ფოტო: liverpoolfc.com

ამ უქმეებზე ინგლისში ასოციაციის თასის მეოთხედფინალებია და აქედან გამომდინარე, პრემიერლიგის ტური არასრულია. იმ თამაშებს შორის კი, რომელიც ტარდება, რა თქმა უნდა, გამოსარჩევია მატჩი ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტის, "ლივერპულის" მონაწილეობით.

იურგენ კლოპის მიერ გაწვრთნილ გუნდს ამოსუნთქვის საშუალება მიეცემა, რაკი, მართალია, გასვლაზე, მაგრამ მაინც პრემიერლიგიდან ფაქტობრივად გავარდნილ "ფულჰემს" ეთამაშება.

როცა სეზონი დაიწყო, ლონდონური კლუბის ასეთ კრახს ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა. "ფულჰემი" შემადგენლობის თვალსაზრისით ურიგოდ ნამდვილად არ არის დაკომპლექტებული, მაგრამ გუნდმა თამაში ვერა და ვერ ააწყო. საქმეს არც სამწვრთნელო სეგმენტში განხორციელებულმა ცვლილებებმა უშველა...

მოკლედ, ამ შეხვედრას ერთი უდავო ფავორიტი ჰყავს და ეს ფავორიტი "ლივერპულია". თუ სასწაული არ მოხდა, იურგენ კლოპის გუნდმა ეს თამაში უნდა მოიგოს და დროებით მაინც გალიდერდეს ჩემპიონატში, რაც გუნდს მეტ თავდაჯერებას შემატებს.

ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს დაპირისპირება "ევერტონსა" და "ჩელსის" შორის. მართალია, მიმდინარე სეზონში "ევერტონი" არასტაბილურად თამაშობს, მაგრამ გუნდმა საშინაო ასპარეზზე იცის სიურპრიზების შეთავაზება. სწორედ "ევერტონის" დამსახურებაა, "სიტი" საჩემპიონო სეზონში ისევ რომ დაწინაურდა.

მეორე მხრივ, "ჩელსი" ძალიან არასტაბილურ გუნდად ჩამოყალიბდა მაურიციო სარის ხელში. ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იტალიელი სპეციალისტი შესაძლოა მალე გაათავისუფლონ დაკავებული თანამდებობიდან. სარის ძალიან ბევრ რამეს საყვედურობენ, განსაკუთრებით კი იმას, რომ თამაშის მსვლელობაში პრაქტიკულად არ ერევა და "ჩელსი" როგორც იწყებს ამა თუ იმ თამაშს, ისევე ამთავრებს. ასეა თუ ისე, ლონდონელები ოთხეულში მოხვედრის ყველანაირ შანსს ინარჩუნებენ.

ფაქტები

"ბორნმუთისა" და "ნიუკასლის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

"ბარნლისა" და "ლესტერის" ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"ჰადერსფილდს" თავის ისტორიაში არასოდეს მოუგია "ვესტ ჰემისთვის".

"ლივერპულმა ბოლო 5 თამაშში აჯობა ფულჰემს".

"ევერტონისა" და "ჩელსის" ბოლო 2 შეხვედრა 0:0 დასრულდა.

პრემიერლიგა. XXXI ტური

შაბათი, 16 მარტი

ბორნმუთი-ნიუკასლი 19:00

ბარნლი-ლესტერი 19:00

ვესტ ჰემი-ჰადერსფილდი 19:00

კვირა, 17 მარტი

ფულჰემი-ლივერპული 18:15

ევერტონი-ჩელსი 20:30

სხვა მატჩები გადაიდო

ბომბარდირები: 18 - აგუერო (მანჩესტერ სიტი); 17 - სალაჰი (ლივერპული), კეინი (ტოტენჰემი), ობამეიანგი (არსენალი); 16 - მანე (ლივერპული); 15 - სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა