ფოტო: facebook.com/DinamoBatumi1923/

ეროვნული ლიგის პირველი წრე დასრულდა, რომლის ჩემპიონიც თბილისის "საბურთალო" გახდა. მას ერთბაშად სამი მეტოქე მოსდევდა, თუმცა 3 ქულის მოპოვება მხოლოდ ბათუმის "დინამომ" მოახერხა და 9 ტურის თავზე "საბურთალოს" უმთავრესი მდევარი სწორედ აჭარული კლუბია.

ეროვნულმა ლიგამ პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელად "ჩიხურას" დამრიგებელი სოსო ფრუიძე დაასახელა, რომლის გუნდმაც პირველ წრეში მხოლოდ 1 მარცხი განიცადა; საუკეთესო ფეხბურთელი კი ბათუმელთა მეკარე მიხეილ ალავიძე გახდა, რომელმაც 9-დან 5 მატჩში შეინახა კარი მშრალად.

რუსთავი-ლოკომოტივი

გასულ ტურში კონკურენტ "დილასთან" (1:2) მარცხის შემდეგ "რუსთავმა" ეროვნული ლიგაში საქმე კიდევ უფრო გაიფუჭა. ის ბოლო ადგილზეა და ამ მატჩში კიდევ ერთ კონკურენტს, თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლებს, რომელსაც ასევე ცუდი პერიოდი უდგას და ჰაერივით სჭირდება ქულების მოპოვება.

პირველი წრის შემდეგ "რუსთავს" გასავარდნი ზონიდან თავის დასაღწევად 8 ქულის "ამოქაჩვა" სჭირდება. სწორედ ამდენით ჩამორჩება მე-7 ადგილზე მყოფ "სიონს".

ქვემოქართლელები მეორე წრეს ახალი მთავარი მწვრთნელით ხვდებიან. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კლუბი ბადრი კვარაცხელიამ დატოვა, მის ადგილას კი ვარლამ კილასონია დაბრუნდა, რომელიც "რუსთავს" გასულ სეზონში წვრთნიდა.

საწყისი სამი ტურის კარგად ჩატარების შემდეგ "ლოკომოტივში" ნამდვილი კრიზისია. გუნდმა ბოლო 6 შეხვედრიდან ყველა წააგო. ამ პრობლემას ვერც მწვრთნელის შეცვლამ უშველა, ორიდან ორი მატჩი ერთნაირი ანგარიშით - 1:2 დათმო.

თბილისელებს მომავალ შეხვედრაში ირაკლი კომახიძე დააკლდებათ, რომელმაც ბათუმის "დინამოსთან" მატჩში წითელი ბარათი მიიღო.

"რუსთავის" და "ლოკომოტივის" დაპირისპირება 24 აპრილს, 19:00 საათზე, რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება.

დინამო(ბთ)-საბურთალო

ტურის ცენტრალური მატჩი გათამაშების ლიდერებს შორის ბათუმში გაიმართება, სადაც ადგილობრივი "დინამო" "საბურთალოს" მიიღებს.

თბილისელები პირველი წრის ჩემპიონები არიან, აჭარლები კი ფეხდაფეხ მიჰყვებიან და სამი ქულის მოპოვების შემთხვევაში ცხრილის სათავეშიც გადაინაცვლებენ.

გასულ ტურში ბათუმელებმა "ლოკომოტივი" ბოლო წამებზე ბრაზილიელი ჯოვანი ფლამარიონის გოლით დაამარცხეს, რომელმაც აღნიშნულ მატჩში დუბლი შეასრულა.

"საბურთალომ" კი "სიონი" მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

"დინამოს" მოახლოებულ მატჩში დისკვალიფიკაციის გამო რომან ჭანტურია დააკლდება, მოქმედ ჩემპიონებს კი ვლადიმერ დვალიშვილი ვერ დაეხმარებათ, რომელმაც წინა შეხვედრის ბოლო წუთებზე ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად კი აჭარელთა მეკარე მიხეილ ალავიძე დასახელდა. მან 9-დან 5 მატჩში საკუთარი კარი მშრალად შეინახა.

ეს კლუბები ერთმანეთს სულ 10-ჯერ შეხვდნენ. 7-ჯერ გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 2-ჯერ - ბათუმელებს, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

"დინამოს" და "საბურთალოს" შეხვედრა 24 აპრილს, 21:00 საათზე, ანგისას ბაზაზე გაიმართება.

სიონი-ტორპედო

"სიონი" გასულ ტურში "საბურთალოსთან" დამარცხდა და გასავარდნ ზონას მიუახლოვდა. ახლა მასსა და მე-8 ადგილზე მყოფ "დილას" შორის მხოლოდ 3-ქულიანი სხვაობაა.

ბოლნისელებს გამარჯვება ესაჭიროებათ, თუმცა მეტოქე ძალიან უხერხულია.

ბოლნისელთა რიგებში ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ჯაბა უგულავა თამაშობს, რომელმაც გასულ 9 შეხვედრაში 6 გოლის გატანა მოახერხა. ამიტომ ქუთაისელები მას განსაკუთრებით მოერიდებიან.

კახა ჩხეტიანის შეგირდებმა გასულ ტურში საჩხერის "ჩიხურასთან" ნულოვანი ფრე ითამაშეს და პირველი წრე მესამე პოზიციაზე დაასრულეს, რითიც ქუთაისელთა დამრიგებელი კმაყოფილი არ არის.

ბოლნისის "სიონის" და ქუთაისის "ტორპედოს" დაპირისპირება 25 აპრილს, 16:00 საათზე, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ჩიხურა-დინამო(თბ)

საჩხერის "ჩიხურა" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს, რომელიც გასულ ტურში მოულოდნელად "ვიტ ჯორჯიასთან" (0:1) დამარცხდა.

"ჩიხურას" 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ამ კომპონენტით ეროვნულ ლიგაში საუკეთესოა. საჩხერელებმა პირველ წრეში ერთადერთი წაგებული შეხვედრა სწორედ მომავალ მეტოქესთან დათმეს.

მათი დამრიგებელი სოსო ფრუიძე ეროვნულმა ლიგამ პირველი წრის საუკეთესო მთავარ მწვრთნელად დაასახელა. ფრუიძემ, მიუხედავად იმისა, რომ სეზონის წინ კლუბი რამდენიმე ლიდერმა დატოვა, მაინც შეძლო ბრძოლისუნარიანი გუნდის შეკრება.

"ჩიხურა" ამ დროისთვის 14 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს და მესამეადგილოსან "ტორპედოს" 3 ქულით ჩამორჩება, მომავალ მეტოქეს კი - მხოლოდ 2-ით.

"დინამოს" კი ცუდად დაწყებული სეზონის შემდეგ კარგი პერიოდი ჰქონდა, თუმცა წაუგებელი მატჩების სერია "ვიტ ჯორჯიასთან" მოულოდნელი მარცხით დასრულდა.

თბილისელთა რიგებში ყველაზე გამორჩეული ლევან შენგელიაა, რომელმაც უკვე 5 გოლის და 3 საგოლე გადაცემის შესრულება მოასწრო; პოკერი შეასრულა სენაკის "ეგრისთან" მატჩშიც.

გუნდები მატჩს ოპტიმალური შემადგენლობებით ხვდებიან.

საჩხერის "ჩიხურასა" და თბილისის "დინამოს" შეხვედრა 25 აპრილს, 18:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ვიტ ჯორჯია-დილა

წინა ტურში თბილისის "დინამოს" დამმარცხებელი (1:0) "ვიტ ჯორჯია" ამჯერად გორის "დილას" მიიღებს, რომელსაც ცუდი პერიოდი უდგას.

მიუხედავად იმისა, რომ გორელებმა წინა ტურში აუტსაიდერი "რუსთავი" დაამარცხეს, მაინც გასავარდნ ზონაში არიან, რადგან იქამდე ზედიზედ სამი შეხვედრა დათმეს.

"ვიტ ჯორჯია", ეროვნული ლიგის დებიუტანტის კვალობაზე, კარგად გამოიყურება, 9 ტურში საკუთარ კარში 8 გოლი გაუშვა, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის.

ამ გუნდებს შორის პირველი წრის მატჩი გორში სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი "ვეტერინართა" მხრიდან 75-ე წუთზე ზურაბ მუსელიანმა გაიტანა.

"ვიტ ჯორჯიასა" და გორის "დილას" შეხვედრა 25 აპრილს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

samtredieli
მართლა გულით მიხარია ბათუმში რაც ხდება ფეხბურთი გულშემატკივრის გარეშე არაფერია ერთი სული კი გვაქ რო სამტრედია წელსევე დაბრუნდეს და ალბათ ახლი სტადიონიც გადაიჭედება სამტრედიაში ფეხბურთი ფანატიკურად უყვართ .
ბათუმი
დღეს ბათუმში სტადიონი გადაიჭედება! დღეს დინამო გაიმარჯვებს!! წარმატებები დინამოს და ქართულ ფეხბურთს!!!!!
რუსლანი
დღეს ბათუმში:გადაჭედილი ტრიბუნები და წინ - ბათუმის დინამო!
ზუზუ
დღეს ბათუმში გადავჭედავთ სტადიონს
ვახო

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო თბ 0:0 რუსთავი. ვერგატანილი პენალტი, გაუქმებული წითელი ბარათი...
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
სატრანსფერო კარუსელები - რა შეიცვალა ეროვნულ ლიგა 2-ში?
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ვლადიმერ ხაჩიძე "ვიტ ჯორჯიას" მომავალზე: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ოდესის "ჩერნომორეცმა" სინჯებზე მყოფი გიორგი რობაქიძე გუნდში დაიტოვა
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე "ჩერნომორეცში" იმყოფება
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
[ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ელიტაში დაბრუნდა!
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
51..9% ხელფასებში - რაში დაიხარჯა 2019 წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის ფული?
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა