იტალიური გამოცემა bottadiculo საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, რომაულ კლუბს ბელგიის ჩემპიონატიდან ორი ფეხბურთელის ყიდვა სურს. ერთი "ბრიუგეს" თავდამსხმელი უესლი გახლავთ, ხოლო მეორე საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძეა.

აი, რას წერს საიტი გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით:

"თავდასხმის გარდა, მეორე რგოლი, რომელსაც ცვლილებები შეიძლება შეეხოს, ნახევარდაცვაა.

"ლაციოში" უკვე ფიქრობენ ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელის - ბადელისა და მილინკოვიჩ-სავიჩის შემცვლელების თაობაზე.

მომავალი სეზონის წინ "ლაციოს" სპორტული დირექტორი იგლი ტარე ევროპის მასშტაბით სხვადასხვა ფეხბურთელს აკვირდება, რათა აღმოაჩინოს ტალანტი და მიიყვანოს "ოლიმპიკოზე".

უკანასკნელი ინფორმაციით, სამიზნეებს შორის პირველ ადგილზე 1999 წელს დაბადებული გიორგი ჩაკვეტაძე არის, რომელიც "გენტის" "10 ნომერია". ჩაკვეტაძის ფასი დაახლოებით 12-15 მილიონი ევრო იქნება და შესაძლოა, "ლაციომ" მალე გადადგას პირველი ნაბიჯი."

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძეს ამჟამად ტრავმა აქვს და რეაბილიტაციის კურსს საქართველოში გადის. გასული წლის ბოლოს ძალიან ბევრი ინფორმაცია გავრცელდა მის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევით "ბარსელონა" იყო დაინტერესებული, თუმცა, სამწუხაროდ, ტრავმამ გიორგის უკეთეს გუნდში ტრანსფერი გარკვეული დროით გადადო.

Geo_Dinamo
კი მესამე ნომრათ ვარ მიშას და მელიას შემდეგ. მომავალ წელს დეპუტატი გავხდები)) ვაი შენ პატრონს
დათო
არ დაიღალეთ ამდენი ტყუილი-ჰიპოტეზებით, დააცადეთ ადამიანს გაზრდა.
პილიგრიმი
Vasiko და ლაშა, როგორ მინდა გიწოდო დოდო!

შიშზე არ არის ლაპარაკი, ტრამვაზეა. ფიზიკურად ღონიერი უნდა გახდეს, ასე გაუჭირდება. პაპუნაშვილთან შედარება არ შეიძლება, მაგრამ იმასაც ტრავმები ტანჯავს. მჭედლიძე აგერ საუკუნეა ამ ემპოლიში, მშვენიერი მონაცემებიც აქვს, მაგრამ ფაიფურისაა. ანანიძეზე აღარაფერს ვამბობ საერთოდ. ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობის სენი ეგ არის
ლაშა
ლანჩხუთის გურია ყიდულობს თურმე... ^_^
vasiko
ეხლა ევროსპორრტს ვუსმენდი და რეალს ბეილის გაყიდვა და ჩაკვეტაძის ყიდვა უნდაო
მამუკა
ბოროტი, ღვარძლიანი და ცუდი კაცი ხარ შენ. შენი დორბლების დენა მინდა ვნახო ოღონდ ეს ბიჭი უკეთეს ლიგაში წავიდეს სათამაშოდ და აუცილებლად წავა
geo dinamo-s
ნაციონალიხარ ხომ
კ ო მ ბ ლ ე
ბარსელონას მენეჯერ პოპ დე კურიცტე ვან დე კუხნის ტო ბერლუგა კარლოს ხიტუბამ, თავის ბოლო ინტერვიუში თქვა ... ... ამ ბიჭს, რომ ვუცქერ, უმალ ჯიბეზე ხელს მოვივლებ ხოლმე, რეალმა და იუვენტუსმა არ დაგვასწრონ და ცხვირწინიდან არ აგვაცალონ, როგორც როდრიგეს კორჩეტო ლიმა სენტო კარბელა პუაჩიტო კაკანბო ჟეკოს შემთხვევაში მოხდაო..... ჩაკვეტააძე სჯობს ისეთ გუნდში გადავიდეს, სადაც ძირითადში იქნება, მუდმივად ათამაშებენ და სათადარიგოთა სკამს არ გახეხავს, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს დიდი! თორემ მაგალითად აგერ გვყავს ქინქლაძე, როგორც კი ცუდ ატმოსფეროში მოხვდა, დაღუპეს, ორი სამი წელი ფეხბურთელისთვის მთელი ეპოქაა. მთელი ეპოქა და ამიტომ პატარა შეცდომის უფლებაც არ აქვს...
Geo_Dinamo
ჯურნალისტის საქმე წერაა, რასაც ახალს გაიგებს უნდა დაწეროს და შენ რატომ ღიძიანდები ან სხვა არ ვიცი. თუ ჭაკვეტაძეს ეს სტატია თავში აუვარდება და გაფუჭდება შენი თქმით, გამოდის მას და თუნდაც სხვა რომელიმე ფეხბურთელს მომავალი აღარ ექნებათ იმდენი იწერება უცხოურ პრესაში. რომელიმე ფეხბურთელს თუ სტატიები აფუჭებს არც ყოფიილან ისენი არაფრის ღირსები და იმიტომაც ვერ აღწევენ ვერაფერს. მთელი მსოფლიო რონალდუზე წერდა როდესაც 17 წლის შესრულდა. გახვრიტეთ ტვინი თქვენი უაზრო კრიტიკით.
სიმართლე
ამ სტატიის დამწერო (ჟ)ურნალისტო, სირცხვილი არ გაგაჩნია?! რაში სჭირდება გიოს შენი გაკეთებული რეკლამა, მით უმეტეს ქართველი ქომაგების წინაშე? ჩვენ ყველას ისედაც ძალიან გვსურს გიოს ტოპ ლიგაში გადასვლა, თუნდაც ლაციოში და ამ დროს ბარსელონა იხვეწებოდა თურმე... ამით ვერ ხვდებით ეს ვაი-ჟურნალისტები რომ ჩაკვეტაძის ანტირეკლამას ეწევით სინამდვილეში ან, თუ ხვდებით, ნამუსი მაინც არ გაწუხებთ?! ვინც დაბლოკოს / არ გამოაქვეყნოს, ის იყოს პუტინის ნასკი!
ვასო
ჯერ ფეხზე დადგეს ეგ ბიჭი და ბოლომდე მორჩეს, არსად არ ეჩქარება მაგას. თავის დროზე ყველაფერი იქნება, მთავარია ჯანზე იყოს და ტრამვამ არ გაამწაროს, როგორც ბარეორი. კიდევ კარგი სეზონი დამთავრდა. მას თავისუფლად შეუძლია გამოჯანმრთელება. მთავარია არ იჩქაროს.
reali
ხოო ბარსელონაში უნდოდათ მესის ნაცვლად უბრალოდ ეხლა ტრამვამ შეუშალაო ხელი.. რებს წერთ უბრალოდ ტეხავს რა დაგვცინებენ უცხოეთში ასეთ სტატიებზე
vasiko
პაპუნაშვილის და ჩაკვეტაძის შედარება შეიძლება???ლაციოში თუ შეეშინდა გადასვლა და სკამზე არ დამსვანო მაშინ გაანებოს მომავალზე ფიქრს და ყაზანის რუბინშI წავიდეს.ჩაკვეტაძის თამაშ როცა ვუყურებ ბიჭს არაფრის და არავის შIშI არ აქვს!!!
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
ტრამვირებული მოსწონთ და ტრამვა რო არ ქონოდა რა მოხთებოდა წარმოიდგინეთ

ჯერ ძილი, მერე სიზმარი. ტრავმა არ მოურჩენია და ასე არავინ წაიყვანს. მეორეც, ჯერ გენტში ჯობია მოღონიერდეს . ლაციომ რომც წაიყვანოს და სკამზე იჯდეს, არა მგონია უკეთესი ვარიანტი იყოს. ასე მოუვიდა პაპუნაშვილს ვერდერში და ისევ დინამოში დაბრუნდა
წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
სატრანსფერო ციებ-ცხელება
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
გოგლიჩიძე სასტარტოში, ჩაკვეტაძე შეცვლაზე და "უოტფორდის" ნანატრი გამარჯვება
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]