როგორც გამცნეთ, თემურ ქეცბაიამ "ანორთოსისი" ჩაიბარა. მან პრეზენტაციაზე სეფე-სიტყვა წარმოსთქვა.

"ეს მხოლოდ ჩემი დაბრუნება არაა. რაღაც ახალს არ ვიწყებ. აქ 1991 წელს ჩამოვედი. იყო პრობლემები, მაგრამ გულშემატკივრები მუდამ გვერდში გვედგნენ. ჩვენ მომავლის რწმენა გვაქვს. ერთად უნდა ვიღვაწოთ გუნდის აღორძინებისათვის. ტიტულები უნდა დავიბრუნოთ, ამას კი დრო სჭირდება. მადლობა ნდობისათვის.

ვერ გეტყვით, ვინ წავა და ვის დავიმატებთ. იმედია, სანამ შეკრებას დავიწყებთ, 90%-ით დავკომპლექტდებით. შემადგენლობის 100%-ით გამოცვლას არ ვაპირებთ. გეგმა გაგვაჩნია, მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი არ მსურს.

რატომ არ მივიღე თავიდან შეთავაზება? ვთვლი, რომ მაშინ საჭირო დრო არ იყო. ვისაუბრეთ და ვიცით, რა მძიმე მდგომარეობაშია "ანორთოსისი". კლუბის მფლობელები ფინანსურად დაგვეხმარებიან. კვიპროსში ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გავატარე და "ანორთოსისთან" მაშინაც ვიყავი, როდესაც აქ არ ვიმყოფებოდი. და აი, დადგა დრო ჩემი დაბრუნებისა.

ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და ყოველ მატჩში გამარჯვება მინდა. გავძლიერდებით და ძლიერ გუნდს ავაშენებთ. 2004 წელსაც ანალოგიური პრობლემები გვქონდა და ყველაფერი დავძლიეთ. მაღალ მიზნებს დავისახავთ, მაგრამ თუ პირველივე სეზონში ვერ მივაღწიეთ წარმატებას, მე სამუშაოს არ დავტოვებ, ბოლომდე ვიბრძოლებ", - ციტირებს ქეცბაიას კლუბის საიტი.

გიზოგ
დიდ წარმატებებს გისურვებ ბ-ნო თემურ.
emigranti
თმაზე ალერგიაა აქვთ ეტყობა, წინა მწვრთნელიც ესე შეარჩიეს:)))
status quo
ტოტლოპანები კი არიან,მაგრამ მთავარია რა აქვთ მაგ მოტვლეპილ თავებში...წარმატებები...
benji
სამივე რო ტოტლოპანაა ... ))))) ანორთოსისი ტოტლოპანების ხელში ჩავარდა )))))))
ლევან
წარმატებებს გისურვებთ!
Geo
რატომ არაა ეს ადამიანი ქართულ ფეხბურთში? არველაძე? ცხადაძე? სადაა ფეხბურთელები რომელნიც მოიტანენ გამარჯვებებს, მაგალითად, არაბიძე, ჩაკვეტაძე, პაპუნაშვილი, კვარაცხელია და ა.შ.?!!! პირველი, დონე და ტალანტი არის საქართველოში, მეორე, გეყოპათ ყიდვა-გაყიდვა ნაადრევად! რატომ ფლანგავთ ასეთ რესურს? და ეს არა მარტო ფეხბურთს ესახება! ეგებ გეყოფათ ასე უაზროდ ცხოვრება ქართველნო? თენურს წარმატებები! მიახწევს..და მერე ჩვენ ვიკბინოთ ხელები გარუსებულ-გათურქებულ საქართველოში! ვაი ჩვენ თავს! გთხოვთ ნუ მიბლოკავთ!
giga
წარმატებებს გისურვებ თემურ.
სოსო
წარმატებები თემურს.იმედია ყველაფერი გამოუვა.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ქეცბაია "ანორთოსისში" საქართველოს ნაკრების მეკარის გადაყვანას ცდილობს
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
Geo Team: ლორიას დამატებაზე თბილისის "დინამო" აქტიურად მუშაობს
Balla: ლორია კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს
სანაძემ "ანორთოსისში" ფიბა ევროპის თასის ბოლო მატჩი გამართა და ეროვნულ ნაკრებს უერთდება
საქართველოს ნაკრების მეკარე საბერძნეთში გუნდს გამოიცვლის
მაინც დაიყოლიეს - ქეცბაია "ანორთოსისის" მწვრთნელი მესამეჯერ გახდება
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...