რუსეთის ქალაქ სოჭში გადამუშავებული ერთჯერადი ჭიქებისგან დამზადებული მოედანი გაიხსნა.

21-ე საუკუნეში ყველამ იცის, რომ პლასტიკი ნაგავი არაა და მისი მეორედ გამოყენებაც შეიძლება. პლასტიკური ბოთლებისგან ტანსაცმელსა და ბურთებსაც კი ამზადებენ, სოჭის ოლიმპიურ პარკში კი უჩვეულო და შთამბეჭდავი კონსტრუქცია გამოჩნდა - საფეხბურთო მოედანი, რომელიც გადამუშავებული პლასტმასის ჭიქებისგან არის დამზადებული.

65 მეტრის სიგრძის და 42 მეტრის სიგანის მოედნის დასამზადებლად 50 000 ერთჯერადი ჭიქა (დაახალოებით 2500 კილოგრამი) დაიხარჯა, რომელიც ქალაქში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების შემდეგ შეგროვდა. ჭიქები გრანულებად გადააქციეს, შემდეგ ამ გრანულებიდან ძაფები დაამზადეს, ძაფებისგან კი მოედნის საფარი შეიქმნა.

პროექტი მსოფლიოში ლუდის მწარმოებელმა უმსხვილესმა კონცერნმა AB InBev Efes-მა (Bud, Stella Artois, Hoegaarden და სხვები) განახორციელა, მისმა ღირებულებამ კი 150 ათასი დოლარი შეადგინა.

მსოფლიოს ჩემპიონატის წინ კომპანიამ მუნდიალის ლოგოთი 3 მილიონი ერთჯერადი ჭიქა დაამზადა. მათი 85% გულშემატკივრებმა სუვენირების სახით დაიტოვეს, დანარჩენი 15% კი კომპანიამ გარემოს დაცვაში საკუთარი წვლილის შეტანის მიზნით შეაგროვა.

მოედნის გახსნას ფეხბურთის ლეგენდა, მსოფლიო ჩემპიონი მარკო მატერაცი დაესწრო.

„ფეხბურთის თამაში ყველგან შეიძლება, ასფალტზეც კი. მე ბევრჯერ მითამაშია ხელოვნურსაფარიან მინდორზე. ეს კარგი მოედანია, კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა იტალიელმა.

მომზადებულია sports.ru-ს მიხედვით

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
წყალტუბოს "სამგურალს" ახალი, თანამედროვე სტადიონი ექნება!
სტადიონი-საოცრება რაგბის მსოფლიოს თასზე [VIDEO]
წყალტუბოში სტადიონი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა [PHOTO]
ბათუმის "დინამოს" სამომავლო გეგმები: 9-მილიონიანი ინვესტიცია, აქციები ფანკლუბს, ტრანსფერები...
პროექტი ძალიან სერიოზულია - "თელავი" ახალი სტადიონის მშენებლობას აანონსებს
"სამუშაოების სია ვრცელია" - რა პრობლემებია ქუთაისის "ტორპედოს" სტადიონზე