საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ციკლში მორიგი მოსამზადებელი მატჩი გამართა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბელარუსის ნაკრებს უმასპინძლა და საკმაოდ იოლად – 88:59 დაამარცხა. ქართველებმა ბელარუს თანატოლებს შანსი არ დაუტოვეს და პირველივე პერიოდში რომ გალიდერდნენ, საკუთარი უპირატესობა მცირე ხნითაც არ დაუთმიათ.

ბელარუსის ნაკრები საქართველოში 2 ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად ჩამოვიდა და გლიგორიევიჩის გუნდ ხვალ, 18:00 საათზე კიდევ ერთხელ გაეჯიბრება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის (B დივიზიონი) ემზადება, რომელიც 12-21 ივლისს პორტუგალიის ქალაქ პორტოში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 21 გუნდია, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველო 6-გუნდიან, C ჯგუფში მოხვდა შვედეთთან, ჰოლანდიასთან, ესტონეთთან, კოსოვოსა და სომხეთთან ერთად. თითო ჯგუფიდან პლეი ოფში 2 საუკეთესო გადის და აგრძელებს ბრძოლას ტურნირის სამეულში მოსახვედრად. გათამაშების ფორმატის თანახმად, B დივიზიონის საუკეთესო 3 გუნდი შემდეგი, 2020-2021 წლების სეზონისთვის ელიტარულ, A დივიზიონში იასპარეზებს.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა აქამდე საწვრთნელი შეკრება სლოვენიასა და უკრაინაში გამართა, სადაც მთლიანობაში 5 საკონტროლო მატჩი გამართა. დღევანდელ შეხვედრაში ქართველებმა დიდებულად ითამაშეს, რაც გამარჯვების საფუძველი გახდა. თუმცა მოგება არაა ჩვენი გუნდის და სამწვრთნელო შტაბის მიზანი. მილოშ გლიგორიევიჩი გუნდის სათამაშო ტაქტიკას და კომბინაციებს ამუშავებს, რათა ევროპის ჩემპიონატს ოპტიმალურ ფორმაში შეხვდეს.

რაც შეეხება დღევანდელი მატჩის გამორჩეულ მოთამაშეებს, აღსანიშნავია კოკა ფიფიას ზუსტი მიზანი, რომელმაც პირველ პერიოდში 4 სამქულიანი ჩააგდო და სათავე დაუდო საქართევლოს ნაკრების მყარ ლიდერობას. საბოლოოდ ფიფიამ 17 ქულა ჩააგდო, ხოლო ნიკა მეცხვარიშვილის ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. მილოშ გლიგორიევიჩმა თითქმის ყველას მეტ-ნაკლებად თანაბარი სათამაშო დრო მისცა და ქულების მითვლა ყველა მათგანმა შეძლო.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
საქართველოს U20 ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის უნგრეთს შეხვდება
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
U20. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინასთან დამარცხდა
საქართველოს U20 ნაკრებმა მე-5 ადგილი დაიკავა | სულაბერიძე ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გავიდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინას დაუპირისპირდება