ფოტო: gff.ge

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბოლო ვარჯიში გამართა სლოვენიასთან დაგეგმილ ამხანაგურ მატჩამდე. 21-წლამდელები ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ემზადებიან.

"გუნდის მდგომარეობით კმაყოფილი ვარ. ბიჭები არაფერს უჩივიან და სათამაშოდ მზად არიან. ჩვენთვის ეს მორიგი მატჩია ევროშესარჩევისთვის მოსამზადებელ ეტაპზე, რომელიც სექტემბერში დაგვეწყება. სლოვენიასა და ისრაელთან მატჩები დაგვეხმარება, რათა ფეხბურთელებამდე ზუსტად მივიტანოთ ის, რასაც ვგეგმავთ" - განაცხადა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ.

სლოვენიასთან დაპირისპირება 22 მარტს, 19:00 საათზე გაიმართება, ისრაელს კი ჩვენი გუნდი 26 მარტს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრას გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Youtube გვერდზე იქნება შესაძლებელი.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), ლუკა სანიკიძე (თელავი);

მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), დავით კობოური (დინამო თბ), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ილია ბერიაშვილი (თელავი), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ნიკა მალი (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო);

ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დილა), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ხირონა, ესპანეთი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), თემურ ჩოგაძე (რუსთავი), ზუკა დავითაშვილი (ლოკომოტივი);

თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი).

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე