ფოტო: gbf.ge

ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში მე-3 დღეა, მიმდინარეობს "ბასკონიას" საკალათბურთო კემპი, რომელიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ესპანურ კორპორაცია "სასკი ბასკონიას" თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული კემპი 2015 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება და წლეულს იგი მეხუთედ იმართება.

დღეს კემპის მონაწილეებს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და "სასკი ბასკონიას" ხელმძღვანელები ესტუმრნენ და მასმედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გამართეს. ახალგაზრდა კალათბურთელებს კემპის სამონაწილეო სერტიფიკატები გადასცეს ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და "სასკი ბასკონიას" გენერალურმა დირექტორმა ხესუს ვასკესმა.

წლევანდელი კემპის მონაწილეთა რაოდენობა დაახლოებით 100 კალათბურთელია და მათი ასაკი 2004, 2005, 2006 და 2007 წლებში დაბადებულებით განისაზღვრება. კემპის მიზანი საუკეთესო ახალგაზრდა, პერსპექტიული კალათბურთელების გამოვლენა და მათზე სამომავლო ზრუნვაა.

"ბასკონია" ხელშეკრულების საფუძველზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ატარებს ანალოგიურ კემპებს და რჩეულ მოთამაშეებს თავის გამოსაჩენად ესპანეთში, "ბასკონიას" გენერალურ, ინტერნაციონალურ კემპზე იწვევს, რომელიც ზაფხულში იმართება.

საქართველოში გამართული კემპიდან 16 ახალგაზრდა ესპანეთში, "ბასკონიას" გენერალურ კემპზე გაემგზავრება. ესპანეთში საბოლოოდ გადაწყდება, თუ რომელ მათგანს დაიტოვებენ ესპანელი სპეციალისტები.

კემპის ჩასატარებლად საქართველოში წელს 3 ბასკონიელი სპეციალისტია ჩამოსული, რომლებსაც ქართველი მწვრთნელები ეხმარებიან. ესპანელ სპეციალისტებს ასისტენტობას გაუწევენ მამუკა ტურაშვილი, ირაკლი მაისურაძე, გიორგი რაზმაძე და ირაკლი ჯანხოთელი.

კემპის მონაწილეებს დაურიგდათ კომპანია KELME-ს სპორტული ამუნიცია, რომელიც ესპანელმა სპეციალისტებმა ჩამოიტანეს.

ახალგაზრდა მოთამაშეები დაყოფილნი არიან ასაკობრივ ჯგუფებად და მთელი დღის მანძილზე, დადგენილი გრაფიკით ვარჯიშობენ და ესპანელების მიერ დეტალურ შემოწმებას გადიან.

ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოში აქამდე ჩატარებული "ბასკონიას" კემპებიდან ესპანეთში, გენერალურ კემპზე სამონაწილეოდ 70-მდე ახალგაზრდა იქნა წაყვანილი, საიდანაც 10-მდე მათგანი "ბასკონიაში" დარჩა და მთელი სეზონის მანძილზე ვარჯიშის შესაძლებლობა მიეცა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ბასკონიამ" 16 წლის მათე ხატიაშვილი ევროლიგის განაცხადში შეიყვანა
[VIDEO] შერმადინის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ბასკონიასთან" დამარცხდა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
[VIDEO] "ბარსელონამ" და "ბასკონიამ" ევროლიგის ისტორია დაწერეს - სამი ოვერტაიმი და გიჟური მატჩი