ტრენტ ალეკსანდრ-არნოლდის პასი ორიჯიზე გასული კვირების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვიდეო იყო.

"ლივერპულის" მცველმა შეამჩნია არეულობა "ბარსას" საჯარიმოში და სწრაფად გაუკეთა გადაცემა პარტნიორს.

ამ ეპიზოდის დამსახურებით, კლოპის შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მოახერხეს, თუმცა მნიშვნელოვანი სხვა რამეა: ორიჯიზე გაკეთებული გადაცემა მერვე საგოლე პასი იყო არნოლდისთვის უკანასკნელ 8 შეხვედრაში. ახალგაზრდამ ჩათვალა, რომ ეს არც ისე ბევრი იყო, ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურში 2 ასისტიც მიითვალა და მცველებს შორის(12) ლიგის ისტორიაში საუკეთესო მეპასე გახდა.

ეს ციფრები ნათლად აჩვენებს განაპირა მცველების გაზრდილ როლს თანამედროვე ფეხბურთში. "ფულბექები" არა მხოლოდ დაცვითი ფუნქციით არიან დაკავებულები, არამედ მთელ ფლანგს ითვისებენ; და ისინი ძალიან საჭირონი ან ყველაზე მნიშვნელოვნები არიან შეტევის სისტემისთვის.

უფრო კონკრეტულად აღნიშნულ საკითხებზე გარი ნევილი საუბრობს, Sky Sports-ის ექსპერეტი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი. უმნიშვნელოვანეს თეზისებს ქვევით განვიხილავთ.

4-3-3 სქემის აქტიურად გამოყენებამ მთლიანად შეცვალა თამაშთან მიდგომა. ადრე, 4-4-2 სქემის დროს, მცველების წინ ნახევარმცველები იდგნენ. ასეთი განლაგება გარისთვის ძალიან კომფორტული იყო:

"მე მხოლოდ ვართმევდი ბურთს და პასს ვაძლევდი ჩემი ფლანგის ნახევარმცველს. ის უკვე წინ მიდიოდა და საჯარიმოში აწვდიდა" - იხსენებს ნევილი. იმ დროს განაპირა მცველების მთავარი მიზანი იყო, მოწინააღმდეგე გუნდის ფლანგის მოთამაშეები არ გაეტარებინათ და საჯარიმოში ჩაწოდების საშუალება არ მიეცათ მათთვის.

ნევილის კარიერის დასასრულს "იუნაიტედში" ყველაფერი შეიცვალა. მოურინიომ 4-3-3 სქემა გაავრცელა, პრემიერლიგაშიც რობენის სტილის ფეხბურთელები მომრავლდნენ. ვინგერებმა სტილი შეიცვალეს: ფლანგზე გაქცევისა და კუთხიდან ჩაწოდების ნაცვლად, დაიწყეს კუთხის ჩატეხა, ცენტრში შემოსვლა და იქიდან დარტყმა.

"შეხედეთ სალაჰს, მანეს, ბერნარდუ სილვას. ისინი არა მხოლოდ ასისტენტები არიან, არამედ თავადაც ძალიან ბევრი გააქვთ" - აგრძელებს გარი.

თანამედროვე ფეხბურთში განაპირა მცველებს ახალი დატვირთვა დაემატათ. ვინგერების ცენტრში შესვლა ზონებს ათავისუფლებს და სწორედ იქ უწევთ მოქმედება "ფულბექებს". ნაცვლად "მივიდა ცენტრამდე-გააკეთა პასი წინ-დაბრუნდა უკან", ახლა ასეა - "მიირბინა ცენტრამდე-მისცა ვინგერს პასი-დაიბრუნა ვინგერისგან ბურთი-შეირბინა თავისუფალ ზონაში" და ა.შ.

კიევში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალი ამ იდეის არგუმენტად გამოდგება. ბეილის გოლის დროს მარსელომ ჩააწოდა. ამ დროს ყველა შემტევი საჯარიმოში იყო (ბენზემა, ბეილი, რონალდო). მარცხენა მცველი კონტრშეტევის ზონასაც ფარავდა. ანალოგიურად იქცეოდა კარვახალი მარჯვნივ.

"რეალის" შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია - ზიდანმა და მარსელომ შეისწავლეს რობერტო კარლოსის თამაში და თავიანთ გუნდს მოარგეს. მაგრამ ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდას გავლენა მხოლოდ მადრიდულ კლუბზე არ მოუხდენია.

"ის, თუ როგორ გამოიყურება დღეს განაპირა მცველის პოზიცია, რობერტო კარლოსისა და კაფუს დამსახურებაა" - ამბობს ნევილი.

შანსების შემქმნელ (Big Chances) ტოპ-20 ფეხბურთელს შორის ინგლისის პრემიერლიგაში 5 განაპირა მცველია. ლიდერი ფრეიზერია 28 შექმნილი შანსით, აზარმა იგივე 18-ჯერ გააკეთა, ენდრიუ რობერტსონი - 15, ლუკას დინი - 13 და ა.შ. აქედანაც ჩანს, რომ მცველები შემტევებს დიდად არ ჩამორჩებიან.

განაპირა მცველების ნიჭს განსაკუთრებულად იყენებს იურგენ კლოპი. "ლივერპულის" საუკეთესო ასისტენტები ენდრიუ რობერტსონი და ტრენტ ალეკსანდრ-არნოლდი არიან. მათ ჯამში 23 საგოლე პასი გააკეთეს (მაგალითად, შედარებისთვის რომ ავიღოთ 1998/99 წლების სეზონი, დევიდ ბექჰემსა და პოლ სქოულზს ჯამში 21 საგოლე გადაცემა ჰქონდათ და ეს იყო საუკეთესო მაჩვენებელი). ამასთან, ინგლისელი არნოლდი უფრო მეტად თავით დასარტყმელ გადაცემებს აკეთებს, ხოლო შოტლანდიელი რობერტსონი დაბალ პასებს აწვდის პარტნიორებს.

შეტევაში ასეთი ჩართვები ორ მნიშვნელოვან კომპონენტს მოითხოვს - კარგ ტექნიკასა და იდეალურ ფიზიკას - ტოპ-კლასის განაპირა მცველი 12-13 კმ-ს დარბის თამაშში და 15-20 აჩქარებას აკეთებს.

ფორმაციის ცვლილებამ დაცვაში თავის ტკივილი გააჩინა. თუკი "ფულბეკი" "ვინგერს" ეთამაშება, დამცველი მზად უნდა იყოს სიტუაციის რამდენიმე სახით განვითარებისთვის: ოპონენტს შეუძლია ჩააწოდოს, დრიბლინგით გასცდეს მას ან საჯარიმოს გარედან დაარტყას.

ინგლისის ტოპ-6 გუნდში ართმევების მხრივ საუკეთესოები განაპირა მცველები და ცენტრალური ნახევარმცველები არიან.

გამონაკლისია "არსენალი", რადგან "მეთოფეები" 3 ცენტრალური მცველით თამაშობენ და იქ განაპირა მცველებს სხვა ფუნქციები აქვთ.

"მე, რა თქმა უნდა, შემიძლია ავდგე და დავიწყო იმაზე საუბარი, რომ ჩემ დროსაც მიწევდა იმავეს კეთება, მაგრამ ეს ტყუილი იქნება.

თანამედროვე ფეხბურთში განაპირა მცველებს უფრო მეტი სირთულე აქვთ, ვიდრე ჩემს წლებში" - გულწრფელად აღიარებს ინგლისის 8-გზის ჩემპიონი.

"ფულბეკების" განვითარებას ხელი პროგრესულმა მწვრთნელებმა შეუწყვეს. 4-4-2 სქემასთან განშორება არა მხოლოდ გადატრიალებას ნიშნავდა ფეხბურთში, არამედ ამან ინგლისის პრემიერლიგაში ბრიტანელი მწვრთნელების ეპოქაც დაასრულა. ამჟამად ინგლისის პრემიერლიგის მხოლოდ 7 გუნდს ჰყავს ინგლისელი, ირლანდიელი ან ჩრდილოირლანდიელი მწვრთნელი. საკუთარ თავზე შეყვარებული, კონსერვატორული დიდი ბრიტანეთისთვის ეს კატასტროფულად ცოტაა.

პრემიერლიგაში განაპირა მცველების ფუნქციების მხრივ მთავარი ინოვატორები იურგენ კლოპი და ხოსეპ გვარდიოლა არიან. უფრო ზუსტად, ორივე მწვრთნელის მიდგომა გერმანელმა დაახასიათა:

"ისინი ნახევარფლანგზე თამაშობენ და მუდმივად მაღლა უნდა იყვნენ აწეულნი. ზოგჯერ ისინი "ვინგერების" როლს თამაშობენ, ზოგჯერ - ცენტრალური ნახევარმცველის" - თქვა იურგენმა. როგორც ჩანს, კლოპმა გვარდიოლას გერმანიაში ჩატანილი სტილი კარგად შეისწავლა და კონტრშეტევის ისეთ სტილზე თქვა უარი, რასაც დორტმუნდის "ბორუსიაში" იყენებდა.

ნევილი იხსენებს, რომ "მატყუარა" ფულბეკები პირველად 2014 წელს ნახა, როცა მიუნხენში "ბაიერნმა" ადვილად დაამარცხა "იუნაიტედი". ალაბა და ლამი რეგულარულად შედიოდნენ ცენტრში. განსაკუთრებით კარგად ამას გერმანელი აკეთებდა: ის გაიტყუებდა ხოლმე უელბეკს, მოაშიშვლებდა ფლანგს და რობენს ევრასთან ერთი-ერთზე ტოვებდა.

ასეთი გადასვლები გარისთვის შოკი იყო. პეპმა არა მხოლოდ გადაიტანა აღნიშნული იდეა ინგლისში, არამედ რაციონალურად შეცვალა კიდეც. ახლა დაცვის ფლანგებზე მშვიდად თამაშობენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ზინჩენკო და დელფი არიან. არადა, ისინი "სიტიში" ნახევარმცველებად მივიდნენ.

გვარდიოლას ხედვა ასეთი იყო: დაცვითი უნარ-ჩვევები ყველას შეგიძლია განუვითარო, ხოლო მოედნის ხედვა და სწორი გადაადგილების

უნარი ფეხბურთელს ნაგულისხმევად უნდა ჰქონდეს. განსაკუთრებით ნათლად დასანახი ზინჩენკოს პროგრესია: ზაფხულში შესაძლო იყო ძალიან იაფად დაეტოვებინა გუნდი, თებერვალში კი ორი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა "ჩელსის" წინააღმდეგ, გახდა ინგლისის ლიგის თასის ფინალის საუკეთესო მოთამაშე და კლუბში თვის ფეხბურთელის ჯილდოც მიიღო.

"სიტიში" განაპირა მცველებს თავდამსხმელების ფასად ყიდულობენ" - გასულ ზამთარში წუწუნებდა ჟოზე მოურინიო. შეიძლება "განსაკუთრებულ" პორტუგალიელს დავეთანხმოთ, მაგრამ თუ განაპირა მცველს პროგრესირება შეუძლია, მასში გადახდილი 70, 80 თუ 100 მილიონი თანამედროვე ფეხბურთში მალე ნორმად ჩაითვლება.

მომზადებულია sports-ის მიხედით

დათო
ვინგერი მომწონს, ნეტა რა არის?
ლაშა
სად დაინახე აზარი მცველიაო? შედარება იყო, აზარი შემტევია და 18 ჰქონდა, რობერტსონი მცველი და 15, დიდი სხვაობა არ არის მათ შორისო :)))
თენგიზი
კოსტავა გეთქვა რაღა კალცი გაიხსენე
ნახალოვკელი
აზარი მცველია? რეებსა წერთ!
goga
ან ჟურნალიტმა ვერ გაიგო რა უნდოდა ეთქვა ნევილს, ან გარი აღარაა სრულ ჭკუაზე, 2014 წლამდე არ თამაშობდნენ ტარანტინი, ნელინიო, ამორო, გერეცი და უამრავი სხვა? ქართველ ჟურნალისტს მანფრედ კალცი მაინც არ გაუგია, რომელმაც ფაქტიურად მარტომ მოგვიგო ჰამბურგთან გასვლაზე, თმაში?
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
თუ კლოპი "რეალში" დაინიშნება - გერმანელი "ბლანკოსს" ორი ფეხბურთელის გაყიდვას მოსთხოვს
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ტენ ჰაგს დრო უნდა მისცეს" - გარი ნევილი
მარსელო: კვარაცხელიას დრიბლინგი მომწონს
დეშამი და მისი გადაწყვეტილებები
რობერტსონი "ტოტენჰემს" 5 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდება
"ხვიჩას ტრავმა მან მიაყენა და "ატალანტასთან" "კვარა" ამიტომ ვერ ითამაშებს" - ქართველი დღეს გამოკვლევებს ჩაიტარებს
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
"გეტყვით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი პრობლემა რა არის" - გარი ნევილმა "მანკუნიანელებზე" ისაუბრა
"არადა, ხალხს ის ნორმალურ ადამიანად მიაჩნდა" - მარსელომ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
უეფამ "წლის გუნდი" დაასახელა: 5 ფეხბურთელი "ლივერპულიდანაა"
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"მანჩესტერ იუნაიტედის“ ბოლო კომბინაცია ვან გაალის დროს ვნახე" - გარი ნევილმა ტენ ჰაგი გააკრიტიკა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
მარსელომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ვის აირჩევს გვარდიოლა - რონალდოს თუ მესის?
პროფესიონალური კონტრაქტი მარსელოს შვილს - "რეალი" მას პერსპექტიულ ფეხბურთელად განიხილავს
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
მარსელოს კარიერის დასრულებამდე უარი იტალიურმა კლუბმა უთხრა
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
ენდი რობერტსონი: "ლივერპული" მესის გაუმკლავდა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
"ინგლისის ნაკრების მსგავსი პოტენციალი მხოლოდ საფრანგეთს აქვს" - გარი ნევილი
"ინგლისის ნაკრების მსგავსი პოტენციალი მხოლოდ საფრანგეთს აქვს" - გარი ნევილი
რობერტსონმა გაამხილა, თუ როგორია მთვრალი კლოპი
"რეალის" საქციელი აღმაშფოთებელია, როდრის მთელ მსოფლიოში პატივს სცემენ, რასაც ვინისიუსზე ვერ ვიტყვი" - გარი ნევილი
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
"ის მათსავით კარგია" - მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
"სიტის" ფეხბურთელები გვარდიოლათი უკმაყოფილოები არიან
კაფუ: ალექსანდრ არნოლდს აქვს "ოქროს ბურთის" მიღების პოტენციალი