საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა რაგბი ევროპის „ალაფა“ ორი ეტაპის ჯამში მერვე ადგილზე დაასრულა და გაისადაც მეორე დონეზე ითამაშებს.

გოგონებმა „ალაფის“ საგზური შარშან, „კონფერენც დივიზიონის“ მოგებით მოიპოვეს და წელს მიზნად ამ დონეზე ადგილის შენარჩუნება დაისახეს, რისთვისაც აუცილებელი იყო, რომ მინიმუმ ათეულში შესულიყვნენ.

ჯაბა მალაღურაძის შეგირდებმა პირველი ეტაპი მე-10 ადგილზე დაასრულეს, გასულ უქმეებზე კი მეორე ეტაპზე პორტუგალიაში ითამაშეს.

ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში 7-ქალას მეტოქე ჩეხეთის ნაკრები იყო, რომელმაც საბოლოოდ „ალაფა“ მესამე ადგილზე დაასრულა. მატჩი დაძაბული გამოდგა, ორივე გუნდმა 3-3 ლელოს გატანა მოახერხა, თუმცა მეტოქემ ერთით მეტი გარდასახა და 21:19 იმარჯვა. ფინეთს, რომელმაც ჩეხების მსგავსად 30 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილი დაიკავა, მხოლოდ ერთი ლელო გავუტანეთ - 7:24, დასკვნით ტურში კი უნგრეთს 14:7 ვძლიეთ და მოწინავე 8 გუნდს შორის მოვხვდით, რითაც „ალაფაზე“ დარჩენა დავიბევეთ.

ჯაბა მალაღურაძის შეგირდები თასის მეოთხედფინალში რუმინეთს შეხვდნენ (0:33), რომელიც წელს გრან პრიზე აღზევდა, მე-5 ადგილის ნახევარფინალში პორტუგალიას ეთამაშნენ (0:26), მე-7 ადგილისთვის კი ნორვეგიას - 5:14.

ლისაბონში მე-8 ადგილის დაკავებით 7-ქალამ 6 ქულა მიიღო, ჯამში 9 მოუგროვდა და საბოლოოდ „ალაფაც“ მე-8 პოზიციაზე დაასრულა. გრან პრიზე გერმანია და რუმინეთი აღზევდნენ, „კონფერენც დივიზიონში“ კი ისრაელი და შვეიცარია დაქვეითდნენ. გაისად მათ ადგილს მოლდოვა და დანია დაიკავებენ.

ლისაბონში ითამაშეს: სალომე მაკასარაშვილმა, ნათია გავაშელმა, თეონა ჩიტაიშვილმა, თიკა სიხარულიძემ, სალომე საღარაძემ, ქეთი მოდებაძემ, ნიკოლ გალუზინსკაიამ, თაკო მანაგაძემ, მარიამ გოგუაძემ, მანონი საღარაძემ, ლიკა ხუფენიამ, ლიკა პერტაიამ.

ალაფის საბოლოო ცხრილი ორი ეტაპის ჯამში:

გერმანია - 38

რუმინეთი - 38

ჩეხეთი - 30

ფინეთი - 30

შვედეთი - 22

პორტუგალია - 20

ნორვეგია - 18

საქართველო - 9

უნგრეთი - 8

თურქეთი - 8

ისრაელი - 4

შვეიცარია - 3

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა