საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი სასტუმრო "რუმსში" ჟურნალისტებს შეხვდა და მათ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრაზევე ითქვა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებებს ჩილესთან აწარმოებს და დიდი ალბათობით, შემოდგომაზე გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება.

- გიორგი არაბიძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების რიგებში კარგი შეხვედრები ჩაატარა. რატომ ვერ ვხედავთ მას ეროვნულ გუნდში?

- არაბიძემ ნაკრებში შანსი მიიღო. ამ დონის ტალანტმა საკუთარ კლუბში მეტი უნდა ითამაშოს და საკუთარი ხარისხი აჩვენოს. ის 20 წლისაა და სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში ესაჭიროება. სამწუხაროდ, ის არ არის ერთადერთი, ვისაც კლუბში პრობლემები აქვს.

- ჯანო ანანიძემ ირლანდიასთან მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა 3 დღეში "კრილია სოვეტოვთან" ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. რა მოხდა?

- ჯანო შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ფეხი სტკიოდა. მან იცოდა, რომ მასზე იმედებს ვამყარებდი, მაგრამ ვუთხარი, რომ თუ კარგად არ გრძნობდა თავს, კლუბში დაბრუნებულიყო.

- თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ საქართველოს ნაკრებს არ ჰყავს მეტოქეზე მაღალი დონის მოთამაშეები და ეს არის მარცხის მიზეზი, მაშინ რატომ ახანგრძლივებთ ასეთ გუნდთან კონტრაქტს?

- მე ვთქვი, რომ იმ მომენტში, როდესაც შვეიცარიას ვეთამაშეთ, ჩვენი ფეხბურთელები შესაბამის დონეზე არ იყვნენ მომზადებულები. უამრავი ტრავმა იყო, ბევრ ფეხბურთელს ჩემპიონატი ახალი დაწყებული ჰქონდა.

არც მე ვარ გვარდიოლა ან მოურინიო, მე ვაისი ვარ.

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა მითხრეს, რომ საქართველოს ნაკრებში პროგრესს ხედავენ. მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ და ვიღებ, როგორც მოგებულ, ასევე წაგებულ მატჩებზე.

მე, ალბათ, ყველაზე მცირე ხელფასი მაქვს, ვიდრე სხვა მწვრთნელებს ჰქონიათ საქართველოს ნაკრებში. როცა ვიგრძნობ, რომ ჩემი ადგილი აქ აღარ არის, წავალ.

- საქართველოს ნაკრების ორ მატჩში მარცხენა მცველის პოზიციაზე ოთხმა სხვადასხვა ფეხბურთელმა ითამაშა, გაგრძელდება თუ არა როტაცია და ვის მიიჩნევთ დღესდღეობით ცენტრფორვარდის პოზიციაზე საუკეთესო ვარიანტად?

- ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ჯიმი ტაბიძეს კარგი პერიოდი აქვს. ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და მაინც კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა საბოლოოდ მატჩი ვერ გააგრძელა.

იმ შემთხვევაში თუ ნაკრებში ნავალოვსკი არ იქნება, განვიხილავთ ლევან ხარაბაძის და ლაშა დვალის კანდიდატურას. ნავალოვსკი ჯერ 32 წლისაა და მისი გამოყენება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

სამი წელია ტრავმების გამო ლევან მჭედლიძე მოედანზე ვერ ვიხილეთ, არადა ეს მოთამაშე ძალიან დიდი პოტენციალის მქონეა. გიორგი ქვილითაიამ კი, საზარელი ტრავმის შემდეგ, რომელიც გასულ წელს მიიღო, მაინც მოახერხა დაბრუნება და მას თამაშის დიდი სურვილი და მონდომება აქვს.

კმაყოფილი ვარ არველაძის თამაშითაც, პირველი შეხვედრისთვის ნორმალურად იასპარეზა.

გაფართოებულ სიაში გვაქვს ბექა მიქელთაძის გვარიც, რომელიც "ანორთოსისში" ასპარეზობს, არ არის გამორიცხული უახლოეს მატჩებში ისიც ვიხილოთ.

- რამდენად დაგაკლდათ გიორგი ჩაკვეტაძე შვეიცარიასთან და ირლანდიასთან და რამდენად ნორმალურია, რომ მის გარეშე გუნდი წარმატებას ვერ აღწევს?

- გიორგი ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, კარგია, რომ ტრავმა მოიშუშა და დაბრუნდა. ლოგიკურია, რომ ის დაგვაკლდა. შეხედეთ, როცა არ თამაშობს ნეიმარი ან მბაპე, სულ სხვა გუნდი გამოდის მოედანზე. ან "ბარსელონა" და "იუვენტუსი" აიღეთ, მესისა და რონალდოს გარეშე - სულ სხვა გუნდებია.

შეხედეთ რა დაემართა მადრიდის "რეალს", მხოლოდ ერთი ფეხბურთელის წასვლის გამო.

- თქვენ თქვით, რომ ირლანდიასთან მატჩში ლორიამ ცოცხალი კედელი ვერ დააყენა და ამას მოჰყვა გოლი...

- მე გოლი გიორგი ლორიასთვის არ დამიბრალებია, ეს მთლიანად გუნდის შეცდომა იყო. უბრალოდ, ფაქტია, რომ კედელი არასწორად იდგა და საჯარიმოდან გოლიც ამას მოჰყვა.

დავით 67
ეს კაცი თამაშის დროს ჩამოდის მარტო. არც აინტერესებს შედეგი ვერ ხედავთ?
ზუგდიდი
აქ კომენტარი წავიკითხე ნუ მოვთხოვთ ნაკრებს ათეულის გუნდებთან მოგებასო. ათეულის ერთი და ორი გუნდი სულ გვეყოლება ჯგუფში და თუ ვერ მოუგეთ ვერასოდეს გავალთ ჯგუფიდან და მართლა გავაუქმოთ ფეხბურთი. ისე ირლანდია 33 იყო როცა ვეთამაშეთ. არ გვყავს ისეთი სუსტი ნაკრები,რო ირლანდიასთან მარტო ერთი კარში დარტყმა გვქონდეს. ვაისი სუსტი მწვრთნელია და მშიშარა.
ფეხბურთი
ქვეყანაში სადაც ფეხბურთი ნომერ პირველ სპორტის სახეობად ითვლება, იმ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ისე ხდება მეორე ვადით არჩეული რომ კონკურენტი იურიდიულად არ გააჩნია.ეს არის პასუხი იმაზე , თუ რატომ ვართ ასეთ დღეში!
gg
იმ ნაკრებს და გუნდს რა უთხარი მარტო ერთი 19 წლის ბიჭის იმედად რო იქნება. რაღა უნდა მოთხოვოთ აწი ამათ....სირვხვილია მართლა. ღმერთმა არ ქნას და ბელორუსთან ჩაკვეტაძე რო დაგვაკლდეს ვერ უნდა მოვუგოთ? რავიცი რავიცი....
4444
შეადარე რა
Emigranti
Ratom ayenebs dzirotadshi maset mekares. Ratom idzaxebs uklubo fexburtelebs. Roca aris alternativa ase tu ise . Zarandia arabidze tundac oqris magivrad . An marcxena mcvelis poziciaze ratom unda gyavdes sami mcveli elementarulia rom ar aris es kaci im donis rasac tavs gvaxveven.. sul tavs imartlebs da ratom sanam tamashi daicyeba laparaks icyebs . Aman exla.moirchina tranva mzad ar aris is uklubod aris da ase shemdeg. 5 cutit satamashod arcert mcvrtnels ar shetavs da tamashis bedis gadasacyvetad. Umeyes cilad drois gasayvanad sheyavt rom icodet
სანდრო
ვერ მოთხოვ ამ ჯგუფიდან გასვლას. არ გვყავს შესაბამისი დონის ფეხბურთელები. არც მოდრიჩი და რაკიტიჩი გვყავს და არც მანძუკიჩი. ამ ნაკრებით ჯგუფიდან ვერც ვაისი გავა და ვერც მოურინიო ან კლოპი. სწორი ამბიციები უნდა გვქნდეს. მაგალითად ბელარუსთან მოგება. და არა მსოფლიო რწიტინგის ათეულის ქვეყნებთან მოგებაზე ფიქრი.
ფეხბურთი
ხორვატიის ნაკრების მწვრთნელს წელიწადში რვაასიათასი აქვს ხელფასი, რომელმაც ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა. ვაისსაც იგივე ხელფასი აქვს და შესარჩევიდან გასვლა მაინც არ უნდა მოვთხოვოთ?
lasha
მერე რომ არ გვყავს, არ შეიძლება რომ მწვრთნელი მაინც იყოს მაღალი დონის? ხელფასს რაში ვუხდით რომ ყველა თამაში წააგოს და მერე გვითხრას მე რა ვქნა თქვენ ფარჩაკები იყოთო? 4 წელია აქ არის და ნაკრების მიერ ერთი ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაცია არ მახსოვს მე
Emigranti
Kidev kargi chakvetadze gvyavs tore riti gaimartlebda tavs mere . Rashiamartali nakrebis fexburtelebs klubis fexburtelebs rom adarebs ?! Shveicarias shaqiri ar yavda mase mara ramit daaklda ? ))))) tranvirebulebs da ukluboebs specialurad idzaxebs rok tavi imartlos mere?! Eseti shtabechdileba rcheba ashkarad
ჯაბა
ეს კაცი მართალია რასაც ამბობს,ამბობს იმას რასაც ხედავს,უბრალოდ ჩვენ არ გვინდა დავინახოთ და გავიგონოთ.არ გვყავს საშუალო დონის ფეხბურთელებიც კი,მეკარიდან დაწყებული თავდამსხმელით დამტავრებული,ამ დონით დიდ ფეხბურტს ვერ ითამაშებთო გვეუბნება და შედეგიც არ გექნებათო,აქპრობლემა ფეხბურთელის აღზრდაშია და ამას გვეუბნება ეს კაციც ,ჩვენ კი ჯიუტად შედეგს ვიტხოვტ
dadu
აღიარე შენი შიშები და შეცდომები და უფრო მეტად მოგეშვება, ჩვენც უფრო ადვილად გაპატიებთ. შეცდომებს ყველა უშვებს. შვიდი მცველით რო გამოგყავს გუნდი ჩაკვეტაძე კი არა მესი რო გაგვექართველებინა მაინც ვერ გავიტანდით გოლს ვერცერთ თამაშში. შეგეშინდა და შეგეშალა დაცვაში გეგონა კიელინი ბონუჩის წყვილი გყავდა და გოლს არ გავუშვებდით, თავდასხმაში გეგონა ჰუსეინ ბოლტი გყავდა და ერთხელ რო ამოკრავდა მცველი ბურთს ფეხს ის ყველა ბურთს დაეწეოდა ყველას გაასწრებდა, ყველას მოატყუებდა და გოლს გაიტანდა. მოკლედ აგერია რამსები და აღიარე ეს.
რობიკო
ალბათ ძნელია არ დაეთანხმო...სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროთ,მარტალია ეს კაცი მეკარე კედელს ვერ აყენებს,მცველი კაცს ვერ იჭერს .თავდამსხმელი ბურთს ვერ ეწევა..ამ კაცის ნათქვამი არავის ესმის
რონნალდ
მართალია ეს კაცი რას ერჩით, არგამოვა სალამური ამ საქმიდან და ამას პირდაპირ ამბობს
დატა
ეს მგონია მახსრად გვიგდებს და კარგადაც გამოსდის...ყოჩაღ ვლადიმერ!
თემო
კომენტარს რატო არ ბეჭდავთ ? ცენზორი არ გრთავთ ნებას?
თემო
აი ვინც შენ შეგეხვეწოს დარჩიო.......იპოლიტე უფრო დიდი ტაქტიკოსი იყო ვიდრე ეს შემთხვევი გაუგებრობა.... დაიწყო ამ საწყლებზე გააბრალება, ირლანდიასთან ისე იქაჩებოდა გეგონება პსჟ- ს 75 # ქართველია ,მე შენი უტაქტიკო მატარებელი სტრატეგია რა ვთქვი!!! ყაზახეთან ჩაკვეტაძემ მოიგო.. ანდორასთან საერთოდ ვერ მოიგეს... გამოვლენ ფედერაციიდა თხა და გიგოები და აქეთ დაგიწყებენ ჭკუის დარიგებას!!! მაჩანჩალა ირლანდიამ ძონძივით ათრია ნაკრები... კობიაშვილი გრიმიტობს... მიკვირს საქართველოში ვინმე ფეხბურთს თუ სერიოზულად უყურებს, მითუმეტეს ამ ცხვრის ფარას...
ბასკი
ვერა და ვერ მოვიწონე ეს კაცი! სუსტი, უმოტივაციო და უპრინციპოა, რაღაცნაირი მოდუნებული ტიპია! ერთა ლიგა და უსუსტესი ნაკრებები რომ არა - ორი შესარჩევია მოგება არ აქვს და მაინც მწვრთნელია და მაინც იმედი გვაქვს? ...კიდევ ხელფასზე რო დაიწყო ლაპარაკი და თავი დაგვამადლა! იმის იმედი მაქვს რო ბიჭების ბრძოლით და მონდომებით იქნებ ბელარუსს როგორღაც გავცდეთ და მერეც რაღაც იქნება! ვაისის იმედი არ მაქვს და არც არასდროს მქონია!..
Gio
რას ჩააცივდით არაბიძეს?! არ არის ეგ ბიჭი ჯერ ნაკრებისთვის მზად!
Kkk
მოკლედ რა რა დონის მწვრთნელიც ვარ იმ დონის გუნდში ვარო, აბა მაურინიო და გვარდიოლა, რომ.ვიყო აქ ვინ გამაჩერებდაო.დდ თან ფედერაცია იძახის პროგრესი არისო და თქვენ ვინ გკითხავსო.დდ
ერიჰაა
თქვენი კომენტებით გამოდის, რომ მაგარ დონეზეა ქართული ფეხბურთი, გვყავს მაგარი ფეხბურთელები, უბრალოდ ვაისი არ ვარგა.
საინტერესოა
უნდა გაგაწბილო, მაგ ჩამოთვლილთაგან ჯერ ნაკრებში ვერავინ გაქაჩავს პაპუს გარდა.
გოგა
მე ჩვენი ჩემპიონატიდან დინამოელი შულაია მომწონს
giga
ამიტომ ვიფიქრეთ ალღოიან, დისციპლინის მოყვარულ და შემოქმედებითი ტიპის მწვრთნელზე და ვითხოვთ ცხდაძეს და მხოლოდ მას (არავის სხვას)
გიო
კობიაშვილო მიყვარდი და გთხოვ ნუ შემაზიზღებ თავს.... დააბრუნე ცხადაძე და ათამაშეთ შემტევი ფეხბურთი ნაკრებს... ეს კაცი ვეღარ ხედავს რა გააკეთოს და საუბარიც ხომ ხედავთ როგორი ზღაპრული აქვს... შვიდი მცველით ჩვენს ნაკრებს არასდროს უთამაშია და არც მინდა რომ ითამაშოს, მითუმეტეს შვეიცარიასთან... გთხოვთ დააბრუნეთ ცხადაძე
Piper
რა გაუჭირეთ საქმე ამ კაცს. ჭ კლასის გუნდი გვყავს და ვინც არ უნდა დანიშნონ ყველას ერთი შედეგი ექნება. 30 წელია ერთი და იგივე სურათია და რით ვერ მოვიდა თქვენამდე რომ ვართ უდონოები ფეხბურთში.
niko
დვალს რა უნდა მარცხენა ფლანგზე, ამათ სულ გარეკეს. ამ სიგრძე კაცს ფლანგზე რა უნდა? ეს ხომ ფეხბურთის ანა ბანაა, მაგი თუ არ ესმის რისი მწვრთნელია? მჭედლიძე კი უნდა დაივიწყონ საერთოდ.
Homeros
სულ არაფერს - ჯობია, მაგრამ სულ ეს იყო?
კ ო მ ბ ლ ე
წევიდა სიმონ! შეახოცეთ იმ ღლაპს ხელები და ივიშვიშეთ, ჩაკვეტაძე არ გვყავს და დევიღუპეთ ტრიფონია, დევიღუპეთ!!!
გადასარევი გიორგი
ჩვენები რომ ერთმა ლიგას თამშიდან თამაშამდე იგებდნენ - მაშინ ვამბობდი, რომ ეს კაცი გასაშვებია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი საქმე გააკეთა ნაკრებში. მადლობა უნდა ვუთხრათ და მოვიყვანოთ ახალი მწვრთნელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკრები ჩარჩება განვითარების იმ ეტაპზე, სადაც მივიდა. ჩაკვეტაძის მოსვლით ნაკრებს ჭირდება ძალიან კვალიფიციური მწვრთნელი, რომელიც გრძნობს თამაშს და ცვლის ტაქტიკას, სტრატეგიას მიმდინარეობისას. შეცვლებს არ აგვიანებს, შემადგენლობას სწორად ირჩევს მეტოქიდან გამომდინარე. იმ თამაშებს მაშინაც ვამბობდი - იგებდა პირადად ჩაკვეტაძე. ვაისის დამსახურება ის იყო, რომ ფრთხილობდა და გუნდს ამავდროულად კარგი ატმოსფერო შესძინა , შეკრა, მაგრამ რადგან გიორგი საჭირო დროს თავის თავზე იღებდა თამაშს, როცა ხედავდა რომ მწრთნელი შეცვლებს აგვიანებდა - ეს გვყოფნიდა. ეხლა გვინდა განვითარება, ამიტომ იფიქრეთ ვინმე ალღოიან, დისციპლინის მოყვარულ და შემოქმედებითი ტიპის მწვრთნელზე. მართლა სიმპატიური კაცია და პირადად ნამდვილად არაფერს ვერჩი, მარა ვერ კითხულობს თამაშს დროულად და ამ შეცვლებს რეგულარულად აგვიანებს, ეს კიდევ ნაკრებია
Tbiliseli
ერთა ლიგა ჩაკვეტაძემ მოიგო პირადად და დანარჩენი თამაშები ყველა წააგე და საერთოდ რას გვიზიხარ მწვრთნელად ვერ ვხვდები :) კობიაშვილსი დებილ თავში ჩამახედა პროსტა, ცხადაძე რო მოხსნა))) ყველაზე მაგარი მწვრთნელი ვინც კი გვყოლია)) ნაღდ ქართულ, კომბინაციურ და შემტევ ფეხბურთს ათამაშებდა ნაკრებს :)
benji
ამან სულ აურია ამ ბოლო დროს , დაანებე თავი ჭაკვეტაძეს ... არ იყო ჭაკვეტაძე ნაკრების გასაწვეთნელას რომ მოხვედი ბიძია და ნუ ათამაშებ დეხბურთელებს შეუსაბამო პოზიციებზეეეეეეე !!!!!
გოგა
ეს კაცი მართლა ვერაა ხო იცით. ამისთვისაც უსწავლებიათ ქართველებს ეშმაკური საუბარი:) რეალს და ბარსას გვადარებს ეგ კაცი, არადა ორივე თამაში ფეხბურთელებს გადაბრალა წაგება.
კახა ქირია
ამ ქვეჯგუფიდან ესენი გამსვლელები არ არიან და დარჩენილ თამაშებში ნელ-ნელა შეაჩვიოს ნაკრებს კარაცხელია არაბიძე,არველაძე,ზარანდია,ხარაბაძე,პაპუნაშვილი,და ვინც თავს გამოიჩენს.არიან ეროვნულ ჩემპიონატშიც რამოდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელებიც.მე დავინახე ამერიკიდან და ნუთუ ეს ვერ ხედავს.არ ესწრება გასაგებია, მარა კომპიუტერითაც არ უყურებს.
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა
[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?
"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს