რამდენიმე კვირის წინ რუსეთის რაგბის ფედერაციის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი მოროზოვმა "სოვეტსკი სპორტის" ჟურნალისტის კითხვაზე: "რა უნდა გააკეთოს რუსულმა რაგბიმ, რათა თავდაპირველად გაუტოლდეს, მაგალითად, საქართველოს?", - უპასუხა:

"საქართველოსთან შედარება საერთოდ უაზრობაა. ჩვენ უნდა გავუთანაბრდეთ ახალ ზელანდიას, ავსტრალიას, სამხრეთ აფრიკას. ჩვენთვის სასაცილოა საქართველოსთან შედარება. არ ვიცი, ეს საიდან მოვიდა? შესაძლოა იქიდან, რომ ჩვენი კოლეგები რუსულად ლაპარაკობენ. რა თქმა უნდა, ქართველებმა ბევრად ადრე დაიწყეს ქვეყანაში რაგბის განვითარებაზე მუშაობა. ამიტომ ცოტათი გვისწრებენ".

თუმცა "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მოროზოვმა თქვა, რომ საქართველო ძალიან უყვარს, რომ რაგბიში კონკურენტები არ არსებობენ, არიან მხოლოდ მეგობრები და... "არ არსებობს ჯარისკაცი, რომელიც გენერლობაზე არ ოცნებობს", - სწორედ ეს ვიგულისხმეო!

დიმიტრი მოროზოვი: - საქართველოსთან დაკავშირებული კითხვა ჟურნალისტის პროვოცირებული იყო. თქვენი კოლეგები სვამენ კითხვას, მაგრამ აუცილებელია გვესმოდეს, რომ თუ რეალურად გვსურს რაგბის განვითარება, უნდა ვეცადოთ, თავი მსოფლიოს უძლიერეს გუნდებს შევადაროთ. ამიტომაც ვთქვი: თქვენ შეიძლება ცდილობდეთ შევედაროთ საქართველოს, ანდა, პირობითად, ყაზახეთს ან ესპანეთს, მაგრამ ჩემი მიზანია, ვესწრაფოდე ისეთ გრანდებთან გათანაბრებას, როგორებიც არიან ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთი აფრიკა! თქვენც ხომ ცდილობთ იყოთ საუკეთესონი, თავადაც ხომ გინდათ ამ სახეობის ლიდერებთან გათანაბრება? ამიტომაც ლაპარაკია არა საქართველოზე, გერმანიაზე ან ესპანეთზე, არამედ იმაზე, რომ უძლიერეს ნაკრებებზე ავიღოთ სწორება. ამას ვგულისხმობდი, როცა საქართველოზე ვილაპარაკე.

- გასაგებია. თუმცა ლოგიკურია, ჯერ შენ წინ მყოფს გაუსწრო და შემდეგ იფიქრო საუკეთესოებთან გათანაბრებაზე...

- ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ყველას, ვინც რაგბის თამაშობს. ზოგმა ადრე დაიწყო, ზოგმა შედარებით გვიან. ეს სპორტია და უძლიერესი იმარჯვებს, მაგრამ საქართველოს მსგავსად, ჩვენც ვისწრაფვით საუკეთესოებისკენ, რომლებიც ჯერჯერობით ჩვენი პლანეტის სამხრეთ ნახევარსფეროში არიან!

- ალბათ, რუსეთშიც ბევრი გააკვირვა თქვენმა სიტყვებმა, თითქოს სასაცილო იყოს შედარება ქვეყანასთან, რომლისთვისაც მხოლოდ ერთადერთხელ - 26 წლის წინ გაქვთ მოგებული!

- ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ბიჭებმა მეტი უნდა ივარჯიშონ! წლების განმავლობაში ვვარჯიშობდი ძიუდოში და ყველამ ვიცოდით, რომ გორში მთელი საბჭოეთის მასშტაბით საუკეთესო საჭიდაო სკოლა იყო, რომ საქართველოდან ყოველთვის უძლიერესი ფალავნები ჩამოდიოდნენ. ვიცოდით და მერე რა? ის, რომ თუ გამარჯვება გინდა, მეტი ივარჯიშე! ასე რომ, ეს სტატისტიკა სტიმული უნდა იყოს ჩვენი მორაგბეებისთვის - მეგობრებო, მეტი ივარჯიშეთ და უკეთ მოემზადეთ, რათა ტოლ-სწორად ეთამაშოთ არა საქართველოს, არამედ პლანეტის უძლიერეს გუნდებს, ხოლო საქართველო მოიგებს თუ რუსეთი, ამას თამაში გამოაჩენს.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ kvirispalitra.ge-ზე

Ghgghj
რუსებისთვის რაგბი ისევეა როგორც ჩვენთან ყინულის ხოკეი:)ეს მტკიცდება სტადიონზე მისული ხალხით.
geno
ამას ეს ოვალი ბურთი ერთადგილას უნდა შეტენო.როგორც ჩვენმა ლომ-ბიჩებმა გააკეთეს დხეს.საქარტველოს გაუმარჯოს... რუსეთი ოკუპანტია

და საერთოდ რატომ იღებთ ამ ტიპისგან ინტერვიუს? რაში გვაინტერესებს რომელიღაც ჩამორჩენილი სარაგბო ქვეყნის ჩინოვნიკის განცხადებები?
თორნიკე
+ აშშ, კანადა ჯერ ისევ სუსტადაა. ანუ ჯამში საქართველო, იტალია, იაპონია, ფიჯი, სამოა, ტონგა და აშშ მეტ-ნაკლებად ტოლ-სწორ რაგბს თამაშობს, ამ ეტაპზე იაპონია ყველაზე უკეთ.
Geo_Dinamo
ყველაფერი კარგად გავიგეთ, ახსა განმარტება არაა საჭირო. ჩამოვლენ ჩვენი ლომები და ჩაგაყოფინებენ სიფათს შენ გადაფურთხებულში. ამას გპირდები.
გიოშა
რუსებისგან არ არის გასაკვირი.ესენი გამოირჩევიან შოვინიზმით,ყოველთვის ფიქრობდნენ,რომ ქართველებზე ჭკვიანი და ძლერები არიან.ამ ჩვევას არც მოროზოვმა უღალატა.თურმე როგორ შეიძლება,რომ რუსმა გაუტოლდეს ქართველს???
T.q
დიმიტრი შენ უკვე საქართველოს შეურაწყოფა მიაყენე და არ ეცი პატივი როგორც ძლოერს ძლოერთა შორის და არ გიშველის ეხლა სიტყვების ფარული თამაში რომ ვითომ საქართველო გიყვარს თურმე ამიტომ მომიკითხე შენებიდან დედა და ოჯახში ყველა!
Odala
გენათალე სენა. პარლიოტო.
geno
სოსო კვერი ხარ
la.))
ჩვეულებრი რუსია. თან მე მგონი თავის სფეროში გაურკვეველი უცოდინარია, ალაბთ ვერ აცნობიერებს რომ ახალგაზდები უნდა მოდიოდნე ისეთი ვინც წარმატებულ გზას დაადგებიან. ჩვენ შემთხვევაში გააგრძელებენ და უფრო შორს წავლენ. ჩვენმა ახალმა თაობამ რომლებმაც უკვე შეძლეს ისეთი გრანდების დამარცხება როგორიცაა არგენტინა, ირლანდია, შოტლანდია, საფრანგეთი და ეს დიდი გამოცდილებაა.
სოსო
როგორც ახლა განმარტავს,ზუსტად ისე გავიგე.ვერც ჩვენ დავეწევით ზელანდიას,მაგრამ ჰეიგი სწორედ იმიტომ მოიყვანეს,რომ სამხრეთული თამაშის სტილი დაენერგა.ისიც ვექტორს გულისხმობდა და საწყენად, ნამდვილად არ მიმიღია.
giorgi
რუსეთი ოკუპანტია
geno
dxevandel dxes rom komentars damiblokavt kochag tqven rusetis monebo!!!
გიორგი
სად არის მანდ ლოგიკა? თუ ზელანდიას უნდა გაუტოლდეს და არა ქართველებს ეგრე ეთქვა; რა შუაშია ქართველებთან ჩვენი შედარება სასაცილოაო? სადა დაინახე აქ ლოგიკა? ჰო მოუწია ეხლა ზადნის მიცემა.
გიორგი
ამ შემთხვევაში ის კი არ არის არსებითი რომ ეგენი ზელანდიასთან ცდილობენ გატოლებას და არა ჩვენთან (ეგ ბუნებრივია, მაგრამ პირდაპირ ეგრე ეთქვა მაგ 'დალოცვლს'. რა შუაშია ქართველებთან ჩვენი შედარება სასაცილოაო) არამედ ის რაც თქვა და თან ძალიან რუსულად გამოუვიდა ანუ უპატივცემულოდ, ქედმაღლულარად, ბოღმით და თან რეალობასთან სრულად შეუსაბამობაში. მაგრამ ეხლა აეწვა უკანალი და რომ იტყვიან ... მოუწია. ძალიან სჭირდებათ ჩვენთან ნორმალური ურთიერთობა რომ ხშირი შეხვედრებით რაგბის დონე აამაღლონ რუსეთში, აბა მაგათ ინგლისელები არ დაპატიჟებენ ერთად სავარჯოშოდ რაიმე კომპონენტის გასაუმჯობესებლად.
Odala
შებერტყილიაო რომ არ გეთქვა, რუსეთუმეს იარლიკს მოაჯერებდნენ, მაშინ როცა სრულიად ლოგიკური ანალოგია მოიყვანე. ჩვენებს ჰგონიათ რუსები ჩვენზე ზიზღში ათენ-აღამებენ.
ქეთი
"ჩვენთვის სასაცილოა საქართველოსთან შედარება. არ ვიცი, ეს საიდან მოვიდა? შესაძლოა იქიდან, რომ ჩვენი კოლეგები რუსულად ლაპარაკობენ" - აბა რააა, რომ გარღვევთ ეგ არაფერ შუაშია, მარტო იმიტომ რომ 'რუსულად ვლაპარაკობთ'
კახა ქირია
მამენტ სადღაც ლოგიკა არის,რომ იკითხონ ფეხბურთს ვისნაირად ითამაშებდითო,მიუხედავად იმისა რომ ირლანდია თითქმის სულ გაიგებს,არასდროს არ ვიტყვით ირლანდიასავითო,უფრო ბრაზილია,არგენტინა,გერმანია და ა.შ.მაგრამ მაგარი შებერთყილი და გოთვერანი ტიპი ჩანს
ლევანი
ჩვენი ხსენება ესპანეთის და გერმანიის გვერდით, თითქოს მისი დონის ვიყოთ უბრალოდ სასაცილოა. გერმანია, ესპანეთი, ბელგია, რუსეთი ეს თვენ ხართ მანდ რუსებო. ჩვენ ვართ სამოას, ფიჯის, ტონგას, იაპონიის და იტალიის გვერდით და ჩვენ გვინდა ბობოლებს გავუთანაბრდეთ, თქვენ კი ჯერ ის მაინც მოახერხეთ, რომ ჩვენის დონის გუნდებს მოუგოთ, ამის მერე იფიქრეთ ზელანდიაზე...)) სადღაც ორღობეში ხართ ჯერ კიდევ, ორღობეში და კოსმოსზე ოცნება თქვენთვის კიდევ 20 წელი ნაადრევია!)
არ მიქვეყნებთ კომენტარებს და გულს მაინც მოვიფხან და დავწერ - ჩვენი #%ე ჩეიდვან მაგენმა!))
გაიტანეთ გრენლანდია
ეს ქაჯი ნახე, თურმე ზელანდიას უნდა გაუტოლდნენ და თურმე ჩვენ მათზე ადრე დაგვიწყია და იმიტომ ვჯობივერ და თან თურმე ცოტათი(!). ესენი რომ ჩვენდამი სიყვარულზე ლაპარაკს იწყებენ, გულისამრევია. მაგრამ კიდევ უფრო გულისამრევია ის ქართველები, ამაზე რომ ვარდებიან და სიხარულით კანკალებენ აქაოდა რუსებს ვუყვართო.ქაჯები!
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
მაისაშვილი: უკეთ მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
მაისაშვილი: რუსეთი ცდილობს უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიოს - მზად ვართ შინ გამარჯვებულები დავბრუნდეთ
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
მერაბ შარიქაძე: ძმა დავკარგეთ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა
საქართველო-რუსეთი - ბილეთები
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
"საქართველოს დონემდე მისაღწევად შეუპოვარი შრომა მოგვიწევს" - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი
მერაბ შარიქაძე რუსეთთან მატჩის წინ: გუნდში საოცარი ატმოსფეროა
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება