დღეს სუპერლიგის მეორე ნახევარფინალისტი გამოვლინდა. მოქმედმა ჩემპიონმა “დინამომ” ლიგის დებიუტანტ “თსუ-ჰიუნდაის” 78:74 სძლია და მეოთხედფინალური სერია 3:1 მოიგო. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა რეგულარული ჩემპიონატი თსუ-ჰიუნდაელთა შემდეგ, მე-5 ადგილზე დაასრულეს, თუმცა პლეი-ოფში ძალთა სულ სხვა თანაფარდობა ვიხილეთ. “დინამომ” მაღალ დონეზე ჩაატარა მეოთხედფინალური სერია, რომლის მხოლოდ ერთი მატჩი დათმო.

დღევანდელ მატჩში “დინამომ” სწორედ იმ ეპიზოდში მოუმატა, სადაც საჭირო იყო. არადა, თავიდან ხოშტარიას გუნდი კარგა ხანს აგებდა. პირველი პერიოდის შემდეგ ანგარიში თსუ-ჰიუნდაელებს მიჰყავდათ – 20:13. დიდი შესვენებისთვისაც ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი იგებდა – 42:34. ვითარება კარდინალურად შეიცვალა მესამე პერიოდში, როცა დინამოელებმა დაცვა გაამაგრეს და მეტოქის სამწამიანშიც გაბატონდნენ. დემაგოი ბუბალომ საჯარიმოში აშკარად აჯობა მეურვე რატკო პეტრიჩს, ხოლო ჯორდან სვოპშირმა პერიმეტრზე გაილაღა და არაერთი მნიშვნელოვანი ბურთი ჩააგდო.

შედეგად “დინამომ” 27:15 მოიგო მესამე პერიოდი და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 4 ქულით დაწინაურდა. ბოლო მეოთხედში “თსუ-ჰიუნდაის” მოთამაშეები ბოლომდე იბრძოდნენ, მაგრამ “დინამომ” მოპოვებული უპირატესობა აღარ დათმო. კლასისა და გამოცდილების ხარჯზე ხოშტარიას გუნდმა მატჩი სასურველ შედეგამდე მიიყვანა და მოპოვებული გამარჯვებით ფინალში გავიდა.

დინამოელთაგან 22 ქულით ბომბარდირი გახდა ჯორდან სვოპშირი. 18 ქულა დააგროვა რეჯერ დოუელმა. 17 ქულა და 16 მოხსნა დემაგოი ბუბალოს ანგარიშზე დაგროვდა. “თსუ-ჰიუნდაიში” 23 ქულით საუკეთესო იყო ჯეიმს მილიკენი. 14 ქულა მარკუს პოზლიმ, ხოლო 11 – სანდრო სანაძემ მოაგროვა.

“დინამო” ნახევარფინალშია და მომავალ მეტოქეს “ქუთაისი”-“ტიტების” სერიიდან ელოდება, სადაც ანგარიში 2:0-ია ქუთაისელთა სასარგებლოდ.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
"ბათუმმა" "თსუ-ჰიუნდაიც" დაამარცხა და სუპერლიგაში ადგილი გაიმყარა
თსუ-მ "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა
"ოლიმპმა" "თსუ-ჰიუნდაი" 2 ოვერტამში დაამარცხა
ჯეიმს მილიკენის 42 ქულა და "თსუ-ჰიუნდაიმ" "დინამოს" სერია გაუთანაბრა
"დინამო" "თსუ-ჰიუნდაისთან" სერიაში 1:0 დაწინაურდა
თასი. მეოთხედფინალი: "მგზავრებმა" "თსუ-ჰიუნდაის", "ოლიმპმა" კი "ტიტებს" გაუთანაბრა
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტები "დინამო" და "ოლიმპი" არიან
"დინამო" "თსუ-ჰიუნდაისთან" 2:1 დაწინაურდა
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს