უამრავ ტიტულთან ერთად საზოგადოების საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა. ძაგნიძის თამაშის სანახავად სარაგბო შეხვედრებს სპორტის ქომაგთა მნიშვნელოვანი ნაწილი საგანგებოდ ესწრებოდა. რაგბის სპეციალისტები ბრძენ ტაქტიკოსსა და კარში უბადლო დამრტყმელ ნუგზარ ძაგნიძეს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს 21-ე საუკუნის მოთამაშედ მიიჩნევდნენ. უნივერსალური თვისებების მქონე ძაგნიძეს ერთნაირი წარმატებით ხელეწიფებოდა როგორც მგეზავის, ასევე ფულბეკის პოზიციაზე თამაში.

ქუთაისის მკვიდრი ნუგზარ ძაგნიძე ოვალს პირველად რამაზ სვანიძემ აზიარა. 17 წლის ყმაწვილს კი შაკო ქურციკიძემ "აიას" შემადგენლობაში სსრკ-ის უმაღლესი ლიგის პირველობაზე თავის გამოჩენის შესაძლებლობა მისცა. ძაგნიძის შემდგომი დაოსტატება კი რიონისპირელთა ლეგენდარული დამრიგებლის, დუგლას კავთელაშვილის ხელმძღვანელობით გაგრძელდა.

"აიას" შემადგენლობაში ნუგზარ ძაგნიძე სამჯერ გახდა სსრკ-ის ჩემპიონი, ორჯერ კი თასის მფლობელი. სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში "ერთა თასის" წინამორბედ "ფირას" პირველობაზე 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა. დამოუკიდებელი ქართული რაგბის გარიჟრაჟიდან მოყოლებული ძაგნიძემ ეროვნული ჩემპიონატი სამჯერ მოიგო და აღნიშნულ ტიტულთა შუა, ჩოხატაურის "ჯანს’" ბრინჯაოს მედლები მოაპოვებინა, რაც დღემდე ქართული რაგბის ისტორიაში გურიის რეგიონის ყველაზე დიდ წარმატებად რჩება.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბების პროცესში ძაგნიძის შეტანილი წვლილი. ზიმბაბვესთან, "ბორჯღალოსანთა" სადებიუტო წარმატებულ შეხვედრაში ძაგნიძემ გუნდის მონაგარი 16-ივე ქულა პირად აქტივში მიითვალა და თან აფრიკელებთან მატჩში ქულები რაგბის ოთხივე ხერხით (ლელო, გარდასახვა, ჯარიმა, არეკნი) აიღო. ნუგზარმა კარიერის მანძილზე 12-გზის მოირგო "ბორჯღალოსანთა" კვართი და ქართული რაგბის ისტორიაში პირველი მოთამაშე შეიქნა, ვინც 100-ქულიანი ზღვარი გადალახა.

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ნუგზარ ძაგნიძე ერთი ხანობა მშობლიური "აიას" მთავარი მწვრთნელის ფუნქციას ასრულებდა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსაც დამრიგებლობდა. ნუგზარ ძაგნიძემ ძაგნიძეების დიდ სარაგბო დინასტიასაც დაუდო სათავე. ნუგზარის ძმა ემზარ ძაგნიძეც ასევე "ბორჯღალოსანი" გახლდათ. მამების ტრადიცია კი შემდგომ უკვე ღირსეულად მათმა შვილებმა გააგრძელეს.

ნუგზარ ძაგნიძე უმძიმესი ავადმყოფობის შედეგად, 45 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართული სარაგბო საზოგადოება იმედს გამოთქვამს, რომ ნუგზარ ძაგნიძის სახელის უკვდავყოფა მოზარდი და ჭაბუკი მორაგბეების დაოსტატების საქმეს დიდ სამსახურს გაუწევს. ქართველ მორაგბეებს თვისტომი ლეგენდების მიმართ მოწიწება, პატივისცემა და მათგან მრავალი კეთილშობილური მაგალითის აღება არასოდეს მოჰკლებიათ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

euhh
უპრობლემოდ შეიძლება იყოს 20 ცეულში,რაც რაგბი შეიქმნა იმდღიდან დღემდე ჯარიმის შემსრულებელთა შორის და შეიძლება 10 თეულშიც მთელს დედამიწაზე.,
llcl
მისასალმებელია,ალალად და დამსახურებულად ეკუთვნოდა, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
საუკეთესო მგეზავები რაგბის ისტორიაში
დიდი 10: "ლოკომოტივმა" "აია" დაამარცხა და ჩემპიონი გახდა [VIDEO]
დიდი 10: "ლოკომოტივმა" ქუთაისში "აიას" 4 ლელო გაუტანა
შესანიშნავი ქვეყანა, ადამიანები რაგბით სულში - ირლანდიელების შეფასება საქართველოში მოგზაურობის შემდეგ
ქუთაისელები საქართველოს საუკეთესო გუნდი გახდნენ
დიდი 10-ის ფინალი - ისტორია მეორდება
დღეს დიდი 10-ის მეორე ფინალისტი გაირკვევა
ჰუკერი ვარსკვლავური გუნდიდან - ინტერვიუ თენგიზ ტურძელაძესთან