ბავშვობაში ჟორჟინიო ვეინალდუმს ფეხბურთი საერთოდ არ უყვარდა. ძირითადად, აკრობატიკით იყო დაკავებული. პარალელურად, ბებიასაც აშინებდა ხოლმე, რადგან ქალბატონი ფრანსინა ძალიან ნერვიულობდა, პატარა შვილიშვილს რამე არ მოეტეხა.

აფრო-სურინამული ფესვების მქონე ჟორჟინიო 5 წლის იყო, როცა მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მამის შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი. დედა როტერდამიდან ამსტერდამში გადავიდა სამუშაოდ, ჟორჟინიო კი საყვარელ ბებიასთან დარჩა. ფრანსინა ძალიან დარდობდა და ეხვეწებოდა შვილიშვილს, თავი დაენებებინა აქეთ-იქით ხტომისათვის.

ის ოცნებობდა, რომ ერთხელაც ჟორჟინიო ნაკლებად სახიფათო სპორტზე გადაერთვებოდა, თუნდაც ფეხბურთზე. ვეინალდუმი კი, იშვიათად თამაშობდა ფეხბურთს სკოლაში და არც ტელევიზორში ადევნებდა მატჩებს თვალს - ყველა მნიშვნელოვანი ტურნირი მისი ყურადღების მიღმა მიმდინარეობდა.

ჟორჟინიო ვეინალდუმი: ქვევით, მარცხნიდან პირველი

ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვალა. 6 წლის ჟორჟინიო სკოლიდან ტალანტების დღეზე გაგზავნეს. იქ კი, როტერდამის "სპარტას" მწვრთნელები მისი სისწრაფითა და შეუპოვრობით აღფრთოვანებულნი დარჩნენ. თავიდან ყოყმანობდა, ღირდა თუ არა ფეხბურთზე სიარული, მაგრამ ამ დროს საქმეში ბებია ჩაერია - რომ ეს ახლის მცდელობის შესანიშნავი შანსი იყო. ის ბიძაშვილმა დრენტემაც დაარწმუნა. დრენტემ, რომელიც მადრიდის "რეალში" მოხვედრიდან 6 წლის შემდეგ ვლადიკავკაზის "ალანიას" ფეხბურთელი გახდა. სხვათა შორის, დრენტესთან ერთად ვლადიკავკაზურ გუნდში გიორგი ჭანტურიაც თამაშობდა.

"როგორც წესი, ბავშვები ბევრ ფეხბურთელს ცნობენ და მათ გონებაში მხოლოდ ფეხბურთია, მაგრამ მე არ დავდიოდი სტადიონზე და არც ფეხბურთს ვუყურებდი. როცა "ფეიენოორდში" გადავედი 14 წლის ასაკში, მხოლოდ მაშინ გავიფიქრე, რომ შეიძლებოდა პროფესიონალი გავმხდარიყავი" - უთხრა ვეინალდუმმა Liverpool Echo-ს.

ამაშიც ფრანსინა დაეხმარა მას. ვარჯიშები დილის 7 საათზე იწყებოდა, ამ დროისთვის კი მეტრო ისევ დაკეტილი იყო. ოჯახს მანქანა არ ჰყავდა, თუმცა ბებიას ეს სულაც არ აშინებდა - ზამთარშიც კი შვილიშვილთან ერთად ფეხით გადიოდა 5 კილომეტრს სავარჯიშო სექციებამდე.

"მას ფეხბურთზე იმისათვის არ მივუყვანივარ, რომ ჩემი სამუშაო გამხდარიყო, არამედ იმისთვის, რომ ქუჩას მოვეცილებინე და სისულელე არ ჩამედინა. ბებია ახლა 84 წლისაა. ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ პირველ რიგში, მთავარია სწავლა და მხოლოდ ამის მერე მოდის სხვა რამ. მისი შეგონებებიდან ყველაზე მეტად ეს მახსოვს: "ყოველთვის მთელი ძალით ეცადე და არასდროს უღალატო საკუთარ თავს" - თქვა ვეინალდუმმა 2015 წელს, დაჯილდოების დროს, როცა ერედივიზიონის წლის ფეხბურთელის პრიზი გადაეცა.

2016 წელს, როცა ჟორჟინიო ლივერპულში გაფრინდა კონტრაქტის გასაფორმებლად, მას თან ბებია ახლდა. ფრანსინა იქამდე ცხოვრობდა ინგლისში, სანამ მისი შვილიშვილი ახალ ქალაქს არ გაუშინაურდა.

ახლა კი ჟორჟინიო ადგილობრივი სუპერგმირია, ფრანსინას შვილიშვილმა ხომ "ბარსელონას" გაუტანა ორი გოლი და ეს ისტორიული გამარჯვება მის სახელთან იქნება დაკავშირებული. ხოლო ჟორჟინიო კი არასდროს მოხვდებოდა "ლივერპულში", რომ არა ბებია.

გაგა
სურინამში ბებიას ბაბოს ეძახიან.
halamadrid
დრენტეო :))))))))
სიმართლე
უყურე შენ ამას! რა საამაყო "ბაბო" ჰყოლია ამ ჩვენს ჟორჟინიოს :)
ნამდვილად
მონდომება და საკუთარი თავის რწმენა უკვალოდ არ ჩაივლის!
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
რეპერი როისტონ დრენტე წელიწად-ნახევრის შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდა
მადრიდის "რეალის" 5 ყველაზე ცუდი ტრანსფერი
პოლ პოგბას უფროს ძმას კონტრაქტი არ გაუგრძელეს
ჟორჟინიო ვეინალდუმით "ატლეტიკო" დაინტერესდა
ვეინალდუმი "რომასთან" ერთ ნაბიჯშია - 28 ივლისის სატრანსფერო სიახლეები
როისტონ დრენტემ ფეხბურთიდან მუსიკაში გადაინაცვლა [VIDEO]
დიკ ადვოკატმა როტერდამის "სპარტა" ჩაიბარა
რობინ ვან პერსი როტერდამის "ფეინოორდში" დაბრუნდა
ვეინალდუმის უარის შემდეგ 3 შესაძლო ვარიანტი გამოიკვეთა
გიორგი ჭანტურია: მერაბ ჟორდანიამ საჭირო ხალხთან გადარეკა და...
"ვეინალდუმი პსჟ-ის ფეხბურთელია", - აცხადებს ჟურნალისტი რომანო
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
პარიზელები სატრანსფერო ფანჯარაზე თავდასხმას გეგმავენ? მსუყე შეთავაზებები ვარსკვლავს [PHOTO]
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
მაურისიო სარი: უკრაინაში მარცხმა საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია
"რეალის" ყოფილი ფეხბურთელი გაკოტრებულად გამოაცხადეს
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
პსჟ-ს 5 ფეხბურთელი დატოვებს - ფინანსურმა სანქციებმა პარიზელებსაც მიაკითხა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა