საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 2019 წლიდან ახალი პარტნიორი ჰყავს.

ირლანდიური კომპანია INSTAT LTD ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული ლიგის მატჩების გადაღებას და ინტერნეტში მაუწყებლობას უზრუნველყოფს.

კომპანიის გადამღები ჯგუფები ქართულ მედიასივრცეში დასაქმებული ოპერატორებით და შესაბამისი მომსახურე პერსონალით არის დაკომპლექტებული. თანამშრომლობის პირველი ეტაპი ექვს თვეს მოიცავს, წარმატებული პარტნიორობის შემთხვევაში კი კონტრაქტი გაგრძელდება.

სწორედ ამიტომ, ინტერნეტსა და ტელეკომპანია "02"-ის პირდაპირ ეთერში მატჩები სატესტო რეჟიმში გადაიცემა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ეროვნული ლიგის მატჩები ინტერნეტში 2017 წლიდან გადაიცემა, 2019 წლიდან კი ახალ პარტნიორთან თანამშრომლობის დაწყების მთავარი მიზეზი კომპანიის მიერ კონკურენტულ გარემოში მნიშვნელოვანი დამატებითი მომსახურების შემოთავაზება გახდა.

კომპანია INSTAT LTD პირდაპირი ეთერის რეჟიმში უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების მიწოდებას. ამასთან, აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ყოველწლიურად ჯამში 200 ათას ლარამდე თანხის დაზოგვა ხდება, რომელიც სხვადასხვა პროექტს მოხმარდება.

ონლაინტრანსლირების პროექტი საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციებისა და ფეხბურთის ფედერაციის ადგილობრივი სპონსორის მხარდაჭერით ფინანსდება. უახლოეს მომავალში, ფეხბურთის ფედერაცია ონლაინრეჟიმში სხვადასხვა პროექტის განხორციელებას გეგმავს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

ზურაბი
ჩემო ძვირფასო მეგობარო ენას ნუ ვერჩით, მასე ბევრი ენა არ უნდა ისმოდეს საქართველოში,მაგრამ რას ვიზამთ.
მიხაელი
კომენტარი რატომ არ დაიდო? თუ მარტო საქებარი კომენტარი უნდა იყოს რომ გამოქვეყნდეს
მიხაელ
https://ru.m.wikipedia.org/wiki/InStat საინტერესოა რატომ იწერება ირლანდია როდესაც ინტერნეტში არის ინფორმაცია ორგანიზაციაზე. ეთერში ისმის საუბარი რუსულად და არა ინგლისურად . სულ დაკარგა ხალხმა თავმოყვარეობა საქართველოში. ბოლო ორი საუკუნის მანძილზე 8 რეგიონი არის დაკარგული რუსების "ძმობით" და მაინც იმათ ეტენებიან! !!!!
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება