6 ივნისს პორტუგალიის ქალაქ გიმარაეშში, ერთა ლიგის ნახევარფინალში ჰოლანდიამ ოვერტაიმში ინგლისს 3:1 მოუგო.

ჰოლანდიამ ჯგუფში საფრანგეთი და გერმანია მოიტოვა უკან, მისმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა კი დაიქადნა, რომ გასულ წელთან შედარებით საგრძნობლად გაძლიერდნენ და ინგლისელთა დამარცხებაში ღრმად დარწმუნებული იყო. ცნობისათვის, ინგლისმა ჯგუფში ესპანეთსა და ხორვატიას აჯობა.

30-ე წუთზე დე ლიგტმა საკუთარ საჯარიმოში რეშფორდი წააქცია, თერთმეტმეტრიანი თავად დაზარალებულმა გამოიყენა და პირველი ტაიმი ბრიტანელებმა 1:0 მოიგეს.

მეორე ტაიმი უფრო თვალსასეიროდ დაიწყო: ჯერ სილესენმა არ დაანება 5 მეტრიდან სანჩოს თავურით გოლის გატანა, შემდეგ კი პიკფორდმა შორი მანძილიდან - დეპაის.

73-ე წუთზე დეპაის პასით დე ლიგტმა თავურით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 83-ე წუთზე ბარკლიმ ლინგარდი მეკარეს პირისპირ შეჰყარა და ამ უკანასკნელმა ბურთი ნიდერლანდელთა კარში გადაგზავნა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა - 1:1 და დამატებითი დრო დაინიშნა.

97-ე წუთზე სტოუნზს ბურთი აეჭრა, დეპაის დარტყმული პიკფორდმა მოიგერია, მაგრამ პრომესთან ბრძოლისას უოკერმა ბურთი თავის კარში გაიტანა. მერე "სამი ლომის" გოლკიპერმა აქტიური დეპაის ძლიერად დარტყმული ბურთი მოიგერია. სამაგიეროდ 114-ე წუთზე პრომესმა დეპაის გადაცემის შემდეგ დალაშქრა ინგლისელთა კარი.

დეპაიმ უკანასკნელ 3 შეხვედრაში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დე იონგი აღიარეს, რომელმაც 10 ორთაბრძოლა მოიგო, სამჯერ ჩაჭრა ბურთი და 105 გადაცემა 96%-იანი სიზუსტით გააკეთა.

9 ივნისს პორტუში ჰოლანდია ფინალში პორტუგალიას შეხვდება.

გიმარაეში. "აფონსუ ენრიკეში". 25 711 მაყურებელი

ინგლისი - ჰოლანდია 1:3

გოლები: 1:0 რეშფორდი (32, პენ), 1:1 დე ლიგტი (73), 1:2 უოკერი (97, საკ. კარში), 1:3 პრომესი (114)

ინგლისი: პიკფორდი, რაისი (ალი 107), მაგუიარი, სტოუნზი, დელფი (ჰენდერსონი 77), სტერლინგი, ბარკლი, უოკერი, სანჩო (ლინგარდი 61), ჩილუელი, რეშფორდი (კეინი 46)

ჰოლანდია: სილესენი, დე ლიგტი, ბლინდი, დუმფრისი, ვან დეიკი, დეპაი, დე რონი (დე ბეეკი 68), ბერგვეინი (პროპერი 92), ვეინალდუმი, ბაბელი (პრომესი 68), დე იონგი (სტროოტმანი 113)

სოსო
მსაჯმა ძირითად დროს 7 წუთი დაუმატა,ორი დამატებითი ტაიმი და ჰოლანდიელებმა მთელი ეს დრო,მჭიდრო,მთელ მოედანზე პრესინგში გაატარეს.გასაკვირი არაა,რომ დამატებით დროში ორივე გოლი,მცველების უხეში შეცდომების შემდეგ გავიდა.მათ უკვე არაქათი ჰქონდათ გამოცლილი.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჰარი კეინმა მორიგი რეკორდი დაამყარა
"გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა" - საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
ევრო 2020. საკვალიფიკაციო: გერმანია, ჰოლანდია, ხორვატია და ავსტრია ევროპირველობაზე გავიდნენ [VIDEO]
"ბოს, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი ხართ, თქვენ ქვეყანა გააერთიანეთ!" - კეინი საუთგეიტს დაემშვიდობა
"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე
ჰოლანდიის ნაკრების განაცხადი ევროშესარჩევისთვის ცნობილია
მთავრობამ გადაწყვიტა - დასახელება ჰოლანდია აღარ იარსებებს
არეულობა ჰოლანდიაში - თურქი ფანები ადგილობრივებს დაერივნენ [VIDEO]
ვან პერსი: მატჩის დასრულების შემდეგ ვან გაალმა დამარტყა...
ესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]
რონალდ კუმანი: "ბარსელონა"? - მხოლოდ ევროპირველობის შემდეგ
დღეს ტუხელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად წარადგენენ