"ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელმა ნიკა მაისურაძემ შესაძლოა, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება გაასაჩივროს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მაისურაძის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ განუცხადა, გადაწყვეტილება მაისურაძის თანხმობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდება. ადვოკატის შეფასებით, ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნაჩქარევი და უსაფუძვლოა.

"ფედერაციის გადაწყვეტილება საკმაოდ ნაჩქარევია, რადგან სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ბრალდებულები არიან დასახელებულნი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და განაჩენი არ არის დამდგარი. მაშინ, როდესაც ამ პირების ბრალეულობა არ არის დადასტურებული, ასეთ ვითარებაში ძალიან უსამართლო და დაჩქარებული გადაწყვეტილება აქვს ფედერაციას. პირობითად ხვალ ან ზეგ რომ გამართლდეს რომელიმე პირი, გამოდის, რომ ფედერაციამ წინმსწრებად, უსაფუძვლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება თუნდაც სასამართლოს განაჩენს.

გასაჩივრებადია ადმინისტრაციული სამართლებრივი წესით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმებით, სავარაუდოდ, გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ლანა ცერცვაძემ.

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მატჩების გარიგების საქმის გამო თბილისის "ვიტ ჯორჯიას" ხუთ მოთამაშეს - გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა, ხოლო თავად კლუბს ექვსი ქულა დააკლდა და 50 ათასი ლარით დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი საქმეზე ბრალდებულია, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს საფუძველზე გათავისუფლდნენ.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა ლანჩხუთის "გურიას" ორი მოთამაშის (რობერტ იმერლიშვილისა და ირაკლი ბაჯელიძის) საკითხზე, ისევე, როგორც "ჭიათურის" მოთამაშის (ირაკლი ხუჭუას) საკითხზე და დაადგინა: საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებით აეკრძალოთ საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

წყარო: IPN.GE

ასეა ეს
მაისურაძე საერთოდხმას როგორ იღებ, რა გაუკეთე 21 წლის ბიჭს, ფუუუუუ
roma
გაააასაჩივრებთ მარა იმ გულშემატკივარს რას გვეტყვით ვისაც სულში ჩაგვაფურთხეთ? არ ხართ თამაშის ღირს 100000000% გადაწყვეტილებაა რომ ვერცერთი ვეღარ ითამაშებთ ფეხბურთს. ბათუმელი გულშემატკივარი ქართული ფეხბურთის.
სიმართლე
ხმას როგორ იღებ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
რუსთავიდან თავრიზში - კახა კაკაშვილი ირანულმა გუნდმა წაიყვანა
"ერთი სული გვქონდა, როდის დასრულდებოდა ეს ყველაფერი" - ექსკლუზიური ინტერვიუ მატჩების გარიგებაში ბრალდებულ ფეხბურთელთან
გიორგი გეთიაშვილი: ჩემ მიმართ გადაწყვეტილება სამართლიანია, მაგრამ ღუდუშაურსა და კიკნაველიძეს ბრალი არ მიუძღვით
გარიგებული მატჩების საქმე - ლაშა ჩაფიძეს გირაო შეეფარდა, 3 დაკავებული პატიმრობაში რჩება
პაატა ღუდუშაურის დედა: ჩემი შვილი თანაგუნდელების, გეთიაშვილისა და მაისურაძის მხრიდან ზეწოლის მსხვერპლია
ჯონი შეროზიას ადვოკატი ფეხბურთის ფედერაციას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს
ადვოკატი: ჯონი შეროზიამ გარიგებულ მატჩში მონაწილეობა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად მიიღო
დავით ოდიკაძე: კარიერის დასრულება ამ გუნდში მსურს
TOP10 გოლი, რომელიც ქართული ფეხბურთის რეკლამისთვის ზედგამოჭრილია [VIDEO]
ნიკა მაისურაძემ საქართველოს მეორე ლიგაში ულამაზესი მაკრატელა გაიტანა [VIDEO]
შუქურა-გურია 2:1 - ბოლო წუთების დრამა "ჩელე არენაზე" [VIDEO]
GFF AWARDS 2016: სფფ-მ საუკეთესოები გამოავლინა