როგორც ჩანს, ფამაგუსტას "ანორთოსისში" საქმეები მთლად დალაგებული არაა. როგორც სხვადასხვა წყარო იტყობინება, გუნდში სიტუაცია არეულია.

გუშინ, 22 აპრილს, კლუბის პრეზიდენტი ლაიზოს ლაიზოსი გადადგა. მას დირექტორთა საბჭოს ყველა წევრი მიჰყვა.

დღეს, 23 აპრილს შეხვედრაა ჩანიშნული ინვესტორ ქრისტოს პულადისთან, ვისთანაც უნდა შეთანხმდნენ კლუბის წარმომადგენლები. სხვათა შორის, "ანორთოსისში" თემური ქეცბაიას მისვლის ინიციატორი სწორედ პულადისი იყო. როგორც cyprustimes-ი იტყობინება, პულადისი ქეცბაიას, გარდა კარგი ხელფასისა, 3 მილიონ ევროს შეჰპირდა ახალი გუნდის ასაშენებლად.

თუმცა, იგივე გამოცემის მიხედვით, ახლა კლუბში ყველაფერი აირია. გუნდს გასასტუმრებელი აქვს ორი დიდი ვალი. ერთი, რუსული "ორენბურგისთვის" 600 000 ევრო და ასევე, წინა მწვრთნელი რონი ლევისთვის მისაცემი თანხა. ამ ვალების გაუსტუმრებლობის შემთხვევაში "ანორთოსისს" სეზონის წინ ქულები დააკლდება.

ყველაფერი დღევანდელ შეხვედრაზეა დამოკიდებული. თუ კლუბი პულადისთან შეთანხმდება, სიტუაცია დაწყნარდება; შეუთანხმებლობის შემთხვევაში გამოცემა გამოთქვამს ეჭვებს კლუბის მომავალთან დაკავშირებით. მათ შორის, საქმე თემურ ქეცბაიასაც ეხება:

"ქართველმა მწვრთნელმა გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამის ინიციატორი პულადისი იყო. მან მისცა თემურს ფინანსური გარანტიები და სრული თავისუფლება გუნდის აშენების საკითხში. თუ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ პულადისი კლუბიდან წავა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება.

პირველ რიგში, ინვესტორის გარეშე "ანორთოსისს" ძალიან გაუჭირდება. მეორე საკითხია, ისურვებს კი ქეცბაია სხვა ხალხთან მუშაობას, რადგან არავინ იცის, სხვა ადმინისტრაცია მისცემს თუ არა თავისუფალი მოქმედების უფლებას.

ამის მიუხედავად, ქეცბაიასთან კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და ქართველს დაწყებული აქვს მუშაობა კლუბის გასაძლიერებლად."

როგორც ვხედავთ, დღევანდელ შეხვედრაზე ინვესტორსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის ბევრი რამეა დამოკიდებული. შეიძლება თემურ ქეცბაიას გუნდში დარჩენის საკითხიც დღეს გადაწყდეს.

giorgi
საერთოდ დღევანდელი ქართული ფეხბურთი დიდ გაურკვევლობას წარმოადგენს
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქეცბაია "ანორთოსისში" საქართველოს ნაკრების მეკარის გადაყვანას ცდილობს
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
Geo Team: ლორიას დამატებაზე თბილისის "დინამო" აქტიურად მუშაობს
Balla: ლორია კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს
სანაძემ "ანორთოსისში" ფიბა ევროპის თასის ბოლო მატჩი გამართა და ეროვნულ ნაკრებს უერთდება
საქართველოს ნაკრების მეკარე საბერძნეთში გუნდს გამოიცვლის
მაინც დაიყოლიეს - ქეცბაია "ანორთოსისის" მწვრთნელი მესამეჯერ გახდება
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...