საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 12 ივლისს ევროპის ჩემპიონატის "ბ" დივიზიონში ჩაებმება, გუშინ კი მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო მოსამზადებელი მატჩი გამართა.

ქართველები უკვე ევრობასკეტის მასპინძელ პორტუგალიაში არიან და ბოლო სპარინგიც ამ ქვეყნის ნაკრებთან გამართეს. საქართველოს ნაკრებმა ძალიან უშედეგოდ ითამაშა მეორე პერიოდში, რომელიც 9:35 წააგო და საბოლოოდ შეხვედრაც დიდი სხვაობით – 57:93 დათმო.

მილოშ გლიგორიევიჩი დ ამისი ასისტენტები - ირაკლი ძიძიგური და ჯაბა ბაქრაძე სათანადო დასკვნებს გამოიტანდნენ პორტუგალიასთან დამარცხებიდან და იმედია, 12 ივლისიდან ჩვენი ნაკრები მეტი შედეგიანობით შეუყვება ევრობასკეტს, რომელშიც 21 ქვეყანა მონაწილეობს. გუნდები 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. ერთადერთი 6-გუნდიანი ჯგუფია და მასში საქართველო მოხვდა:

A ჯგუფი: უნგრეთი, ირლანდია, ისლანდია, ბელარუსი, რუსეთი

B ჯგუფი: ჩეხეთი, ალბანეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ფინეთი

C ჯგუფი: შვედეთი, კოსოვო, ჰოლანდია, საქართველო, სომხეთი, ესტონეთი

D ჯგუფი: პორტუგალია, ლუქსემბურგი, ბელგია, ჩრდილო მაკედონია, სლოვაკეთი

გათამაშების ფორმატის თანახმად, თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა და განაგრძობს ბრძოლას საუკეთესო სამეულში მოსახვედრად. სწორედ 3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს ელიტარული, A დივიზიონის საგზურს. ჯგუფიდან ვერგასული გუნდები 9-21 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო ეტაპში გააგრძელებენ ასპარეზობას.

მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით.

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან