<p>ინგლისის ჩემპიონის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონს ფეხბურთის ასოციაციისგან სასჯელი ელის <br> ინგლისის ჩემპიონის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელ სერ ალექს ფერგიუსონს ფეხბურთის ასოციაციისგან სასჯელი ელის - შოტლანდიელმა ხსენებული ორგანიზაციის შეფთა ბოლო ბრალდებაზე ყურიც არ მოიფხანა. არადა, ფერგიუსონს ორშაბათის 4 საათამდე ჰქონდა დრო. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალისტს ასოციაციისთვის პასუხი უნდა გაეცა, აპირებს წაყენებული ბრალდების გასაჩივრებას თუ მორჩილად მიიღებს სასჯელს.</p><p>ბრალდების მიზეზი კი იმდენად უგუნური გახლდათ, რომ გასაკვირი არ არის, „იუნაიტედის“ თავკაცმა დემონსტრაციულად, რომ უგულებელყო. კერძოდ, 8 მაისს, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ჩელსის“ შეხვედრას მსაჯმა, ჰოვარდ უებმა თავი ჩინებულად გაართვა, რის გამოც ფერგიმ ის შეაქო, ინგლისური წესის თანახმად კი მწვრთნელებს არბიტრების შეფასების უფლება არ აქვთ. ეს წესი, რასაკვირველია, არბიტრების ლანძღვისგან თავის დასაზღვევად მოიგონეს, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ კაცს ქების გამოც დასჯიან.</p><p>ფერგიუსონის დუმილი განიხილება, როგორც ბრალდებასთან დათანხმება და მას აუცილებლად დასჯიან. კლუბის თანამშრომელთაგან კი ცნობილი გახდა, რომ შოტლანდიელ სპეციალისტს ასოციაციის მიერ წაყენებულმა მართლაცდა უცნაურმა ბრალდებამ მოთმინება დააკარგინა.</p>
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა