ფოტო: fcordabasy.kz

ისმის პრეტენზიები ფეხბურთელების მიმართ, რომ მათი დონე შვეიცარიელებისას ჩამოუვარდება. მე ამ აზრს არ ვეთანხმები - საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელები გვყავს, უბრალოდ, ისინი სწორად უნდა გამოვიყენოთ, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ყაზახური "ორდაბასის" თავკაცმა კახაბერ ცხადაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "სპორტის საათში" განაცხადა.

მან 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ ნაკრები მატჩებს მოუმზადებელი შეხვდა.

"ყველაზე მთავარი არის ის, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ჩვენი ნაკრები ამ მატჩებს მოუმზადებელი შეხვდა. ყველაზე მთავარი, რაც მე დავინახე, არის ის, რომ გუნდი ფსიქოლოგიურად და მორალურად იყო მოუმზადებელი. მომეჩვენა, რომ ყველა კმაყოფილია იმ შედეგით, რაც გვქონდა ერთა ლიგაზე და ამიტომ ფეხბურთელებში მოტივაცია ვერ დავინახე. ორივე მატჩი სუსტად ჩავატარეთ. ასეთი რამ არასდროს ყოფილა.

პირველ რიგში, არ იყო ოპტიმალური შემადგენლობა. რიგ პოზიციებზე, სამწუხაროდ, გვაქვს პრობლემები - მაგალითად, მარცხენა მცველის პოზიცია. ძალიან დიდი პრობლემა იყო ისიც, რომ ნაკრებს არ შეუძლია მატჩის მსვლელობის დროს გადაწყობა, რაც თანამედროვე ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია.

ირლანდიასთან აგრესია გვაკლდა, მეტოქე კი გოლის გატანამდე ძალიან აგრესიულად თამაშობდა. მეორე ნახევარში მათ უკან დაიხიეს და კონტრშეტევებზე თამაშობდნენ. ამის შემდეგ ტერიტორიული უპირატესობა გვქონდა, თუმცა ფაქტია, რომ კრეატიული ფეხბურთელები და ინდივიდუალური თამაში გვაკლდა, ფლანგებიდან შეტევები გვაკლდა, სისწრაფე ძალიან გვაკლდა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს შუა ხაზში ძალიან ბევრი ერთი ამპლუის ფეხბურთელი თამაშობს. ერთი მხრივ, ეს კარგია, ცენტრს აძლიერებს და უკეთესად ვაკონტროლებთ ბურთს, თუმცა ფაქტია, რომ ორ მატჩში ვერ ვნახეთ ვერც ერთი პოზიციური შეტევა, რომელსაც შეიძლება საგოლე უწოდო.

კვლავ ისმის პრეტენზიები ფეხბურთელების მიმართ, რომ მათი დონე შვეიცარიელებისას ჩამოუვარდება. მე ამ აზრს არ ვეთანხმები - საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელები გვყავს, უბრალოდ, ისინი სწორად უნდა გამოვიყენოთ.

ნაკრები შესარჩევი ეტაპისთვის აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო. ყველანი იყვნენ კმაყოფილები - ჟურნალისტებიც, გულშემატკივრებიც და ფეხბურთელებიც. ერთა ლიგაზე პირველი ადგილი დავიკავეთ და არანაირი მოტივაცია ამ შესარჩევის წინ არ იყო. მატჩების შემდეგ ამაზე აქცენტი მთავარმა მწვრთნელმაც გააკეთა, რომ ამ მატჩებს ბელორუსისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს.

იცით, მე რა მაინტერესებს? დავუშვათ, მოვუგეთ ბელორუსს - ღმერთმა ქნას. ორი მატჩის განმავლობაში ვერც ერთი მომენტი ვერ შევქმენით და ყველანი ამას მშვიდად შეხვდნენ. ავიღოთ თუნდაც ჯანოს ლიხშტაინერთან დაყენება. რამდენიც შეეძლო ჯანოს, სდია ლიხშტაინერს და დაიღალა.

ირლანდიასთან რამდენჯერმე მაღალი პრესინგის გაკეთება ვცადეთ, მაგრამ მცველები იმდენად ღრმად იყვნენ განლაგებულნი, რომ გრძელი გადაცემების შემდეგ ყოველი მეორე ბურთი ირლანდიელების იყო და შემტევი ფეხბურთელების მიერ განხორციელებული პრესინგი ფუჭი იყო.

ნაკრებში მუშაობა არის სპეციფიკური. ის სამი დღე, რაც ნაკრებთან სამუშაოდ აქვს მწვრთნელს, უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ტაქტიკური ვარჯიშებისთვის და ფსიქოლოგიური მომზადებისთვის. ინფორმაცია ძალიან ბევრია. უნდა იყოს შესწავლილი მოწინააღმდეგე - მისი პოტენციალი შეტევასა და დაცვაში, შემუშავდეს გეგმა და სამი დღის მანძილზე ერთი და იგივე შემადგენლობით უნდა მიდიოდეს მზადება, რომელიც მოიაზრება და მწვრთნელმა წინასწარ უნდა გამოუცხადოს ის ფეხბურთელებს.

ჩვენ თამაშის დროს გადაწყობა არ შეგვიძლია. ხარაბაძეც ძალიან გამოგვადგებოდა, სივრცეს ბოლომდე გამოვიყენებდით. მთელი თამაში ცენტრში მიმდინარეობდა, ფლანგებს არ ვიყენებდით და ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო. ამიტომ მე ვთვლი, რომ ნომინალური მარცხენა მცველის არყოფნაში სამი ცენტრალური მცველით უნდა გვეთამაშა.

ირლანდიის წინააღმდეგ კი უფრო კრეატიული ფეხბურთელების გამოყენება შეიძლებოდა. ბევრი ვარიანტი არსებობს, ეს მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა. ჩვენ ყოველთვის იქიდან უნდა გამოვდიოდეთ, თუ რა მასალა გვაქვს და როგორი ტაქტიკური სქემა და თამაშის სტილი", - განაცხადა კახაბერ ცხადაძემ.

გიორგი
ხოხ შორიდან მეც ეგრე მეგონა, ახლა ადვილია ანალიზის გაკეთება.რას ამბობ შენ დროს ხომ ხევდა ნაკრები???
ლევანი
რაც მალე წავა ვაისა, მით უკეთესი. რად უნდა ამას ამდენი ფიქრი. კაცი ზამენას ვერ აკეთებს და ფეხბურთელს ვერ არჩევს, ვინ სად უნდა ათამაშოს და ზოგადად ვინ უნდა გამოიძახოს იმას ვერ არჩევს. მეტი დაბალი დონე არც მინახია. მაგ შემადგენლობით, მაგი, რომც გასცდეს ბელორუსს, კოსოვოს ვერ მოუგებს. ან რანაირად მოუგებს ვინმეს, როცა, ვისაც კლუბებში 100 პროცენტიანი სათამაშო დრო აქვს, იმათ ან საერთოდ არ იძახებს, ან თუ იძახებს , არ ათამაშებს. აავსო გუნდი უთამაშებელი, ტრამვირებული და პენსიონერებით. ვინმე თუ ავალებს ამ ფეხბურთელების გამოძახებას არ ვიცი, შეიძლება ასეცაა, არც ეგაა გამორიცხული, რადგან არ მახსოვს, რომ ვაისა სადმე ჩასულიყოს და ვინმეს თამაში ენახოს. ანუ ვისაც ეტყვიან იმას ათამაშებს, აბა ასე დებილი როგორ უნდა იყოს მწვრთნელი, ან რატო ტოვებენ? ხოდა მივადექით ისევ ფედერაციას. ეს ფეხბურთელები სუყველა გასაშობია, 80 პროცენტი
პატრიოტი
ანალიზების კეთებაში ყველა მაგარია. რა შედეგი დადო მწვრთნელი რომ იყო? არ არის სწორი კულისებიდან პადნოშკების დადება.
მიშა ვანო გელოდება.
აქაც რუსთავი2, კარგით რა ფეხბურთს მაინც დაანებეთ თავი, ისე კარგია კულისებიდან ლაპარკი, კახა კარგი პიროვნება და ტრენერი ხარ, არ შეგშვენის კულისებიდან ლაპარაკი, მაშინ ისაც აგვიხსენი თუ ჩვენი ფეხბურთელები შვეიცარიელებს კალსით არ ჩამოუვარდებიან ესთონეთაან შენი ბოლო თამაში რომ იყო ნაკრებში 3:0 (ჩვენ წავაგეთ) ფეხბურთელბმა ერთხაზოვნად რატმო ითამაშეს, მემგონი ესთონელი ფეხბურთელების კლას ნამდვილად არ ჩამოუვარდებით, აი მაშინ მართლა შენი ტაკტიკური და ფსიქოლოგიური შეცდომები იყო ფეხბურთელების მიმართ, ასე რომ სანამ რამეს იტყვი გადახედე შენს ისტორიას ნააკრებში და რაც შენი შეცდომა იყო სხვასაც ნუ აქილიკებ მაგაში, ისე არც ის არის გამორიცხული რუსთავი2-ს თხოვნა იყო რომ კალაძეზ ესე ელაპარაკა, კობიაშვილი ხომ ამ მთავრობის წევრია, ფუუუ კარგით რა ხალხს თვალებში ნაცარს ნუ აყრით და დაეტიეთ თქვენს ტყავში.
emigranti
მაგარი ბოლია ეტყობა ჩიკაგოში.
emigranti
პოლონეთს რომ თავი დავანებოთ ესტონეთან 0:4 მის კისერზე არაა?
ლუკა
როგორც ჩანს მართლა დიდი ყინვები იყო წელს ჩიკაგოში. ბევრი გაყინული დარჩა...
ლუკა
ძალიან ბევრს ნერვიულობენ თამაშის წინა დღეებში, ეწევიან ბევრს და მაგიტომ უჭირთ სუნთქვა :)
ALONZO
ბიჭო,ბიჭო ტიპს რა ასხია. დისერტაცია შემოგვთავაზა
ბესიკი
ა ბიჭო კაცი! ყველა პუნქტში ვეთანხმები და მხარდაჭერას უცხადებ. დააბრუნეთ ეს და ვაისზე უკეთესი შედეგი თუ არ დადო მე ვიყო მაშინ სილიბისტრო პაჭკორია.
იკა1982
აქ არ არი ლაპარაკი რა გააკეთა ცხადაძემ.უბრალოდ ამ ადამიანმა სწორი ანალიზი გააკეთა და ყველა მასე ფიქრობს.
ზურა
ამან თათრებმა რომ დაუძახეს და ორი კვირის ჩაბარებული ახალგაზრდული ნაკრები რომ მიატოვა რა გონია დაავიწყდა ვინმეს? ეროვნულ ნაკრებში ხომ დაალაგა ნაკრები რა,ოქრიაშვილი რომ შეცვალა და მოედანზევე რომ აკურთხა იმანაც ამას ქონდა ნაკრებში წესრიგი? თავისი ბიჭი ნაკრებში რომ ძალით ყავდა სად არის ეხლა სად თამაშობს?
margveli
ჯერ ერთი რომ იმ თამაშში ლევანდოვსკიმ ბოლო 5 წუთში გაიტანა 3 გოლია, თორემ ჩვენი ნაკრები არაფრით ჩამოუვარდებოდა პოლონეთს. აქ მოგებაზე არ არის საქმე, მთავარია ნაკრებს ეტყობოდეს მწვრთნელის ხელი, თორემ ძლიერმა უნდა მოგიგოს რათქმაუნდა, მთავარია რა ფეხბურთს თამაშობ. ის რაც ვნახეთ ირლანდიასთან და შვეიცარიასთან საქართველოს სახის ყველაფერი ერქვა ნარკების და ფეხბურთის გარდა
nnn
ეტყობა ყაზახეთიდან უშვებენ და სამუშაოს ეძებს
გიო 13
აი რაშია ჩვენი უბედურება! სხვა სხვის საქმეში ბრძენიაო უთქვამთ ძველად. და ჰოი საოცრებავ ეს ის ცხადაძე არ არის პოლონეთში 0:4 რომ წააგო? თუ მეშლება რამე? ჩემის აზრით არ შეიძლება ასე კოლეგაზე ხელაღებით ლაპარაკი, უბრალოდ არასწორად მიმაჩნია. მეორეც ყველაფრისდა მიუხედავად მგონი არ არის საკამათო ის გარემოება, რომ ჩვენი ფეხბურთის და ფეხბურთელების დონე უბრალოდ დაბალია. ამით ვფიქრობ რომ არავინ შეურაწყოფილი არ უნდა დარჩეს, თანაც საკითხავი ის არის ამათგან რომელიც საკუთარ კლუბში ძირითადის ფეხბურთელი??? ამ ყველაფრის შემდეგ კი წაგებაში დაადანაშაულო მწვრთელი უბრალოდ სასაცილოა!
ალექსი
ცხადაძე
Michigan aveniudan.Chicago.
Kახანერ ცხადაძეც,თემურ ქეცბაიაც,ალექსანდრე ჩივაძეც,შოთა არველაძეც....მსოფლიო დონის ფეხბურთელებია,....ყველა დროის, და ფაქტობრივად ფეხბურთის თამაშით არა ა მამთამაშის მართვით, ნოდარ ახალკაცზე ალბათ უფრო კარგი მოთამაშეები იყვნენ,თუმცა ტრამვა რომ არ მიეღო ,თბილისის ლოკომოტივის ცხრა ნომრის აუღებელი პენალტები, საჯარიმოს ხაზიდან უძლიერესი დარტყმები ,20-23 იარდიდან მოწინააღმდეგის კარში შელეწილი ბურთები, ქომაგებს ახსოვთ დღემდე და არც ერთ ფეხბურთის ვარსკვლავის მიერ კარში დარტყმულზე ნაკლები არ იყო...მაგრამ ფეხბურთელი ძლიერი არ ნიშნავს მსოფლიოს დონის მწვრთნელს.შედეგის დამდებნი, მათ ხელქვეშ მყოფი სპორტსმენებით ,ერთეულებია ,ყველა დროში.გვარდიოლა,ფეოლა,ფერგიუსონი კლოფი .....ერთეულებია ყოველთვის,ყველა საქმეში. რა გაგიხდათ? თქვე დალოცვილებო,ერთხელ "გაიჭინთოთ" მატერიალურად, და ისევ ხალხის ხარჯზე,მოიწვიოთ 2-3 წლით მაინც ,ეროვნულ ნაკრებში სადღეისოდ, მსოფლიოში Uძლიერთაგანიდან ერთ ერთი ქოაჩი,თუ მარტო სტრატეგიაზე და ტაქტიკაზე ლაპარაკი გვაწყობს გაუთავებლად, თავთავიანთი საზომიდან "მოძღვრისას", ყველა დანიშნული მწვრთნელებისაგან და მათივე მიერ საამაყო შედეგის დაუდებლად ნაკრების თამაშისას,ნიჭიერ და გამრჯე ქართველ ხალხს რომ ეკადრება, იმგვარის.ნოდარ აახალკაცის,მსოფლიოს დონის მწვრთნელის შემდგომ,ქართული ფეხბურთი უკან უკან მიდის და თუ ათწლობით ვერ ვახერხებთ მომავლის დანახვას ამ მარტივად გამოსასწორებელ საქმეში წინსვლისათვის, და არა მარტო სპორტის ამ სახეობაში , საერთოდ სპორტში, და არა მარტო სპორტში ,ყველაფერში- ყოფაში ქართველთა ,ქვეყნის ღირსეულად განვითარებისათვის ხალხისთვის ხარჯვით საქრთველოს მსახურებად ყოფნისას,ჭკვიანთა,ხალხის მიერ არჩეულთა მიერ მართვისას დამტვრეული თეთრია ჩვენი უფასო ფასი... .რომ გავიძახით, ძალა ერთობაშიაო სადაა ეს ერთობა,ურთიერთთანადგომა ერთობლივად წყვეტა დასახულის, წინსვლით ეროვნულად .ერთმანეთის გაგონებაა საჭიროო,....თვითოეულის მიერ, თვისი შესაძლებლობების ზღვარზე,გარჯაა, სწავლაა,სათანადო ანაზღაურებითო,მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების დოონეზე მაინც, ქვეყნის ხელისუფალთა მხრიდან Xელშეწყობითო დაუღალავად ქმედებააო საჭიროო,მართო სიტყვებად რომ გვრჩება უდროოდ....HODA რანიც ვართ ,იმდენიც გაგვაჩნია.არც მეტი არც ნაკლები. სიტყვას არ დაეჯერებაო,საქმესო! ბრძენ ქართველთა წინაპრებს უმოძღვრიათ მომავალ თაობათათვის,მაგრამ ყურდახშობილთ არ გვესმის ბრძენთა მიერ,სამომავლოდ, ჩუენისავე კეთილდღეობისათვის თქმულისა ყე,ღაღადისა და სამჩობლოს სიყვარულიც რომ რეალურად ,თავგანწირვით გეცა..... ერთეულებს გააჩნიათ მხოლოდა?.ქვეყნის სავალალოდ, ქართველთა ყველა საქმეში ,ჩვენივე გადაშენებისკენ Vექტორულად აჩქარებით, ჩვენსავე მიერ შეუგნებლად თუ ... ხელწაკვრით რომ მოვექანებით?. Aნაზღაურება სხვათაგან,დივიდენდები არ მოდის,არ იქნება,თვითოეულის ,ოფლსისხლის ღვრის ,ფიზიკური და გონებრივი ზღვრის Mისი , დონეზე, გარჯის გარეშე, ჯერ სამჩობლოს სიყვარულში ხარჯვით,შემდგომ ოჯახის, შემდგომ თავისი თავის, ღირსეულად, სულით და ხორცით, მაძღრად მაინც არსებობისათვის,უზრუნველყოფისათვის , და მხოლოდ ამგვარად თანამიმდევრობით ცხოვრების არსის აღსრულების მცდელობისას.რატომ ვერ ვფიქობთ? დარბაზად, Gამაძლერებლად ეროვნულად, ყველასათვის მისაღებად....რა გახდა? ათწლობით ვერ ხერხდება მაღალი, მსოფლიოს დონის - Dღეისით და არა გუშინდელი დღის სიძლიერით -, მოქმედი მწვრთნელის მოწვევა ან ფეხბურთში ან.... და თუ კი მოიწვიეთ რაღას უშვებთ -კალათბურთის მაგალითი -სერბის გაშვება, ან პულენის გაშვება რა იყო თუ არა გამოსწორებელი შეცდომა .... ჯეიკობი ,ბითაძესთან ერთად ამა წლის ადრიატიკის ლიგის ვიპ ხუთეულში რომ შევიდა,ამის ვერ დანახვ არაპროფესიონალიზმია ფაქტით მტკიცებული .ან რაგბისა არ იყოს ,ახალზელანდიელის გაშვება გამოშვებაზე ამ უდროო დროს რომ მიდის ჭორები.სიკეთის დაუნახაობა ,წინსვლის ვერ დანახვა ,უმადურობა და უვიცთა ხვედრია სადაა? ვისაც ეხებათ იმათი-თუნდაც ქართველთა სიამაYის და ბევრი ჩვენი არაკეათილის მსურველთა გულის სახეთქად -ჭიდაობათა,ძიუდოს უკან დახევის,ეროვნულად წაბორძიკების მიზეზების გარცევა,პროფესიონალიზმი ,და თუ არ გივარგა ალმა მატერ, ბიჭვინთის და იყალთოს აკადემიების მქონე ქვეYანაში ,ნუთუ ათწლობით, ვერ გაიგზავნა სახელმწიფოს მიერ ,მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებში ნიჭიერი ქსრთველები სასწავლებლად რამოდენიმე ათასი მაინც,ყოფის სხვადასხვა სფეროებში პროფესიონალების ჩამოსაყალილებლად ვერ ვართ ვერა საMშობლოს სიყვარულის ბაი. ბურში არ ვართ....ცხოვრებაში მახინჯ ღირებულებების შემყურენი...... Michigan aveniudan.Chicago. გამოხმაურება 28 მარტი 2019 15:21
შოკირებული გულშემატკივარი
დიხანია არა აქვთ და მასეთებს რატო იწვევთ ნაკრებში
სიმართლე
ზოგადად კარგი მწვრთნელია ცხადაძე მარა არც მისი მუშაობის დროს ბრწყინავდა ჩვენი ნაკრები,გერმანიასთან სტუმრად ჩატარებულ მატჩს თუარ ჩავთვლით.მასეთი გამონათებები ჩვენს გუნდს ყველა დროში და ყველა მწვრთნელის ხელში ქონდა.ცხადაძის დროს არ იყო რომ უკლასო ესტონეთმა პირწმინდად და უშანსოდ დაგვანგრია 3:0?თუ მეშლება რაიმე?
ირაკლი
ცხადაძემ რაც თქვა უბრალოდ ძნელია რაიმეში არ დაეთანხმო. ეს თამაშები საქართველოს ნაკრებმა ისეთ დაბალ დონეზე ჩაატარა, რომ ვფიქრობ ახლავეა განგაში საჭირო. ბელორუსს შეიძლება მოვუგოთ, მაგრამ ბევრად ძლიერ კოსოვოს რომ გავცდეთ მაქსიმალური მზადყოფნაა საჭირო!

gaga
მის ბედს გიორგი სააკაძისას შევადარებდი მოღალატე თავადებმა რომ აიძულეს გადახვეწილიყო.
ალეკო
სრულიასდ ვეტანხმები
margveli
კობიაშვილი ფორმაციის ფედერაციის ხელში არც კი უნდა ვიფიქროთ ვაისის შეცვლას, წინა შესარცევში მოუგებელ მწვრთნელს ხელშეკრულება გაუგრძელა და მადლობა უხადა კმაყოფილი ვარ შენი მუშაობითო. ბოლომდე დატოვებს სანამ არ ჩასვრის ყველაფერს. იმედია ერთა ლიგაზე რამე გამოვა, ისევ ფეხბურთელების იმედით თორემ ვაისი არაფრის მაქნისია.
ევგენი იასნაიევი
სწორია ეს კაცი ფეხბურთელებს სწორად ვერ იყენებს ვაისი არ ვარგა გვილიაა არააა
გიორგი
კი ბატონო, მართალია რიგ საკითხებში. მაგრამ იმასაც ვეთანხმები რომ ძალაინ ვირეშმაკულად პასუხობს შეკითხვებს. ვაისზე სიტყვა არ დაუძრავს მაგრამ ყველა კენჭი მის ბოსტანში იყო ნასროლი 'ტექნიკურად'. შვეიცარიელებზე ნაკლები კლასის ფეხბურთელები რომ გვყავს და უკეთესს გუნდებშიც რომ თამაშობენ ეს ისეთი მტკიცე ფაქტია ცხადაძეს ვირეშმაკობაც ვერ გადაახტება. ფაქტია როცა მწვრთნელი იყო რამე ფუნდამენტური გაუმჯობესება არც თამაშში და არც სტატისტიკაში არ მომხდარა. ცხადია, რომ აქედან აგულიანებენ სამომავლოდ. ზემოთ გამოკითხვაში ცხადაძის ინტერვიუზე რომ ყოფილიყო მოსაზრება 'სხვა სხვის ომში ბრძენიაო' იმას მივცემდი ხმას.
Gigo
Ise Ra .
ვიტალი
ასპროცენტიანი მართალია ეს კაცი, ნაკრებში ვაისი გინდ ყოფილა გინდ არა, გუნდს არაფერი ეტყობა
ლაშა
წინა შესარჩევზე ვაისმა თამაში ვერ მოიგო და დატოვეს და ეხლა რატომ უნდა გვქონდეს იმის იმედი რომ გაუშვებენ და ცხადაძეს დააყენებენ? ალბათ მეტი ჩართულობა საჭირო ხალხის და ჟურნალისტების მხრიდან!!!
ggg
vaisi fergusoni rom araa yvelam vicit rom uketesi mwvrtneli gvchirdeba magram aq ar iyo cxadadze varskvlavebs wyvetda tu fsiqologiaze midgeba saqme 4 burts rom 5 wutshi gagitanen ragha unda tqva. rac sheexeba fexburtelebs jer rogor adareba shveicariis da saqartvelos nakrebs erti fexburteli ar gvyavs top ligidan vinc arian nawili ugundodaa nawils satamasho praqtika ar aqvs ertaderti gunds acocxlebda chakvetadze
Smouk
დააბრუნეთ ცხადაძე!!!
soso
მარტალია კახა და მის დროსაც ნაკრები უფრო აგრესიულ და შემტევ ფეხბურთს თამაშობდა
დათო
ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქართველი მწვრთნელი. მისი დამსახურებაა დღევანდელი ნაკრები
Misha
Daabrunet es kaci.miecit mushaobis sashualeba
Misha
Admin ra ar mogwons chemi komentarebidan ro mblokav.maincdamainc ditirambebi unda vumgero vaiss da mis mosiarule tertmeteuls?
ultranationalist
ჩემთვის ყველაზე მისაღები მწვრთნელი იყო ნაკრებში ეს კაცი, ადრე დავწერე და ახლაც მიმაჩნია ეს ვაისი გინდ ყოფილა გინდ არ ყოფილა ნაკრებში აზრი არ აქვს, არც წყვეტს მგონი თვითონ არაფერს
Buxrika
ჩემი აზრით ვაისი გასაშვებია.ერთალიგას თუ არ ჩავთვლით ვაისის ხელში ერთი ნორმალური თამაში ვითამაშეთ ეს იყო უელსში და გმირად ვაქციეთ ეგ კაცი.რაც შეეხება ერთა ლიგასისეთი გუნდები არიან იქ რო მანდ გუნდი უმწრვთლეოდაც მოიგებდა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
ცხადაძე: საქართველოს პრემიერ-მინისტრიც უნდა ჩაერთოს ამ საქმეში, თუ საჭირო გახდა...
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
კახა ცხადაძე: როგორც ვიცი, ნაკრების მწვრთნელობა ქეცბაიას შესთავაზეს
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
prosports.kz: ცხადაძეს გაათავისუფლებენ
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
ცხადაძეს გაშვებას უწინასწარმეტყველებდნენ და ტურის საუკეთესო მწვრთნელი გახდა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
ცხადაძე გრიგალავასა და კვირკველიას: სირცხვილია, ბიჭებო!
კახა ცხადაძე კოლეგის გინებისათვის დისკვალიფიკაციით დასაჯეს