საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი შოთა არველაძე ამჟამად ტაშკენტის "ფახთაქორს" წვრთნის.

ქართველ მწვრთნელთან ინტერვიუ რუსულმა ონლაინგამოცემა argumenti.ru-მ ჩაწერა. ქვევით გთავაზობთ აღნიშნული ინტერვიუს იმ ნაწილებს, რომლებიც ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება.

"ერთ დროს რუსეთის ნაკრების მწვრთნელობა შემომთავაზეს, თუმცა მაშინ ისეთი პოლიტიკური სიტუაცია იყო, რომ არ შემეძლო თანხმობის მიცემა. მეგობრულად და დიპლომატიურად ავუხსენი ყველაფერი რუს კოლეგებს და მათთან კარგი ურთიერთობა შევინარჩუნე.

უზბეკეთში ცხოვრებისას აღმოვაჩინე ძალიან ბევრი საინტერესო და უცნობი ფაქტი ამ ქვეყნის შესახებ. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს კულტურებში ძალიან ბევრი საერთო რამეა.

ქართველები რუკაზე ვართ ევროპელები, ისე კი უფრო აღმოსავლელი ხალხი ვართ, რაღაც მხრივ, აზიელებიც კი. ოჯახის კულტურა, მეზობლობის, გულმხურვალე დამოკიდებულება მშობლებისა და მეგობრების მიმართ, სტუმართმოყვარეობა, სამზარეულო - ყველაფერი ეს საერთო გვაქვს.

ადრე ვფიქრობდი, რომ საუკეთესო საჭმელს ქართველები ვაკეთებდით, თუმცა ახლა ქართულ სამზარეულოს მეორე ადგილზე ვაყენებ უზბეკურის შემდეგ. ყოველ ჯერზე არა მხოლოდ საკუთარ თავს, მზარეულებსაც ვეჩხუბები, რომ ისეთ გემრიელ საჭმელებს ნუ აკეთებენ", - აღნიშნა შოთა არველაძემ.

შოთას გაწვრთნილი "ფახთაქორი" უზბეკეთის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს.

15 ტურის შემდეგ გუნდს 41 ქულა აქვს, 13 შეხვედრა მოიგო, 2-ში ფრედ ითამაშა და უახლოეს მდევარ "ლოკომოტივს" 11 ქულით უსწრებს.

ილარიონი
მე პირადად მიმაჩნია და არა მარტო მე რო არც ევროპელები ვართ და არც აზიელები. მაგრამ სამხრეთელები რა შუაშია?
დათო
ჩვენ აზიელები არ ვართ. ჩვენ სამხრეთელები ვართ. ცოტა მეტი ერუდიცია, ცოდნა და განათლებაა საჭირო.
Saqartvelo lamazo
Eვრაზია კონტინენტია ჩრდილოეთიდან ჩრ.ყინ ოკეანეთი და აღმოსავლეთ წყნარი და დასავლეთიდანაც ატლანტიკური ოკეანეებით მთავრედება.სამხრეთიდან კი ევროპა კონსტანტინოპოლით-ისტანბულით იფარგლება.ნახევარი ქალაქი ევროპაშია ,ნახევარი აზიაში ქვემოთ გამყოფი წყალია ხმელთაშუა ზღვამდე ე. ი. ატლანტიის ოკეანემდე ეგეის,მარმარილოს ზღვების დასავლეთით ევროპაა საბერძნეთით წყებული, აღმოსავლეთით და სამხრეთით ამ წყალგამყოფი ხაზიდან ა კი აზიაა , თურქეთით წყებული ინდეთის ოკეანემდე სამხრეთით და წყნარამდე აღმოსავლეთით.თურქეთი მარტო ისტამბულითაა ევროპაში.ხოლო მცირე კავკასიის ქედის ქვემოდან სასომხეთზე პირობითად გადის ევრაზიის სამრეთ ზღვარი რადგნ კასპიის და შავი ზღვა ოდესღაც ერთიანი წყალგამყოფი ზოლი იყო სამხრეთიდან ევროპისა აზიისგან.....
ინკვიზიტორი
ხარჯი ხარჯია, ბარემ რაც დაწერე, თარგმანიც დაგედო რა.
Aburjgads medead da prometeosis- amiranis droindel qarTvelebisgan
Mონგოლების არა ,იხვის ტოლმა.ბლენა! Mომთაბარე ხალხია მონგოლები..ცხენის ხორცისგან ძეხვი-ყაზი კი , ცხვრის გამომშრალი დუმისგან ხორცის შესაწვავი მასალა კი მონგოლებია მაგრამ ,პური არ მოჰყავდათ მომთაბარეობდენ,სხვებისგან ისწავლეს ფქვილის დაფქვა ხინკალი უფრო ჩინურ- იტალიურ მთებში(რავიოლი)-Xევსურულია, ურუსმა ორდელებმა მეჩბიდმეტე საუკუნიდან შემოიღეს "ბლუდად"დაპყრობილ ურალში იქაურ მთიელებისგან მოიპარეს და თავისად ასაღებენ(პელმენი დაარქვეს) .სხვადასხვა ხალხებს ათობით დასახელების დანაყილი ხორცი- ცომში გახვეული და წყალში მოხარშული, აქვთ, მაგრამ ქართველების ხინკალი ერთერთი უძველესი კერძია. ხუთი ათას წელზე მეტს ვარსებობთ როგორც ერი .ბერძნები ჩვენზე ,თავიანთ ლეგენდებში ამბობდენ, გვიხსენიებდენ მესამე საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე,ისიც ლეგენდებში რომ სინამდვილით ვერ გაგვწვდენ ელინელებ ქართველებზე მოგვიანებით ჩამოყალიბებული ერია, დედა მიწაზე ისწავლეთ აბურჯგა....სწავლის ძირი მწარე არის....
niko
ამ შოთას საერთოდ თითქმის არაფერში არ ვეთანხმები, მაგრამ დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში თითო ოროლა გამონაკლისისგარდა არ იციან, შეიძლება იტალია იყო გამონაკლისი და მისი მსგავსი, ასევე ბალკანეთი და სულ ესაა.
გიზოგ
ეგ, ევროპის აღმოსავლეთ საზღვარია, მაგრამ მას გაჩნია სამხრეთ საზღვარი, რომელიც კავკასიის ქედზე გადისო, ასე გვასწავლიდნენ გასულ საუკუნეში გეოგრაფები. ქართველები მენტალიტეტით უფრო სამხრეთ ევროპელები ვართ, როგორ უკვე აღნიშნეს, ვიდრე აზიელები. აზიური უფრო ზეგავლენა გვაქვს.
gio
შენ თუ გინდა პაკისტანელი იყავი, მაგრამ ყველას სახელით არ ილაპარაკო. ოჯახი და მეზობლები ბევრ ევროპულ ქვეყაბაში იციან...
aburjga
პლოვი შუააზიურია, უზბეკური, ყაზახური, თურქმენული.... მრავალი ნაირსახეობა არსებობს. ყველაზე უფრო კლასიკური უზბეკური პლოვი მომწონს სტალიკ ხანკიშევის გაკეთებული!!! )))
aburjga
ხინკალი მონღოლების შემოტანილია...
კახა ქ.
უზბეკებს მართლაც ძალიან კარგი და გემრიელი სამზარეულო აქვთ.ჩვენ ერთი ცუდი თვისება გვაქვს-ყველაფერში თავი პირველები გვგონია....რაც შეეხება უზბ ეკებს,ძალიან უყვართ ქართველები,ზეპირად იციან ჩვენი ძველი ფეხბურთელები და ძალიან უყვართ.მე ამერიკაში ვარ 12 წელია და უზბეკი თუ შევხვდები მეუბნებიან,პახტაკორის შემდეგ დინამო თბ.უყვარდათ ჩვენთან ყველაზე უფროო.1964წ.თითქმის მთელი ტაშკენტი დინამოს უჭერდა მხარსო.უზბეკური რესტორნები ხო ძაან კარგებია.ტკბილეულზე ხო საერთოდ .....ასე რო შოთა მართალია,აქ ესეა და იქ ხო წარმომიდგენია....
დავით 67
კი ბატონო ძალიან გემრიელი კერძები აქვთ უზბეკებს, შენზე ადრე გამისინჯავს შოთა ბატონო, მაგრამ ქართველი კაცი ქართულ საჭმელს მეორე პლანზე რომ გადაიტანს ან გემოს პრობლემა აქვს ანდა რაღაცას ელოდება მათგან. არ მგონია ეს სიმართლე იყოს რასაც წერ.იყავი ობიექტური და სამართლიანი. არ არის საჭირო ეს მაამებლობა. უზბეკები,მაინც გადაგიხდიან იმ ფულს რაც კონტრაქტით გეკუთვნის.
Racha
ნათქვამია სადაც ცხოვრობ იქაური ქუდი უნდა დაიხუროო მარა შოთა მთლად ნუ ჩამოიბხატებ თვალებზე ტეხავს
ozeki
ეს ოხერი მაყუთი რას არ ათქმევინებს კაცს.
ლონდონიდან-ს
მე რო არ ვუბერავ იმიტომ ვამბობ,სულხან საბა,ლებანიძე და კიდევ ვახუშტი ბატონიშვილი უბერავდნენ და სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად მეგრელთმოძულეობა დატოვეა ლიტერატურაში,ეს უნდა წაიკითხოთ რომ დარწმუნდეთ იმაში რასაც მე ვწერ.კი არ ვიგონებ ღმერთოჩემო
ბაჩი
კერძოდ მეგრული სამზარეულოდანაა ჩვენი სამზარეულოს ადგილობრივი ნაწარმი.ეს ყველამ იცის
Geo_Dinamo
პლოვი უზბეკურია, ყაზახურია, ტაჯიკური თუ ყირგიზულ ანაც თურქმენული თვითონ ვერ გეტყვიან და შენ შოთასთან ერთად რატომ აწერთ უზბეკებს არ ვიცი.
ლონდონიდან
ბაჩო,საით "უბერავ". მეგრული ენა ერთერთი შემაქვიტკირებელი ენათაგანია სვანურთან .... და სხვათა დამწერლობით თუ ზეპირ, ენების და დიალექტების ერთობაში,უძლიერესი მსოფლიოს ენებიდან, ქართული,ქართველთა დედა ენისა ,თუ შენც იმგვარადვე ამბობ და ფიქ...როგორც უთვისტომო რუსეთის ერთ ერთ გუნდში მოსკოვის "სპარტაკში" რომ თამაშობს და ჯიქია რომ არის გვარად და ეროვნებით "ეს"ვარო,არც მეტი არ არც....
ლევილიდან
ერთმან მეფემან უბრძანა თვისსა ვაზირსა: წადი, ასეთი საჭმელი მომიტანეო, რომე ხმელზე მის უტკბესი არა იყოსო და არცა ზღვათა შინა იპოვებოდესო! წავიდა ვაზირი, ენა უყიდა, მოუტანა, შეწვა, აჭამა და მოეწონა. უბრძანა კიდევ: წადი, ასეთი რამ მომიტანე, ქვეყანაზე მისი უმწარესი არ იპოვებოდესო! წავიდა, კიდევ ენა უყიდა და მოუტანა. უბრძანა მეფემან: მწარე ვითხოვე, ენა მომიტანე და ტკბილი ვითხოვე და ენა მომიტანეო! მოახსენა ვაზირმან: თავმან შენმან, არცარა ენის უტკბოსი იქნების და არცარა ენის უმწარესი პირსა ყოვლისა ქვეყნისასაო. - აწ მეფეო, ხელმწიფეთა წინა მდგომი კაცი სანთელია: თავსა თვისსა დასწვავს და სხვათ გაუნათლებს; მეფისა საყვარელსა კაცსა სხვანი სძულობენ და ხრიკითა მასცა შეაძულებენ.- სულხან საბა ორბელიანი.ბაჩო! ხრიკებს შეეშვი-სულცან ორბელიანის მამა საქართველოს მეფის არჩილ მეორის ბაგრატიონების სისხლმატარებელი იყო ,დედის მხრიდან კი დადიანების სისხლი ჰქონდა სულცან-საბას და საქართველოს ეროვნული გმირია, დიდი ქართველი დიპლომატი,მოსკოვში მოწამლული ,საქართველოს მტრების მიერ,რუსეთის იმპერიასთან მოლაპარაკებებისას ,?,მოგვიანებით მეფეც მოწამლეს იმავე იმპეტიაში.მურმან ლებანიძე კი თავისი ლექსით, რუსთაველის ვეფხვისტყაოსნის მეგრულად თარგმნის,სუსტად თარგმნის საპასუხოდ, დაწერილით,აქ არავის უხსენებია და მაშინ დიდი აკაკის და დიდი გალაქტიონის ციტატებიც რატომ არ მოგყავს მათთვის უსაყვარლეს მეგრულ ენაზე თქმული.ჯერ ქართველები ვართ! მერე იმერლები, სვანები მეგრელები....თუ ეგრე არ ფიქრობ?
ლევილიდან
ერთმან მეფემან უბრძანა თვისსა ვაზირსა: წადი, ასეთი საჭმელი მომიტანეო, რომე ხმელზე მის უტკბესი არა იყოსო და არცა ზღვათა შინა იპოვებოდესო! წავიდა ვაზირი, ენა უყიდა, მოუტანა, შეწვა, აჭამა და მოეწონა. უბრძანა კიდევ: წადი, ასეთი რამ მომიტანე, ქვეყანაზე მისი უმწარესი არ იპოვებოდესო! წავიდა, კიდევ ენა უყიდა და მოუტანა. უბრძანა მეფემან: მწარე ვითხოვე, ენა მომიტანე და ტკბილი ვითხოვე და ენა მომიტანეო! მოახსენა ვაზირმან: თავმან შენმან, არცარა ენის უტკბოსი იქნების და არცარა ენის უმწარესი პირსა ყოვლისა ქვეყნისასაო. - აწ მეფეო, ხელმწიფეთა წინა მდგომი კაცი სანთელია: თავსა თვისსა დასწვავს და სხვათ გაუნათლებს; მეფისა საყვარელსა კაცსა სხვანი სძულობენ და ხრიკითა მასცა შეაძულებენ.- სულხან საბა ორბელიანი.ბაჩო! ხრიკებს შეეშვი-სულცან ორბელიანის მამა საქართველოს მეფის არჩილ მეორის ბაგრატიონების სისხლმატარებელი იყო ,დედის მხრიდან კი დადიანების სისხლი ჰქონდა სულცან-საბას და საქართველოს ეროვნული გმირია, დიდი ქართველი დიპლომატი,მოსკოვში მოწამლული ,საქართველოს მტრების მიერ,რუსეთის იმპერიასთან მოლაპარაკებებისას ,?,მოგვიანებით მეფეც მოწამლეს იმავე იმპეტიაში.მურმან ლებანიძე კი თავისი ლექსით, რუსთაველის ვეფხვისტყაოსნის მეგრულად თარგმნის,სუსტად თარგმნის საპასუხოდ, დაწერილით,აქ არავის უხსენებია და მაშინ დიდი აკაკის და დიდი გალაქტიონის ციტატებიც რატომ არ მოგყავს მათთვის უსაყვარლეს მეგრულ ენაზე თქმული.ჯერ ქართველები ვართ! მერე იმერლები, სვანები მეგრელები....თუ ეგრე არ ფიქრობ?
თამაზი
ფაქტიურად ყველა ხორცის კერძი თურქი ტომებიდან მოდის, თუ კარგად დააკვირდებით. დააკვირდებით კი არა, შეისწავლით. ჩვენ სუნელებით და მწვანილების დამატებით ვჯობივართ სხვებს, თუმცა ახლა ყველა ერმა გაიცნო ერთმანეთი და ყველამ ისწავლა გაკეთება. აღმოსავლეთი არის ხორცი, ტკბილეული , ხილი და ჩირი. ჩვენი ბაზრები სანაგვეა იმათთან შედარებით. შოთამ ნახა შიგნიდან სიტუაცია და გაიგო , რომ სხვაგანაც იციან ჭამა და გაკეთება. ყველა ჩვენი კერძი საიდანღაც გადმოქართულებულია, თუ სიმართლე გინდათ. კერძი იბადება იმპერიებში, სადაც არის განცხრომა და არა მშიერ გაღატაკებულ მუდამ დაპყრობილ ქვეყნებში
ზატოიჩი
აზიელები კი არა, არამედ კავკასიელები! აბა ასე მონღოლები და ვიეტნამელი აზიელები არიან
ddgfdf
ფული ჯოჯოხეთს ანათებსო ხომ იცი.
Me
კი მაგარი მოკავშირეა, მასე თურქეთიც მოკავშირეა და სომხეთი და აზერბაოჯანიც. მოკავშირე და მეზობელი ნუ გერევათ
სააკაძე
შოთა ნუ ევაზელინები მაგ უზბეკებს
ზ.კალორია
აუ ტაშკენტში რომ ვიყავი მეც ექგეთი შთაბეჭდილება დამრჩა საჭმელებზე. მწვადის ბაზარზე რო გახვალ და გული წაგივა პატარა საკაიფო შამფურები რომაა დალაგებული წრეზე და ეგრევე რომელსაც აარჩევ დააგდებენ მაყალზე. ფლავი ლახანკებით და ტკბილეულობის ბაზარი ზღაპარი. ღამის ტაშკენტი, ქალიები კალოჩე და გულიავობები უძალიანკეთილშობილესობაა საიერთოდ. იეფად ეს ყველაფერი. ჩვენთან არააა, თუა დაბალხარისხიანია და ძვირია. იქ არის და იაფია. ეძახე შენ უზბეკეთი და ჩუჩმეკეთი. მერე როგორ ვუყვარვართ. ზეპირად იციან მწერლები, პოლიტიკოსები ფეხბურთელები, კინო, მსახიობი ყველაფერი. რუსთაველის ქუჩაც აქვთ და ქართულ რესტორნებზე გიჟდებიან. ღარიბები ძალიან ბევრია მდიდრები ცოტა და ოლიგარქების აზიური ტიპის ქვეყანაა (მართალია ვაჭრობა, ჩამოკიდება ბაზარში, ფულის დათვლაში და გადახურდავებაში, ტაქსის მძღოლებს მოტყუება უყვართ) მაგრამ ურთიერთობაში ძაან მაგარი ხალხია. ჯიგრები. პ.ს. ისე თემურლენგი მაგათი აღმაშენებელია რო მოუ**** დაბადება
გიორგი
ტყუილა ბუზღუნებთ არველაძემ აზიელები რატომ გვიწოდაო. ვისაც ქართველების მენტალობა და კულტურა ევროპული ჰგონია იმან ევროპაზე არაფერი არ იცის. წადით და ნახეთ ევროპა და მერე მიხვდებით რომ ქართველებს სამწუხაროდ ევროპასთან საერთო ძალიან ცოტა გვაქვს.
aburjga
უზბეკური კერძები ძალიან გემრიელია! ქართულიც, თუ იცის ვინმემ გაკეთება, ქართულიც კარგია?! უზბეკებთან გაცილებით მეტი საერთო გვაქვს მენტალობაში ვიდრე ევროპელებთან და ეს მე სანაქებოდ მიმაჩნია! მეზიზღება ევროპა, ევროპული ცხოვრების წესი!
საქრთველო ლამაზო....
ევროპა-აზიის საზღვარი უთვისტომო რუსეთის ურალის მთებზე გადის და ერთმესამედზე ჰყოფს კასპიის ტბას-ზღვას აზერბაიჯანის სანაპიროდან იქით აზიაა ირანის ჩათვლით იაპონიამდე, აქეთ ევროპაა პორტუგალიამდე მსოფლიო გეოგრაფიული საზოგადოების მონაცემებიდან....
status quo
რას ქლესაობს ეს ბიჭი,რას ეპადხალიმება სუნიან უზბეკებს,აზიელი ბაბუაშენია.ჩვენ არც აზია ვართ და არც ევროპა,ჩვენ ნაღდი,აბორიგენი კავკასიელები ვართ,განსხვავებით ინდოეთიდან მოსული სომხებისა და შუა აზიიდან მოსული აზერებისგან. აზიელები გვებრძოდნენ დასაბამიდან და ცდილობდნენ თავიანთი კულტურის და ყოფა-ცხოვრების თავს მოხვევას,მაგრამ გავუძელით,მათგან კი გადმოვიღეთ ზოგი რამ ჩვენთვის სასარგებლო.
Alex.F
რუსეთი საქართველოს ბუნებრივი მოკავშირეაო?!და ამ სისულელის მერე შენ უწუნებ ვინმეს ისტორიის ცოდნას შე სულგაყიდულო რუსეთუმევ?!დაიხსომეთ რუსოფილებო,რომ საქართველო აღარასდროს დაბრუნდება ღრუსულ ორბიტაზე!!!
saba
შეჭამენ ეხლა არველაძეს...:)))..ისე უზბეკური პლოვი მართლა მაგარია,. ასე რომ ვინც არ იცის ჯერ გასიჯეთ და მერე განსაჯეთ..:))
ინკვიზიტორი
ტიპი მართალია!!!
ბაჩი
სულხან საბას ნუ ახსენებთ აქ,მან მეგრელების ენა კაჭკაჭების ჟღურტულს შეადარა,ასევე მურმან ლებანიძემ თქვენ დუშმანს სიტყვა უქციედო და მიჯღარკ მოჯღღარკეთ ქართული ლექსიო ამიტომ ერთისიც და მეორესიც....
ხაშლამა თუ მწვადი
შეადარა რაღა , სუნიან ბამბის ზეთში მოხარშული ვითომ ჩახრაკული ხახვ- სტაფილოიანი ბრინჯი, თუ ცხვრის ხორცია შიგ კიდევ ჰო, იჭმება სანამ ცხელია და არ გასიპულა -ჩურეკით , და საცივი ნიგზიანი ან ხაშლამა ქონდარ რეჰანით-იმერული ხაჭაპურით.....
თემო
რა სისულელეა. ბევრგან მიმგზავრია და ევროპაშიც და აზიაშიც. მარტივად გეტყვით განსხვავებას. აზიაში სტიმართმოყვარეობა საერთოდ არ მიგრძვნია, ევროპაში პირიქით ყველამ თბილად მიმიღო. საერთოდ არ ვგავართ არც აზიელებს და არც ახლო აღმოსავლეთის ხალხს. საიდან მოიტანა ეს სისულელე? საქართველო ყოველთვის ევროპა იყო, ამაში ცუდი რა არის? ან ვინ ამბობს რომ აზია ცუდია? უბრალოდ არც კულტურულად არც პოლიტიკურად, არც სოციალურად არ ვართ აზია. ამავე დროს ვართ ძალიან გამორჩეული ქვეყანა მთელ მსოფლიოში. ამჟამად ვცხოვრობ საბერძნეთის ერთერთ კუნძულზე (ოცდამეათე ქვეყანაა საბერძნეთი ჩემთვის) და ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები და ისევ დავაგემოვნებ საუკეთესო სამზარეულოს მსოფლიოში, ქართულ სამზარეულოს.
გლახუნა
ეეეჰ, არ დაგეკარგოთ არსად აზია-ურუსეთი...ვერ წადი მერე თავის დროზე აზიასა და ურუსეთში სათამაშოდ ?! რა გინდოდა ევროპულ კლუბებში ...ოჯახიც, მეგობრობაც, თავისუფლება, პასუხისმგებლობა, სამართლიანობა, ინდივიდუალიზმი, ნიჭისა და შემოქმედი ბუნების გამოვლენა-განვითარებისაკენ მისწრაფება, თანადგომა, მზრუნველობა, ადამიანის ღირსების აღიარება და დაცვა ...ევროპაში რომ არის -ისე უნდა და ამიტომ შეიქმნეს ყველაზე წარმატებული თანამედროვე ეპოქაში - არა აზიური კოლექტივიზმი და მით ავტორიტარულ- კლანურ- კასტური ყოფა და მით ამბიციურობა!
zaza
აი პატროიტი გენიოსი! ან ჭამა რა იცი, ან საქართველის ისტორია სად წაიკითხე, რატომ აქვეყნებთ ყველა უწიგნურთან ინტერვიუს?
Levan1
შოთა ნამაზსაც ხო არ ასრულებ შემთხვევით?
levani
vai ahe ertujrediano kvercxo shena
levani
eh es cota ganvitarebuli megona inteleqtualurad... day...ba yofila rogorc fexburtelebis 99%.
ლევილიდან
სულხან საბადან დაწყებული და მისგან კი არა ადრეულ შუასაუკუნეებიდან გიორგი ბრწყინვალედან და ჯვაროსნული ომებიდან, რომელთა მონაწილენიც ვიყავით , მოყოლებული ,ვიბრძვით ქართველი ხალხი საუკუნეებია, ევროპულ ოჯახში დასამკვიდრებლად და რასითაც სამხრეთევროპელები ვართ და ეს ფეხბურთელი, რაც არ უნდა დიდი სპორტსმენი იყვეს რაებს ეუბნება ? Dა ისიც რუსულ მასმედიას
Levilidan
შულხან საბადან დაწყებული და მისგან კი არა ადრეულ შუასაუკუნეებიდან გიორგი ბრწყინვალედან და ჯვაროსნული ომებიდან, რომელთა მონაწილენიც ვიყავით , მოყოლებული ვიბრძვით ქართველი ხალხი საუკუნეებია, ევროპულ ოჯახში დასამკვიდრებლად და რასითაც სამხრეთევროპელები ვართ და ეს ფეხბურთელი, რაც არ უნდა დიდი სპორტსმენი იყვეს რაებს ეუბნება ? Dა ისიც რუსულ მასმედიას
ფერნანდო
შოთა, ერთ საიდუმლოს გაგანდობ--რუკაზე აზიაში ვიმყოფებით.
irakli
რა გადაუხადეს ასეთი? ასე სულელურად რო საუბრობს
odala
უჰ რა ქარცეცხლი დაატყდება შოთას მგზნებაზე პატრიოტებისგან :)) ამ ვითომ გულანთებული ახალგაზრდებისგან განსხვავებით, რომელთაც არა თუ რუსეთის, საქართველოს ისტორიაც კი არ იციან, ყველა დანარჩენი ხვდება რომ რუსეთი ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა და მასთან მხოლოდ კარგი ურთიერთობა გვაწყობს. ვისაც რა უნდა ის თქვას არველაძეებზე (მეც ბევრი უარყოფითი მითქვამს), მაგრამ ისინი საუკეთესო დიპლომატები არიან.
გიორგი
უზბეკეთის მოქალაქეობის მიღებაღა გაკლია, თორემ უკვე უზბეკი ხარ!
Europe
კარგი რა შოთა, ამდენი "წაქონვა"ნამეტანია ,ყველა საჭმელს თითქმის ,ჭურჭელში-კაზანი ჰქვია ,აკეთებენ და რაღაც უბედური სუნის და სპეციფიკური გემოსი, ძალიან ბევრს უშვებიან ბამბის ზეთს ,და ცხვრის ქონს, ან რაღაც მცენარეული ცხიმია კიდევ- ფრუტიური ჰქვია ბლომად მასში ხახვს ხრაკავენ და რა შედარებაა უზბეკური და საერთოდ შუა აზიური კერძები,ქართულ ელიტალურ თუნდაც გლეხთა საზრდოსთან, ჩვენი საკვები,მსოფლიოს ყველა კერძებისგან სხვავდება ,სხვაგვარი ქართული საკვების გემოთი და აზიელი როდიდან გახდი,გამორჩეულო "დიპლომატო", ფახტაქორის მთავარო მწვრთნელო ,ევროპული გარეგნობისა,ან კოჭლი თემურის მრავალცოლიანობის მიმდევარნი შთამომავალნი ,ქალს რომ მეორე ხარისხოვნად სთვლიდნენ ახლო წარსულშიც კი და ყელს სჭრიდნენ სახის სხვის წინაშე გამოჩენისთვის, როგორც ცხვარს,გახდენ?ქართველთა ყოფის, თამარ მეფის შთამომავალთა მსგავსნი.
llcl
დაბერდა შოთი და ........ მაგრამ მაინც გვიყვარხარ, ბევრი სიხარული გიჩუქებია. არც აზიელები ვართ და არც ევროპელები, კავკასიის მთების შვილები ვართ, უზბეკური საჭმელიც შენი იყოს, მე ისევ საცივი, ხაჭაპური და ხინკალი მირჩემნია
Gigo
Ugirsobaa is ROM hixuram urcxvad gaakomerciula mathi.ar hvahveneben Tele eterit.
L.E.S
ყოჩაღ შოთის, ევროპული დიპლომატიაც უსწავლია!
არტ
ვაზელინი... ისე არველაძეები კი ხართ აზიატები სხვა ქართველებზე საუბარს კი თავი დაანებე, თუ ვინმეს ვგავართ,ყველაზე მეტად სამხრეთ ევროპელებს. საკმაოდ ვიცნობ და ვიცი რასაც ვამბობ.
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
"დე ბურის კაბინეტში შევდივარ და ვხედავ, რომ..." - შოთა არველაძე განვლილ კარიერაზე და მომავალზე
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
შოთამ უზბეკები გადარია - არველაძეს ჩემპიონობას "რეინჯერსიდანაც" ულოცავენ, "ფახთაქორის" დირექტორმა კი პირობა მისცა, რომ...
უზბეკი ფეხბურთელი: ამიტომ არ ჩამოვართვი ხელი შოთა არველაძეს, შემდეგ კი...
შოთა არველაძემ "ტრაბზონსპორს" უზბეკი ფეხბურთელი შესთავაზა
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
შოთა არველაძე: საქართველოს ნაკრების გაწვრთნა არ მინდა... იცით, რატომ?! - ახლავე გეტყვით...
კახი მახარაძე ტაშკენტურ კლუბს დაუბრუნდა
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება