© გოგიტა ბუხაიძე

დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის ფინალურ მატჩს 12 მაისს ბათუმი უმასპინძლა. ზღვისპირელებმა შესარჩევ ფინალში რუსთავის ‘ხარებს’ უშანსოდ, 32:10 მოუგეს, გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება მოიპოვეს და დებულების თანახმად, მასპინძლობის უფლება მიიღეს.

ეს იქნება პირველი შემთხვევა დიდი 10-ის დაარსებიდან და მეორე საქართველოს ჩემპიონატში, როდესაც გადამწყვეტი შეხვედრა ბათუმში გაიმართება. პირველად ზღვისპირა ქალაქმა ფინალს 17 წლის წინ, 2002 წელს უმასპინძლა და ბათუმის ‘დათვებმა’ ‘დათვები2’-ის 27:10 დამარცხებით, ჩემპიონის ტიტული მეორედ და დღემდე უკანასკნელად მოიპოვა.

რეგულარულ გათამაშებაში რუსთავის ‘ხარებმა’ ‘ბათუმის’ დამარცხება ორჯერ მოახერხა და ამ თამაშსაც დიდი მოლოდინით შეხვდა, მაგრამ მასპინძლები პრაქტიკულად ყველა კომპონენტში ფლობდნენ უპირატესობას და უმნიშვნელოვანეს მატჩში ღირსეული რევანში აიღეს.

ზღვისპირელებმა შერკინებაში თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, მეტოქე დააჯარიმეს და მამუკა ნინიძემ ანგარიში გახსნა. მე-13 წუთზე ნინიძემ გუნდის და პირადი მონაგარი 10 ქულამდე გაზარდა. ხანგრძლივი, მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ, სანდრო თოდუამ მოშიშვლებული ზურგი შენიშნა, ბურთი ლელოში ფეხით შეაცურა და მას მამუკა მიყვა, რომელმაც თავისი ლელო გარდასახა.

‘ხარებმა’ ტაიმის შუაში უპასუხა. სტუმრებმა ორჯერ არ დაარტყეს ჯარიმა კარში, მეორე ჯერზე დერეფნიდან კარგი მოლი დააყენეს და ირაკლი ნატრიაშვილმა სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანა. 27-ე წუთზე ლაშა ხმალაძემ ითამაშა შესანიშნავად, ერთ შეტევაში, მეტოქის 22-ში ხაზი ორჯერ გაჭრა, პირველ ჯერზე ბურთი ვანო ფიტკარაძეს გაატანა, მეორეჯერ სანდრო ქოიავას და მანაც ლელო გაიტანა. ორიოდე წუთში ზურაბ თუთბერიძემ გაიბრწყინა, ფეხით გადაკიდებული ბურთი თავის ნაზევარზე, 10-მეტრიან წყვეტილთან მოხსნა, ხაზი სუფთად გაჭრა და ლელომდე 60 მეტრი ირბინა, ხოლო ნინიძემ გარდასახვა გაიტანა - 22:5.

მეორე ტაიმის დასაწყისში რუსთაველებმა ნაცადი ხერხით,, მოლით ლელოში შეეღწევა მოახერხეს, მაგრამ ბურთს მცველი ჩაუწვა. ანგარიში 57-ე წუთზე შეიცვალა და ამჯერადაც ბათუმელთა სასარგებლოდ, ნინიძემ ჯარიმა გაიტანა. ტაიმის შუაში ვაჟა ხუციშვილმა ისარგებლა მცველების დაუდევრობით და რაქიდან ხაზი გაჭრა, მას კარგად მიყვნენ ბექა მამრიკიშვილი და ხმალაძე, რომლის ოფლოუდის შემდეგ ბურთი ანზორ სიჭინავას მიუვიდა, ორ მცველს შემოურბინა და ლელო გაიტანა, ხოლო ნინიძემ ესეც გარდასახა.

‘ხარების’ 9 ნომერმა კობა ბუჯიაშვილმა მალევე უპასუხა, ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ, მცველების ინერტულობით ისარგებლა, ხაზი გაჭრა და ლელომდე 40 მეტრი ირბინა. მაგრამ ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘ბათუმმა’ 32:10 მოგებით ფინალში თამაში დაიბევა, ხოლო ‘ხარები’ ‘ლოკომოტივისა’ და ‘არმაზის’ მატჩს ელოდება, რომლის გამარჯვებული მცირე ფინალში მისი მეტოქე იქნება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
"სიცოცხლე ან სიკვდილი" - აი, რა გააკეთა მიკელ არტეტამ "მანჩესტერ სიტისთან" ფინალის წინ
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
"ბათუმმა" "ხარებს" სძლია და საქართველოს ჩემპიონი გახდა
დიდი 10: დაუმარცხებელი არავინ დარჩა
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
დიდი 10: "ხარებმა" "არმაზი" დაამარცხა და გალიდერდა
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
დიდი 10: "ყოჩებმა" დაბრუნება მოგებით აღნიშნა
"ხარებმა" "ბათუმთან" გასული სეზონის ფინალში მარცხისთვის რევანში აიღო
დიდი 10: აუტსაიდერმა ლიდერი დაამარცხა
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში