20 მაისს, ეროვნული ლიგის მე-14 ტურში "საბურთალომ" თბილისის "დინამოს" 2:0 მოუგო.

მთელი მატჩის მანძილზე უპირატესობას "საბურთალო" ფლობდა, "დინამო" კი კონტრშეტევებზე თამაშობდა. ისევ უხეიროდ თამაშობდა. პირველ ტაიმში ბევრი მომენტი არ შექმნილა და 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში საქართველოს ჩემპიონი გააქტიურდა და მეტოქის კარზე მწვავე იერიშების მიტანა დაიწყო. განსაკუთრებით, 26 წლის ტანმაღალი ნახევარმცველი შინდაგორიძე გამოირჩეოდა, რომელმაც მეორე ცდიდან გახსნა ანგარიში. მან ჯერ შორიდან ძლიერი დარტყმით ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ კი დაახლოებით იმავე პოზიციიდან დალაშქრა პერალესის კარი. არც ამით "დაკმაყოფილდა" ლაშა და მალე ისევ ყუმბარისებრი დარტყმით დუბლი შეასრულა.

თამამად შეიძლება ითქვას, მან თამაში "გააკეთა" და გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. შინდაგორიძე ფიზიკურად ძლიერია, დიდ შავ სამუშაოს ასრულებს, მეორე სართულზე უბადლოა, კარგი დარტყმა აქვს (ორივე ფეხით) და ნაკრების ხელმძღვანელობამ უთუოდ უნდა მიაქციოს ყურადღება. მით უმეტეს, ეროვნული გუნდი კვალიფიციური შემტევების უმწვავეს დეფიციტს განიცდის.

ამ მოგებით "საბურთალომ" ლიდერობა დაიბრუნა, ბათუმის "დინამოს" 2 ქულით გაუსწრო, თბილისის "დინამო" კი რეგრესს განაგრძობს და 20 ქულით მეხუთე ადგილზეა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"

საბურთალო - დინამო (თბ) 2:0

გოლები: 1:0 ლაშა შინდაგორიძე (67), 2:0 ლაშა შინდაგორიძე (75)

საბურთალო (4-2-3-1): ომარ გიგინეიშვილი, ნიკოლოზ მალი, გაგი მარგველაშვილი (კ), ლუკა ლაკვეხელიანი, ლევან კაკუბავა, ვაგნერ გონსალვესი, ლაშა შინდაგორიძე (თორნიკე გორგიაშვილი 78), ელვინ ტერა, სანდრო ალთუნაშვილი, ვლადიმერ დვალიშვილი (გიორგი კოხრეიძე 61), ანტე გი (ოგნიენ როლოვიჩი 66)

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

დინამო (თბ) (4-2-3-1): ხოსე პერალესი, გუჯა რუხაია (კ), ვიქტორ მონხილი, აბდელ მეჯუბი, დავით კობოური, ბაქარ ქარდავა (გიორგი პაპავა 61), აკაკი შულაია (ირაკლი აზაროვი 70), დმიტრო ივანისენია, ლევან შენგელია (ანტონიო როხანო 82), ნიკა ნინუა, ლევან კუტალია

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

სირბილის სწავლების ცენტრი
ღმერთო გევედრები, დაუბრუნე თბილისის "დინამოს" ძველი დიდება!
ქარ
ავტომატურად რატომ ირთვება ვიდეო რა ჯანდაბაა, იქნებ სტატიის წაკითხვა მინდა უბრალოდ და არ მინდა ამ ვიდეოს ჩართვა?! ან ეს რეკლამები კლიზმით რო შეგყავთ მობილურიდან როცა შევდივართ მოგწონთ? საერთოდ აღარ შემოვალ ამ საიტზე
Gio
Fifia espanelebis jgufi gaushvi Sanam evroliga daiwyeba tore shevrcxvebit.Tu AR shegidzlia dinamos agorzineba gayide. Aranairi winsvla AR eqneba am gunds.
შოთა
სწორედ ამ რეკლამების გამო აღარ შევდივარ სხვა სპორტულ საიტებზე და ეხლა აქ შემოსვლასაც შემაძულებენ!
დათო
მოგვაშორეთ ეს რეკლამები,ჩვენს ნერვებზე რატომ თამაშობთ?ვინმემ გთხოვათ რომ გვაყურებინეთო? გასაგებია რომ ფულს გიხთიან მაგრამ არამგონია რომ გიღირდეთ.მაგ რეკლამას არავინ არ აქცევს ყურადღებას.ნუ გვაღიზიანებთ.
ემირი
გადააშენეთ ეს რეკლამები, ვიდეოს ვრთავ და რაგაცას მაყურებიმებთ ხუთი წამი, ხო იცით ეს უარყოფითათ მოქმედებს ყველაზე, ნუ შემაზიზღეთ რა ეგ საიტი
Tbiliseli
ძალიან მაგარი ფეხბურთელია. სასწაული დარტყმა აქვს ორივე ფეხით :) რაც შეეხება დინამოს, დასაშლელია! საზიზღრობაც არ ქვია მაგას, საერთოდ რა სპორტს თამაშობენ ვერ გამიგია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა