საქართველოს ეროვნულმა 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან პრის მეორე, ლოძის ეტაპი მე-8 ადგილზე დაასრულა და ჯამში მე-9 ადგილს დასჯერდა.

პოლონეთში, ჯგუფურ ეტაპზე, ჩვენმა გუნდმა ინგლისისა და რუსეთის ნაკრებები დაამარცხა და მეოთხედფინალში იტალიას შეხვდა, რომლის დამარცხების შემთხვევაში, გაისად მსოფლიო სერიის შესარჩევ, ჰონკონგის ტურნირზე თამაშის უფლება თითქმის დაბევებული გვექნებოდა.

მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოედანზე დიდი ბრძოლა გაჩაღდა. საქართველო ბურთს აკონტროლებდა და პირველი ტაიმის გაწითლებულ დროზე ანგარიში გაიხსნა - გაწითლებულ დროზე რევაზ ხარაზიშვილმა ოფლოუდი მოძრაობაში შეირგო და ძელებშუა გატანილი ლელო თავად გარდასახა - 7:0. მეორე ტაიმში იტალიამ ლელო გაქვითა, მაგრამ გარდასახვა ვერ გაიტანა. დასკვნით წუთებში საქართველო უტევდა, მაგრამ მეტოქის 22-ში ბურთი დაიკარგა და კონტრშეტევაზე, საფინალო ხმოვან სიგნალთან ერთად მიღებული ლელოთი გამარჯვება იტალიას დარჩა - 12:7.

ჰონკონგში გამგზავრების შანსი კიდევ გვრჩებოდა. ამისათვის საჭირო იყო დარჩენილი ორივე თამაშის მოგება და ამავდროულად, პორტუგალიას ორჯერ უნდა წაეგო. მე-5 ადგილის ნახევარფინალში უელსი გვერგო და მეტოქე დაწინაურდა. პასუხად ოთარ ლაშხმა მცველებთან ჭიდილში დაახლოებით 60 მეტრი ირბინა, მეტოქის 22-ში წარმოქმნილი რაქიდან ბურთი მარჯვენა ფრთაზე ჩათამაშდა და ნიკოლოზ გიგაურის ლელო ბექა წიკლაურმა გარდასახა - 7:5.

მეორე ტაიმში უელსმა ორი ლელოს გატანა შეძლო და 10 ქულით დაწინაურდა. პასუხად, ხანგრძლივი შეტევის შემდეგ წიკლაური მბოჭავს გაექცა და ლელოში შესულმა ბურთი ლაშა ლომიძეს გადააწოდა, რის შემდეგაც გარდასახვაც იოლად გავიდა. დასკვნით წუთებში უელსმა სინბინით ორი მორაგბე დაკარგა და გამარჯვება ძალიან ახლოს იყო, ხაზიც გაიჭრა და მიზნამდე მეტრი რჩებოდა, მაგრამ ბოჭვისას შემტევს ბურთი გაუვარდა და მოსაგები შეხვედრა 3 ქულით დავთმეთ.

მე-7 ადგილისთვის მატჩი აღარაფერს წყვეტდა. მეტოქე სამი ლელოთი რომ დაწინაურდა, ორით ვუპასუხეთ, მაგრამ მერე შეცდომები გახშირდა და საბოლოოდ პორტუგალიამ 40:19 იმარჯვა.

შედეგად, საქართველოს 7-კაცამ ეტაპი მე-8 ადგილზე დაასრულა, ხოლო გრან პრიზე მე-9 ადგილს დასჯერდა. ლოძის გრან პრი გერმანიამ მოიგო, რომელმაც ფინალში ესპანეთს 28:14 სძლია. იტალიამ ირლანდიას 21:12 მოუგო და მესამე ადგილი დაიკავა; მე-5 ადგილისთვის საფრანგეთმა უელსს 29:19 მოუგო; 21:12 სძლია ინგლისს რუსეთმა და პოლონეთში მე-9 ადგილზე გავიდა, ხოლო პოლონეთმა მე-11 ადგილისთვის რუმინეთი დაამარცხა - 26:12.

ორი ეტაპის ჯამში, გერმანიას 34 ქულა მოუგროვდა და გრან პრის გამარჯვებული პირველად გახდა. მან საფრანგეთს გადაასწრო, რომელსაც ჯამში 32 ქულა მოუგროვდა. ამდენივე ქულით მესამე ადგილი ერგო ირლანდიას. 28 ქულით მეოთხეა ესპანეთი, 22-22 ქულა დააგროვეს უელსმა და იტალიამ; 19 ქულით მეშვიდეა ინგლისი, რომელსაც 3 ქულით ჩამორჩა პორტუგალია. 9-ქულიანმა საქართველომ გაასწრო რუსეთს (8), პოლონეთსა (4) და რუმინეთს (2).

ევროპიდან ჰონკონგის შესარჩევ ტურნირზე გერმანია, იტალია და პორტუგალია გავიდნენ. გარდა ამისა, გერმანია 2020 წლის მსოფლიო სერიაზე ორ ეტაპს ითამაშებს - ინგლისსა და საფრანგეთში.

პოლონეთში ითამაშეს:

ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), ივანე ხელაია (ლოკომოტივი), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), იაგო ხაბულიანი (აია), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი), დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი), დავით თაბუკაშვილი (ხარები), ლაშა ლომიძე (აია), ოთარ ლაშხი (ლელო-სარასენსი), რამაზ ხარაზიშვილი (იუნკერები), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები).

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა

მწვრთნელი: ბესიკ ხამაშურიძე

მენეჯერი: ალექსანდრე ნიჟარაძე

ფიზიო: გიორგი კანდელაკი

ექიმი: ირაკლი ბერიაშვილი

ვიდეო: ლაშა მჭედლიშვილი

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

dasi
ოლიმპიადა ძალიან საჭირო ტურნირია და არასერიოზულად უდგებიან ამ საკითხს
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"