ფეხბურთის ფედერაციამ უხეშად დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელის, ჯონი შეროზიას ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.

ადვოკატის შეფასებით, ფედერაციამ უხეშად დაარღვია ბრალდებულთა უფლებები და წინ გაუსწრო სასამართლოს, რომელსაც თავის მხრივ, ვერდიქტი გამოტანილი არ აქვს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, ფედერაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მომდევნო კვირაში გაასაჩივრებენ.

„ფეხბურთის ფედერაციამ უხეშად დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია. სასამართლოს ჯერ კიდევ არ უმსჯელია, არ დაუდასტურებია და არ დამტკიცებულა ამ ადამიანების ბრალი და ფედერაციამ გაასწრო სასამართლოს პრეროგატივას და თვითონ მიიღეს უსწრაფესი გადაწყვეტილება.

აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას. კანონმდებელმა სპეციალურად ჩაწერა აღნიშნულ მუხლში, რომ ყველაზე მაქსიმალური სასჯელი, რაც შეიძლება იყოს, ეს არის მეოთხე ნაწილი, როდესაც ადამიანი მიიღებს ფულს შეჯიბრების განზრახ შედეგის გაუარესების გამო, რაც ჯონის არ ჰქონია. ამ ფონზე კი ყველაზე მძიმე სასჯელში წერია, რომ სამ წლამდე ხდება საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, ფედერაციამ კი საერთოდ ჩამოაშორას ფეხბურთს“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მატჩების გარიგების საქმის გამო თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთ მოთამაშეს - გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა, ხოლო თავად კლუბს ექვსი ქულა დააკლდა და 50 ათასი ლარით დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი საქმეზე ბრალდებულია, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს საფუძველზე გათავისუფლდნენ.

წყარო: IPN.GE

დინამო ბათუმი
ვინ გვყავს უკეთესი საუკეთესო მეკარეა ჩვენს ლიგაში , შენ რატო გაგამწარა, რა იცი საერთოდ რა მოხვდა წერთ რაღაც სისულეელეებს, გულისამრევია თვენი საქციელი უკვე რას გავს გუნდები ამათ თუ არ ათამაშბთ ვინ გყავთ??? უნდა დააბრუნდეს შეროზია აუცილებლად საუკეთესოა მე პირადად მაგრა მრვასება .... გამოფხიზლდი ფედერაცია ცოტა
roma
წადი ბიძია პირი დაიბანე რომ გამოფხიზლდე. ისე და ნასვამი ხომ არ ხარ?
geno
ნახე რა, კიდევ ფეხბურთის თამაში უნდათ! ადვოტაკმა იმას მიხედოს არ დაიჭირონ და ფეხბურთს თავი დაანებოს, თორემ ჩვენი გამწარებისთვის თავადაც მოუწევს პასუხისგება! ეგენი არავინ გააკაროს ფეხბურთს!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
მეტალურგი-ვიტ ჯორჯია 0:0 - ვის უფრო სჭირდებოდა ქულა?
"ერთი სული გვქონდა, როდის დასრულდებოდა ეს ყველაფერი" - ექსკლუზიური ინტერვიუ მატჩების გარიგებაში ბრალდებულ ფეხბურთელთან
მატჩის გარიგებაში ბრალდებული ფეხბურთელის მეუღლე: კოშმარული ერთი კვირის შემდეგ მინდა გავაკეთო განცხადება
რა ხდება მატჩის გარიგებაში ბრალდებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით - ნაწილი გათავისუფლდა
გარიგებული მატჩების საქმე - ლაშა ჩაფიძეს გირაო შეეფარდა, 3 დაკავებული პატიმრობაში რჩება
პაატა ღუდუშაურის დედა: ჩემი შვილი თანაგუნდელების, გეთიაშვილისა და მაისურაძის მხრიდან ზეწოლის მსხვერპლია
ნიკა მაისურაძემ შესაძლოა, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება გაასაჩივროს
გიორგი გეთიაშვილი: ჩემ მიმართ გადაწყვეტილება სამართლიანია, მაგრამ ღუდუშაურსა და კიკნაველიძეს ბრალი არ მიუძღვით
ადვოკატი: ჯონი შეროზიამ გარიგებულ მატჩში მონაწილეობა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად მიიღო
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება