საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მე-3 მატჩი მოიგო და პლეი-ოფში გასვლის გზაზე დიდი ნაბიჯი გადადგა.

თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა უკრაინა დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილზე დამკვიდრდა.

საქართველოს კონკურენტად ირლანდია დარჩა, რომელმაც დღეს დანია დაამარცხა და უკრაინის მსგავსად, 4 ტურის შემდეგ 2-2 მოგება-წაგება აქვს.

31 ივლისს, ჯგუფის ბოლო მატჩში, საქართველო ირლანდიას ხვდება და თუ გაიმარჯვა, პლეი-ოფში გავა, არადა, ჯგუფიდან გასვლის საკითხს ბურთების შეფარდება გადაწყვეტს, რისი დაანგარიშებაც ახლა ცოტა ნაადრევია.

საქართველომ უკრაინა ღირსეულ, საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. სლავები საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ, მთელი თამაშის მანძილზე ღირსეულად გვეპაექრებოდნენ და მხოლოდ ბოლოს, გადამწყვეტ მომენტში გატყდნენ. საქართველოს ნაკრების წევრებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს და სწორედ მაშინ ითამაშეს შედეგიანად, სადაც საჭირო იყო.

პირველი ნახევრის ფრედ დასრულების შემდეგ, მესამე პერიოდში, საქართველოს ნაკრებმა გაქცევა მოაწყო, რაც ძირითადად გუნდური თამაშით იყო განპირობებული. ბურთების უმეტესობა კი აღნიშნულ პერიოდში რატი ანდრონიკაშვილმა ჩააგდო და საქართველომ ათწუთეულის 27:17 მოგებით ბოლო პერიოდის წინ ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა - 64:54.

ბოლო პერიოდში ქართველებმა ლიდერობა შეინარჩუნეს და უკრაინელთა ყველა მცდელობა ჩანასახშივე ჩაახშვეს. მაქსიმუმი, რასაც სლავებმა მიაღწიეს, ჩამორჩენის 4 ქულამდე შემცირება იყო. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 85:73 მოიგო და ჯგუფში დაუმარცხებელი ჩრდილოეთ მაკედონიის ზურგსუკან, მეორე ადგილზე დამკვიდრდა.

გამარჯვებულთაგან 24 ქულით საუკეთესო რატი ანდრონიკაშვილი იყო. 11 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა ანზორ ნადირაძემ. 12 ქულა ვლადიმერ თავაქარაშვილის ანგარიშზე დაგროვდა. ალექსანდრე მერკვილაძემ 10 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ლაშა მიქელაძემ კი შეხვედრა 9 ქულით დაასრულა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო მატჩს ხვალ, 31 ივლისს, ირლანდიასთან გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

სოსო
ახლა იტალია თურქეთის რეპორტაჟი ჩავრთე და თამაშის დაწყებიდან 7 წუთი რომ იყო გასული,იტალია იგებდა 9-0.ასეთი რამე არასოდეს მინახია.
სოსო
რომელ საათზეა რეპორტაჟი?
ციბა
რატომაა დათვლა ნაადრევი? უკრაინამ 11 ქულა მოუგო ირლანდიას და 12 წააგო ჩვენთან,ანუ აქვს -1. ჩვენ არ უნდა წავაგოთ -11 ზე მეტი და გვექნება +1,ირლანდიას 0. ამ შემთხვევებში გავდივართ ჩვენ. თუმცა სავარაუდოდ ამის თვლა არ მოგვიწევს.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
18-წლამდე ნაკრებს ლაშა ფირცხალაიშვილი უხელმძღვანელებს
ახალი ფორმაციის 18-წლამდელთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
16 და 18-წლამდელთა გუნდების შემადგენლობა და მოახლოებული მატჩები
18-წლამდელთა "ექვსი ერის" ფესტივალს საქართველო გახსნის
U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
ქართველი ახალგაზრდები უნგრეთს ამჯერად დაუზავდნენ