© გოგიტა ბუხაიძე

საქართველოს ჩემპიონმა თბილისის "ლოკომოტივმა" გაწითლებულ დროზე მეტოქის მიერ დაშვებული შეცდომით ისარგებლა, გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა და ტიტულის დაცვას აგრძელებს.

„ავჭალაზე“ გამართულ თბილისურ დერბიში "რკინიგზელები" "ლელო-სარასენსს" ეთამაშებოდნენ, რომელიც პლეი-ოფში ბოლო ტურში აღებული ბონუსით გავიდა და ფავორიტადაც ჩემპიონი ითვლებოდა, მაგრამ დიდდიღმელებმა მეტოქეს თავიანთთვის სასურველი თამაში შესთავაზეს, პირველივე წუთებიდან უპირატესობა მოიპოვეს და რომ არა ბოლო წუთზე (და მანამდეც) დაშვებული უხეში შეცდომა, პლეი-ოფის შემდეგ ეტაპზეც ის გავიდოდა.

თამაში "ლელო-სარასენსის" შეტევებით დაიწყო და მერაბ კვირიკაშვილს ორჯერ ჰქონდა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, მაგრამ ჯარიმები გაუცუდდა. ანგარიში მაინც ნომინალურმა სტუმრებმა გახსნეს, ოღონდ ეს მეტოქის შეცდომას მოჰყვა. "ლოკომოტივმა" შეტევაში, მეტოქის 22-ში დაკარგა ბურთი. ის გიორგი ჭყოიძემ აიტაცა და აკაკი ტაბუცაძეს გადააწოდა, რომელმაც სისწრაფე აკრიფა, გზად სამ მბოჭავს გაექცა და 95-მეტრიანი რეიდი ლელოთი დაასრულა. კვირიკაშვილს მესამე დარტყმაც გაუცუდდა - 0:5.

ბექა წიკლაურმა მალევე ჯარიმით სხვაობა შეამცირა, მაგრამ მე-20 წუთზე ფარნავაზ გასვიანი სინბინით დაისაჯა და "ლოკომოტივი" ნაკლებობაში დარჩა. "ლელო-სარასენსმა" ლელოზე სცადა თამაში, თუმცა მეტოქე დაცვაში მედგრად დაუხვდა და ჯარიმის კარში დარტყმა გადაწყვიტა, რომელიც ირაკლი ყიასაშვილმა 3 ქულად აქცია. 38-ე წუთზე ყიასაშვილმა კიდევ ერთ ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 11:3 დასრულდა, თუმცა სხვაობა უფრო დიდი უნდა ყოფილიყო.

"რკინიგზელებმა" ტაიმის ბოლოს ლელოდან 22 მეტრში დაკარგეს ბურთი. სამი პასის შემდეგ ტაბუცაძე დაუცველი კუთხისკენ გაიქცა და ლელო 100%-იანი ჩანდა, მაგრამ ცალი ხელით დამიწებისას ის ხელიდან გაუცურდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში წიკლაურმა და ყიასაშვილმა ჯარიმები გაცვალეს. 53-ე წუთზე ირაკლიმ ერთიც გაიტანა და "ლელო-სარასენსი" 17:6 დაწინაურდა, რაც ასეთ მატჩში სოლიდური უპირატესობაა. მაგრამ "ლოკომოტივმა" ორ წუთში უპასუხა, დერეფნიდან კარგი მოლი დააყენა, რომელიც გასვიანის ლელოთი დასრულდა და წიკლაურმაც რთული პოზიციიდან გარდასახა.

წიკლაურმა 100%-იანი მაჩვენებელი შეინარჩუნა და 70-ე წუთზე გატანილი ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა "ლელო-სარასენსი" თავს კარგად იცავდა და გამარჯვებამდე წამები აშორებდა, როდესაც მოედნის ცენტრში ბურთი მოიპოვა. მაგრამ შერკინებიდან გატანის შემდეგ ის არაზუსტი პასით დაკარგა, წიკლაურმა ფეხი წაჰკრა და მიჰყვა. ლელოში შესულ ოვალს პირველმა იოანე ხელაიამ მიუსწრო. ლელო ვიდეორეფერიმ დააფიქსირა და "ლოკომოტივმა" 21:17 იმარჯვა.

ხვალ გასავარდნი პლეი-ოფის მეორე მატჩია და ქუთაისში "აია" მარნეულის "არმაზს" დაუხვდება, ამ წყვილის გამარჯვებული კი თბილისში "ლოკომოტივს" 21 აპრილს შეხვდება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ლოკომოტივმა" "ყოჩებს" 20 წუთში 23 ქულა ამოუქაჩა და გაიმარჯვა
გიორგი ჭყოიძე: ლელო ჩემი ოჯახია!
დიდი 10: "აკადემიამ" "ლოკომოტივი" 25:5 დაამარცხა
დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დიდი 10: "ლოკომოტივმა" "ხარებს" მოუგო
დიდი 10: დაუმარცხებელი არავინ დარჩა
დიდი 10: "ყოჩებმა" და "ლელო-სარასენსმა" ქულები გაიყვეს
"არმაზმა" ჩემპიონს სძლია და საჩემპიონო რბოლას გამოთიშა
დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" "აკადემია" 14:13 დაამარცხა
დიდი 10 ჩხუბით და "ლოკომოტივის" გამარჯვებით განახლდა
დიდი 10: "ჯიქმა" "ლოკომოტივი" დაამარცხა
დიდი 10: "აიამ" "ლელო-სარასენსს" 4 ლელო გაუტანა