საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა კიევის საერთაშორისო ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა. ბოლო ტურამდე სლოვაკეთისა U20 და უკრაინის U18 ნაკრებების დამმარცხებელმა ქართველებმა ბოლო შეხვედრა უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან გამართეს და დაძაბულ ბრძოლაში – 64:73 დამარცხდნენ.

მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები მატჩის დასრულებამდე 6:30 წუთით ადრე 5 ქულით იგებდა – ვახტანგ გაფრინდაშვილის ზუსტი სამქულიანის შემდეგ ქართველები 61:56 დაწინაურდნენ და გამარჯვებას მიუახლოვდნენ. აქ კი უკრაინელებმა წუთშესვენება აიღეს და მოედანზე დაბრუნებულები შედეგიანად ათამაშდნენ. 7:0 გაქცევით მასპინძლები 63:61 დაწინაურდნენ, თუმცა ლუკა კალატოზიშვილის ზუსტი გარღვევით ქართველებმა ანგარიში გაათანაბრეს.

თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კალატოზიშვილი ვადიმ კოზაკზე დაჯარიმდა, როცა ეს უკანასკნელი სამქულიანს ესროდა. კოზაკმა სამივე საჯარიმო ჩააგდო, ქართველებმა შეტევა გააცუდეს და როცა უკრაინელებმა ისევ იხეირეს, ბოლო წუთი დაიწყო, ანგარიშში სხვაობამ კი 6 ქულას მიაღწია. საბოლოოდ ქართველები 9 ქულით დამარცხდნენ და კიევის საერთაშორისო ტურნირი მე-2 ადგილზე დაასრულეს.

უკრაინასთან საერთო შედეგიანობით საუკეთესო იყო აკაკი ფიფია, რომელმაც 13 ქულა, 8 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. ბომბარდირი რატი ანდრონიკაშვილი გახდა 20 ქულით, რომელმაც 9 პასიც გაიღო, თუმცა ბურთი 7-ჯერ დაკარგა, პლუს, ბევრი სროლა აუცდა და ამიტომ მისმა ეფექტურობის ინდექსმა მხოლოდ 11 შეადგინა. 12 ქულა მიითვალა ვახტანგ გაფრინდაშვილმა.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა გასული შეკრება სლოვენიაში დაიწყო, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის ყოფილ საწვრთნელ ბაზაზე, დაბა პოდჩეტრტეკში ივარჯიშა. გლიგორიევიჩის გუნდმა სლოვენიის 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებთან 14 და 16 ივნისს თითო სპარინგ-მატჩი გამართა და დაძაბულ ბრძოლებში დამარცხდა. სლოვენიიდან ქართველებმა უკრაინაში გადაინაცვლეს და კიევის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშეს.

საქართველოს ნაკრები სამშობლოში დღეს დაბრუნდება და განაგრძობს მომზადებას ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის, რომელიც 12-21 ივლისს პორტუგალიის ქალაქ პორტოში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 21 გუნდია, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველო 6-გუნდიან, C ჯგუფში მოხვდა შვედეთთან, ჰოლანდიასთან, ესტონეთთან, კოსოვოსა და სომხეთთან ერთად. თითო ჯგუფიდან პლეი-ოფში 2 საუკეთესო გადის და აგრძელებს ბრძოლას ტურნირის სამეულში მოსახვედრად. გათამაშების ფორმატის თანახმად, B დივიზიონის საუკეთესო 3 გუნდი შემდეგი, 2020-21 წლების სეზონისთვის ელიტარულ, A დივიზიონში იასპარეზებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

Динамовец
დაძაბული ბრძოლაა 9 ქულით წაგება>>>>?????
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს U20 ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის უნგრეთს შეხვდება
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
U20. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინასთან დამარცხდა
საქართველოს U20 ნაკრებმა მე-5 ადგილი დაიკავა | სულაბერიძე ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გავიდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინას დაუპირისპირდება