ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ჩვენთვის წარმატება ვერ იქნება "შერიფის" გაგდება, წარმატება არის, როდესაც ჯგუფურ ეტაპზე მოხვდები"

"ჩვენთვის წარმატება ვერ იქნება "შერიფის" გაგდება, წარმატება არის, როდესაც ჯგუფურ ეტაპზე მოხვდები"

10 ივლისს ეროვნული ლიგის ჩემპიონი თბილისის "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგაზე ჩაერთვება, სადაც პირველ ეტაპზე მისი მეტოქე ტირასპოლის "შერიფი" იქნება.

Sportall.ge "ბენდელას" ესტუმრა, სადაც "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელს, გია ჭიაბრიშვილს მოახლოებულ მატჩებზე და ეროვნულ ლიგაზე ესაუბრა.

- "საბურთალოს" ბოლო პერიოდში სამი ახალი ფეხბურთელი შეურთდა - გიორგი რეხვიაშვილი, გიორგი გაბედავა და ლაზარე კუპატაძე. აპირებთ თუ არა სხვა ფეხბურთელების დამატებას და რამდენად კმაყოფილი ხართ შევსებით?

- სიტუაცია ისე არ არის, რომ რომელიმე კონკრეტულ პოზიციაზე მოთამაშე გვაკლია, თუმცა ჩვენი სტრატეგია გულისხმობს, რომ კლუბს გაძლიერება ყოველთვის სჭირდება. ტრანსფერები, რომლებიც განვახორციელეთ, იმ პოზიციებს ეხებოდა, სადაც მოთამაშეები რეალურად გვჭირდებოდა.

ლაზარე კუპატაძე "საბურთალოს" აღზრდილია და ეს სახლში დაბრუნებას ნიშნავს. აქ ახალი და შესაგუებელი არაფერია. გიორგი რეხვიაშვილიც ჩვენთან თამაშობდა და დაგვიბრუნდა. მისი წასვლაც მტკივნეული იყო.

გიორგი გაბედავას რაც შეეხება, ამას ბევრი საუბარი არ სჭირდება. წინა წლის საუკეთესო ფეხბურთელი დავიმატეთ. უბრალოდ მანაც, სხვა დამატებული ფეხბურთელების მსგავსად, სეზონი დიდი ხანია დაასრულა და სხვა ფუნქციონალურ მდგომარეობაში იმყოფება.

დრო გვიჩვენებს, რამდენად მზად არიან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სათამაშოდ.

თუმცა ასეთ დონეზე როცა გიწევს გამოსვლა, როგორ ფორმაშიც არ უნდა იყო, უნდა გახვიდე და ითამაშო ისე, როგორც შეგიძლია ან არ შეგიძლია. ისეთი მატჩია, ალბათ, მეც რომ მომიწიოს, ერთ თამაშს გავალ და ვითამაშებ.

- ვიცით, გუნდში ლევან ყენია ვარჯიშობს, მის კონტრაქტთან დაკავშირებით რა მდგომარეობაა და მოახერხებს თუ არა "შერიფთან" თამაშს?

- დასამალი არ არის, რომ ლევანი ჩვენთან ერთადაა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის შეთანხმება მიღწეულია, უბრალოდ, მას ვალდებულებები აქვს ყოფილ კლუბთან.

შესაძლოა, მან ამ მატჩში ვერ ითამაშოს. ლევან ყენიას მოსვლა არამარტო ჩვენ, საქართველოს ჩემპიონატსაც წაადგება. მასაც იგივე პრობლემა აქვს, რაც სხვა დამატებულ ფეხბურთელებს. ჩვენ გადაბმულად ვთამაშობთ, მას კი სხვების მსგავსად 1 თვეა არ უთამაშია. "დუდელანჟზეა" დამოკიდებული როდის შევძლებთ მის ოფიციალურად დამატებას.

- ანუ ჯერჯერობით ლუქსემბურგულ კლუბთან აკავშირებს კონტრაქტი?

- შეთანხმება მიღწეული აქვს კლუბთან, რომ კონტრაქტი გაწყდება. სიტყვიერად ყველაფერზე შეთანხმებულები არიან და კონტრაქტის გაწყვეტა დროის ფაქტორია.

- ითვლება, რომ ორმატჩიან დაპირისპირებაში პირველი შეხვედრის სტუმრად გამართვა გარკვეული უპირატესობაა, რას ფიქრობთ, ამასთან დაკავშირებით და რა მიზანი აქვს "საბურთალოს" ტირასპოლში?

- ზოგადად, რა თქმა უნდა, კარგია, პირველი შეხვედრის სტუმრად ჩატარება, მაგრამ ჩემთვის უმჯობესი იქნებოდა, პირველი შეხვედრა შინ გვეთამაშა: პირველად ვართ ევროტურნირებზე, საერთოდ პირველად გვექნება ისეთი მატჩი, სადაც 3-4 ათას ადამიანზე მეტი მოვა.

ბევრ რამეს უნდა გავუმკლავდეთ: დაძაბულობა, რომელიც ამ ტურნირს ახლავს, გულშემატკივრები, რომლებიც მეტოქე გუნდს ეყოლება.

პირველად გვიწევს, რომ სადღაც სათამოშოდ უნდა ჩავფრინდეთ, აკლიმატიზაცია უნდა გავიაროთ. ეს ყველაფერი არ არის იოლი, რადგან პირველი შემთხვევაა. ამიტომ, მერჩინა, ის რაც პირველად ხდება, ჩვენს კედლებში, ჩვენი მაყურებლის წინაშე მომხდარიყო. ძალიან ახალგაზრდა გუნდი ვართ, მაგრამ აბსოლუტურად მზად ვართ. ჩემი მოთამაშეების მენტალობისა და ფსიქოლოგიის ძალიან მჯერა.

ხდება ხოლმე, მეტოქე ერთი თავით მაღლა დგას შენზე, მე კი "შერიფი" ასეთ გუნდად არ მიმაჩნია. ამ კლუბში ქართველები მუშაობენ, როგორც თარხნიშვილი, ასევე მახარაძე. მათ ქართული ფეხბურთი კარგად იციან, ამიტომ მათაც სრული კონცენტრაცია აქვთ.

ვფიქრობ, ოდნავ მეტი უპირატესობა მათ მხარესაა, ასეთ დონეზე დიდი ხანია თამაშობენ. მჯერა, ყველასთვის, ვისაც ვეთამაშებით, სიურპრიზი ვიქნებით.

ჩვენთვის წარმატება ვერ იქნება "შერიფის" გაგდება. წარმატება არის, როდესაც ჯგუფურ ეტაპზე მოხვდები. ჩვენი ყველა მოქმედება გათვლილი იყო დროზე. წელს უნდა ვნახოთ ამ დონეზე სათამაშოდ რა პრობლემები გვაქვს. მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში მუდმივად უნდა ვიყოთ მაღალ პოზიციებზე საქართველოს ჩემპიონატში, რათა ამის შემდეგ ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაზე ვიფიქროთ.

თავის დროზე უმაღლეს ლიგაში გადმოსვლაც და ახლა ევროსაგზურების მოპოვებაც მოგვიანებით გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ადრე მოგვიწია ჩემპიონობა, ამიტომ რა თქმა უნდა, წელსვე ვიბრძოლებთ ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად, მაგრამ ეს რეალურად მხოლოდ სიტყვებია, რადგან არ ვიცით, რა გველოდება წინ. რაც გვაქვს, ეს არის სურვილი, მონდომება და შემართება.

- რამდენად მზად არიან ფეხბურთელები ასეთ დონეზე სათამაშოდ? ტრავმები ხომ არ აწუხებთ?

- ფეხბურთელები, რომლებიც აქამდე ჩამოვთვალე, ტონუსიდან ამოვარდნილები არიან. ეროვნულ ლიგაში თამაში მოუწიათ გაბედავასა და რეხვიაშვილს და სათანადო ფორმაში არ არიან.

არიან ფეხბურთელები, რომლებმაც ტრავმა ახლახან მოიშუშეს. სიმართლე გითხრათ, ამ მომენტისთვის ისეთ მდგომარეობაში არ ვართ, როგორც დაგეგმილი გვქონდა. ვგულისხმობ თამაშის ხარისხს, ფიზიკურ კონდიციებს... მაგრამ ამასაც აქვს თავისი საფუძველი.

როდესაც ამ მატჩისთვის მოვემზადებით და გავალთ, სულ სხვა მონდომებით ვიქნებით. ნახევარი კაციც რომც გავიდეს მოედანზე, ისიც ბოლომდე დაიხარჯება და იბრძოლებს.

- რამდენად კარგად მოახერხეთ მეტოქის შესწავლა, მისი თამაშის გაანალიზება, რის ხარჯზე უნდა აჯობოს "საბურთალომ" "შერიფს" და რა სუსტი წერტილები აქვთ?

- "შერიფს" შეეცვალა მთავარი მწვრთნელი. ის სხვა განლაგებითა და სტრატეგიით ათამაშებდა გუნდს. ძალიან კარგი ლეგიონერები დაიმატეს. მინუსები კი ძალიან რთული საპოვნელია.

წინა წელს სულ სხვა შემადგენლობა და მწვრთნელი ჰყავდათ, 7 ტურია მათი მწვრთნელი შეიცვალა, მაგრამ შიდა ჩემპიონატში უკონკურენტოდ არიან.

7 შეხვედრაში 7 მოგება აქვთ, კოლოსალური რაოდენობის გატანილი და მხოლოდ 1 გაშვებული გოლი და ამიტომ, "შერიფი" კონკურენტების ფონზე ძალიან ძლიერი ჩანს და თითქოს დაუმარცხებელია, მაგრამ ასე არ არის.

- ბოლო ტურებში "საბურთალოს" მცირე ჩავარდნა ჰქონდა. უკანასკნელ სამ ტურში - მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა. ამის მიზეზი ის ხომ არ არის, რომ "შერიფთან" მატჩზე ფიქრი შედარებით ადრე დაიწყეთ?

- მე ასე ვუყურებ სიტუაციას: წელიწადნახევრის განმავლობაში, როდესაც სამი მატჩი ვერ მოვიგეთ და ამას ჩავარდნა დაერქვა, მიხარია. ჩემპიონთან თამაშის წინ ყველას სხვა განწყობა აქვს. თბილისის "დინამომ" გაგვასწრო ერთი ქულით, მაგრამ მათთან კიდევ ორი შეხვედრა გვაქვს დარჩენილი.

ჩემპიონობის შემდეგ ძალიან რთულია, ისევ ლიდერებში იყო გამართულად. როდესაც შენი მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებ და მიაღწევ, მისი შენარჩუნება რთულია. ნათქვამიცაა, რომ ჩემპიონობის შენარჩუნება მოპოვებაზე რთულია.

ამიტომ, მინდოდა ჩვენი ფეხბურთელები კარგ კლუბებში წასულიყვნენ, სანაცვლოდ კი სხვა კარგი მოთამაშეები მოგვეყვანა, ის ადამიანები, ვისაც მსგავსი მიღწევები არ გააჩნიათ.

შეიძლება ცოტა მოვეშვით. წელსაც საუკეთესო გუნდი გვყავს და იმედი გვაქვს, რომ პროცესს გამარჯვებისკენ მივიყვანთ. ლიდერებთან გვაქვს სათამაშო და მათთან სრული შემართებით დავბრუნდებით.

- წელს პირველად ხდება, რომ "საბურთალო" სამ სხვადასხვა ტურნირზე ასპარეზობს. რამდენად აქვს გუნდს რესურსი, რომ ყველა მათგანში მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს?

- ძალიან მიჭირს ასეთ რაღაცებზე საუბარი, რადგან ეს "საბურთალოს" ცხოვრებაში პირველად ხდება. რაც არ გამიკეთებია, ამაზე საუბარი მიჭირს, მაგრამ ჩემი ვარაუდია, რომ ამის რესურსი გვაქვს.

პირველი წელიწადია, როდესაც თასის ამ ეტაპზე გავედით, ვთამაშობთ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ჩემპიონატში. გვაქვს რესურსი, გვყავს გუნდი.

მახარებს, რომ საქართველოში კარგი კლუბებია. ერთადერთი, რაც გულს მწყვეტს, არის ის, რომ არ გვაქვს საკუთარი არენა და არ გვყავს საკმაო რაოდენობის გულშემატკივარი, მაგრამ გვყავს ძალიან კარგი ქომაგები.

წინა წლების გამოცდილებამ მანახა, რომ 5-6 ფეხბურთელის გამოკლებამ ძალიან კარგი გუნდი დაასუსტა და დაღალა. როდესაც ისინი დაბრუნდნენ, ძალიან კარგი მესამე-მეოთხე წრე გვქონდა.

ვფიქრობ, როგორც ეროვნული ლიგის, ასევე თასის მოგების შანსი გვაქვს.

- რას ფიქრობთ სხვა ქართულ კლუბებზე, რომლებიც ასევე ჩაერთვებიან ევროტურნირებში?

- ბოლო წლების გამორჩეული კლუბია ქუთაისის "ტორპედო", რომელსაც ძალიან კარგი გუნდი ჰყავდა, მეკარიდან დაწყებული, თავდამსხმელით დასრულებული.

სათადარიგოთა სკამზეც მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავდათ და ამ ყველაფერს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპეციალისტი ხელმძღვანელობდა.

რამდენი ეტაპი გაიარა წინა წელსაც და ვფიქრობდი, რომ თუ წელს ვერა, მომავალ წლებში ქუთაისის "ტორპედო" კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას მოახერხებდა.

პარალელს გავავლებდი "ზესტაფონთან". როცა ძალიან ცოტა დაგვაკლდა ჯგუფში შესვლამდე. მაშინაც დროის ფაქტორი იყო. "შტურმთან" გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ვხვდებოდით, ხოლო პლეი ოფში მარცხის შემთხვევაში ავტომატურად ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავდიოდით.

მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქართული კლუბი გავა ევროტურნირებზე, მთავარია ეს მოვახერხოთ, რადგან ამის შემდეგ ქართულ ფეხბურთში დიდი პროგრესი დაიწყება.

რაც შეეხება საჩხერის "ჩიხურას", ეს არის კლუბი, რომელიც ყოველთვის სიურპრიზებით არის სავსე. რა თქმა უნდა, მათაც აქვთ შანსები. კარგი გუნდია თბილისის "დინამოც", რომელსაც აღმასვლა აქვს.

მინდა, ყველა ქართულ კლუბს ევროტურნირებზე წარმატება ვუსურვო.

• რა მაფიაა?

აბა, შერიფის ბარიერი?

• roma

პროგრამა მინიმუმი გოლის არგაშვებაა, თუ გავიტანთ ვაფშე მაგარი იქნება. წარმატებები საბურთალოს ბათუმი თქვენთანააა. ღმერთი თქვენსკენ

• roma

"ნიგჰტ" შურიანი ხარ ძალიან, რაც ცუდია, მე ბათუმელი ვარ და დინამოს ფანიც, არ ვიცი ლუკა ვისი ფანია მაგრამ მართალია. რაც შეეხება ბათუმს გეტყვი რომ ძალიან გვიყვარს ჩვენი გუნდი როგორიც არუნდა იყო თუნდაც მეორე ლიგაში ყოფნისას ვავსებდით ანგისას ბაზას. თქვენ თბილისში ვის როგორ აფასებთ და რა კრიტერიუმით არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ თამაშზე არმისვლით გუნდს აზიანებთ და მერე კლავიატურაზე მაგრები ხართ და ლანძღვაში ბადალი არ გყავთ. ჩვენთან დინამო რომ გოლს უშვებს უფრო ხმამაღლა ვგულშემატკივრობთ და შედეგიც არ აყოვნებს, გაიხსენეთ დინამოების ჯახი ბათუმში ან კიდევ საბურთალოსთან თამაში, ძალიან მაგარი თამაშები იყო ორივე, მარტო იმიტომ კი არა რომ ორივე მოვიგეთ, ნეიტრალური გულშემატკივრისთვის სასიამოვნო თამაში იყო, თუნდაც თბილისში ბოლო თამაში წავაგეთ მაგრამ საყურებლად კაი თამაში იყო. ან რას გიხსნი ვაფშე ფეხბურთის აზრზე არ იქნები შენ.

• Night

ბათუმის ფანი ხარ ალბად მალე დიდი სტადიონი გექნებათ ვნახოთ რისი მაქნისები ხართ ფანობა არ გიშველით ზესტაფონის თამაშებზე თბილისელებიც დავდიოდით გვევასებოდა ეგ გუნდი იმერლებს თავში ავარდნილი არ ჰქონდათ ბევრსაც მიაღწიეს კოკაიას ხუშტურები რომ არა დღესაც უძლიერესებში იქნებოდნენ გეგუჩაძე საუკეთესოა მაგრამ ზუსტად მაგის ბრალია რომ ჯგუფში ვერ შევედით გამიკვირდა ლეგიონერებს რომ ათამაშებს აქამდე კატეგორიული წინააღმდეგი იყო თქვენ ჯერ არაფრისთვის მიგიღწევიათ უკვე დაფრინავთ ამიტოა რომ ჩემპიონატში ყველას გადაიმტერებთ დინამო თბილისის ადგილს დაიკავებთ აშკარად დ

• ლუკა

ქვეყანაში სადაც ადგილობრივ გუნდებს გულშემატკივარი არ ყავთ და ცარიელ სტადიონებზე თამაშობენ, ვერასდროს ვერ ეყოლება წარმატებული გუნდი ევროტურნირებზე. საბურთალო ვერ გადალახავს შერიფის დაბრკოლებას. ჯობია ისევ ადგილობრივ ჩემპიონატზე იფიქროთ.

• Georgian

მჯერა ამ კაცის სამწვრთნელო შესაძლებლობების!წარმატებები!

• გადასარევი გიორგი

კარგად საუბრობს, ეტყობა რომ კარგი მწვრთნელია. წარმატებები!

• დათო

დიდი ანგარიშთ თუ არ განადგურდით ეგ იქნაბა წარმატება, შეტევაზე გადასვლა არ სცადოთ, დადექით დაცვაში მეკარის მოედათანთან ახლოს, ეგება 0:0 გაჩარხოთ

69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა

“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება

საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს

"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"

[VIDEO] პედროს დუბლი ყოფილ გუნდთან - "ჩელსი" ფინალში გავიდა

კვარაცხელია "რეალის" წინააღმდეგ. პსჟ-მ ოკეანისგაღმა დესანტი გადასხა - ორმა ფეხბურთელმა გუნდი ნაადრევად დატოვა

"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს

პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა

პსჟ-ს შემტევის ძმა შეიძლება "მილანში" გადაბარგდეს

"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა

"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს

ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს

დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება

დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს

"ლიონმა" "რომას" მიქაუტაძის სანაცვლოდ გიჟური თანხა მოსთხოვა - Corriere dello Sport შესაძლო ტრანსფერზე

შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება

ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს

"უხეში სიტყვები გაცვალეს... "ბაიერნის" ფეხბურთელები მატჩის მერე პსჟ-ის გასახდელთან მივიდნენ და ეს მოხდა" - რაფინიამ უცნობი ისტორია მოჰყვა

"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა

[VIDEO] ხმა ვეღარ ამოიღო - "ჩელსის" მწვრთნელი პრესკონფერენციაზე შერცხვა

ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა

ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს

ოფიციალურად: ლაზარე კუპატაძე "გონიოს" ფეხბურთელია

ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი

ლაზარე კუპატაძე შესაძლოა, ეროვნული ლიგის კიდევ ერთ გუნდში გადავიდეს

ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]

გაბედავას კონტრაქტი დაუსრულდა და "საბურთალო" დატოვა

გიორგი გაბედავა თბილისის "დინამოში" გადავიდა

გაბედავა: გვაქვს შანსი დავამტკიცოთ, რომ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია

ექსკლუზივი: ცხადაძე "დინამოდან" წავიდა, მას ჭიაბრიშვილი ცვლის? - "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი პირველ კომენტარს Sportall-თან აკეთებს

ლაზარე კუპატაძე “საბურთალოში” დაბრუნდა

"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"

"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას

"საბურთალო" გიორგი გაბედავას აზერბაიჯანულ გუნდში შესაძლო გადასვლას უარყოფს

ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს

"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი

ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი

ჭიაბრიშვილი: ძალიან მოტივიერებულები ვართ და ვალდებულნი ვართ, "პაიდეს" ბარიერი გავიაროთ

"მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ" - გიორგი ჭიაბრიშვილი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამუშაო პროცესს დაუბრუნდა

"ორი მატჩის შემდეგ ნული ქულა გვაქვსო, მაგრამ იცით, რა არის მთავარი შედეგი?!" - გია ჭიაბრიშვილი ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს

"მივდივარ ვარჯიშზე და გეგუჩაძე მეუბნება..." - ლაზარე კუპატაძემ ბათუმის "დინამოდან" წამოსვლის მიზეზზე ისაუბრა

გიორგი გაბედავა: ვერ ვხვდები, როგორ გავუშვით 3 გოლი პირველ 10 წუთში

"ბოდიში! ასე არ შეიძლება... ვიღებ პასუხისმგებლობას..." - ჭიაბრიშვილი "პაიდესთან" მარცხის შემდეგ

"პირველ მატჩში გარკვეული წნეხით ვითამაშეთ..." - რა თქვა ჭიაბრიშვილმა "პაიდესთან" განმეორებითი მატჩის წინ

ბათუმის "დინამო" სასტარტო მეკარის გარეშე დარჩა - კუპატაძე და "სლოვანი" ისევ აქტუალურია?

ლაზარე კუპატაძე ბათუმის "დინამოს" დატოვებას ეხმაურება

ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

თბილისის "დინამო" სამმა ფეხბურთელმა დატოვა