მართლაც დიდი ბედნიერება ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ლეო მესისა და რონალდოს ეპოქაში ცხოვრება და რაოდენ სამწუხაროა, რომ ისინი რამდენიმე წელიწადში ბუცებს ლურსმანზე ჩამოაკონწიალებენ.

27 აპრილს კრიშტიანომ საკლუბო დონეზე მე-600 გოლი გაიტანა: 5 "სპორტინგში", 118 "მანჩესტერში", 450 "რეალში" და 27 "იუვენტუსში". მას 20+ გოლი ზედიზედ 10 სეზონში გააქვს, ხოლო "იუვენტუსში" პირველივე სეზონში 28 მატჩში 20-ჯერ დაამწუხრა მეტოქეები (5-ჯერ პენალტით).

ბევრს ეცადა პორტუგალიელი, მაგრამ ვერ გაიყვანა "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, არადა "ატლეტიკოსთანაც" ჩინებულად გაისარჯა და "აიაქსთანაც", თუმცა მარტო ვერას გახდა. საერთოდაც, ამ გუნდს სამშობლოში "ანდრეა ანიელის სინდრომი" სჭირს - კონკურენციის გარეშეა და მსაჯები ხშირად სწყალობენ, რითაც დათვურ სამსახურს უწევენ.

რონალდოს მე-600 გოლიდან ზუსტად 5 დღეში კი ეს მწვერვალი უკვე მესიმ დაიპყრო - "ბარსელონაში" მე-600 გოლი გაიტანა (683 მატჩში). პირველი გოლი მან 2005 წლის პირველ მაისს "ალბასეტეს" გაუტანა. ზუსტად 14 წლის წინ. მესიმ ტურნირზე ინგლისურ გუნდებს 26 გოლი გაუტანა, "ლივერპულის" კარი კი პირველად დალაშქრა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ის 34 გოლით (4 პენალტით) ესპანეთის მიმდინარე პირველობის ბომბარდირიცაა.

"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ნამატჩევს თქვა, არც მეგონა, თუ იმ სიშორიდან, საჯარიმოდან ბურთს დაარტყამდაო. გოლის შემდეგ "ლივერპულის" მენეჯერს იურგენ კლოპს გაეცინა. არა, ეს არ იყო სიმწრის სიცილი, რამეთუ ამ ადამიანს უყვარს ფეხბურთი და თქვა კიდეც ამას წინათ, 500 წლის წინ რომ დავბადებულიყავი, შესაძლოა, მეფის მასხარა ვყოფილიყავი, ჩემი ნიჭი გამომადგა, რამეთუ სხვაზე მეტად მესმის ეს თამაშიო. საფინალო სასტვენის შემდეგ იურგენი ლეოს გადაეხვია. აი, ესაა ღირსება, ტალანტის დაფასება!

"წითლების" მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა დაიჩივლა, მესის განეიტრალება შეუძლებელია, კიდევ კარგი ლა ლიგაში არ ვთამაშობო. "ტოტენჰემის" თავკაცმა მაურისიო პოჩეტინიომ კი თავის ფეხბურთელებს უთხრა, თუ ოდნავ მაინც ითამაშებთ მესისავით, უთუოდ გადავლახავთ "აიაქსის" ბარიერსო.

მეორე ტაიმში, როდესაც ანგარიში 1:0 იყო, "ლივერპულმა" საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა "ბარსა", რაც მრავლისმნახველ "კამპ ნოუსაც" იშვიათად ახსოვს. მაინც ვერ გაიტანა გოლი, რადგან არგენტინელს რომ თავი დავანებოთ, მათი შემტევი ტრიო ლუის სუარესის დონისაც არაა.

ურუგვაელმა ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, პირველი გოლი გაიტანა, ხოლო მის მიერ ხარიხას გარტყმული ბურთის შემდეგ მესიმ ანგარიში 2:0 გახადა. დროებით უმუშვარ ჟოზე მოურინიოს დავესესხები და ვიტყვი, რომ ლუისი ლეოსთვის მოედანზე ბევრს შრომობს და მთელ შავ სამუშაოს უთავისუფლებს. ისე, სხვათა შორის, ლიონელიც არ მორიდებია ამ შეხვედრაში შავი სამუშაოს შესრულებას და პრესინგშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

შემდეგ იყო ის შესანიშნავი საჯარიმო და ლეომ ამ სეზონში ყველა ტურნირზე საჯარიმოდან 8 გოლი გაიტანა, კარიერაში "ბარსაში" კი 42-ე. ბოლოს სუარესი და დემბელე შეჰყარა მესიმ ალისონს პირისპირ და გულნატკენმა აღნიშნა, უნდა გაეტანათ კიდევ, ვინაიდან 3-ს 4 გოლი აჯობებდაო.

მოიგო "ბარსელონამ" თითქოს ალოგიკურად, მხოლოდ თითქოს, მაგრამ აქ კლასმა თქვა თავისი გადამწყვეტი სიტყვა - ორჯერ დაარტყა მესიმ ბურთი და ორივეჯერ გაიტანა. პირველი გოლის მომენტშიც საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა - ესეც ნიჭია, თანდაყოლილი ნიჭი და გოლის ალღო, რომელსაც ვერ შეიძენ, ვერ ისწავლი.

მოკლედ, მან გასცა ოპონენტებს პასუხი, რომლებიც ნიშნისმოგებით ამტკიცებდნენ, მხოლოდ პრიმერაზე ვარგობს არგენტინელიო - მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე 37 გუნდის წინააღმდეგ იასპარეზა და 32-ს გაუტანა გოლი. უფრო უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "რეალის" ყოფილ თავდამსხმელ რაულს აქვს, რომელმაც 33 გუნდს გაუტანა გოლი.

"ოქროს ბურთი" კი მავანთა და მავანთა ნებითა და სურვილით "რეალის" ნახევარმცველს ლუკა მოდრიჩს გადაეცა. ის რა თქმა უნდა, კარგი ფეხბურთელია, თუმცა მხოლოდ კარგი და არა რონალდოსა და მესის დარად ეპოქალური და ნუ დავიწყებთ იმაზე კამათს, ვის რამდენი ტურნირის მოგებისთვის გადაეცემა ეს ჯილდო. ყოველ შემთხვევაში, ამ სეზონში მისი მფლობელი მესი უნდა გახდეს - ეს უეჭველია!

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
ხორვატია ზედიზედ მეოთხედ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
თუ კლოპი "რეალში" დაინიშნება - გერმანელი "ბლანკოსს" ორი ფეხბურთელის გაყიდვას მოსთხოვს
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
მაესტრო ლუკა - მოდრიჩს 40 წლის ასაკში კონტრაქტის გახანგლძრივებას შესთავაზებენ
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
ლუნინი "მილანში" გადასვლაზე შეიძლება მოდრიჩმა დაიყოლიოს
"ერთხელ იცით, რონალდო რის გამო ატირა?" - მოდრიჩმა მოურინიოზე ისტორია გაიხსენა