8 აგვისტოს, მონრეალის მასტერსის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (16) მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანთან, ალეკსანდრ ზვერევთან დამარცხდა.

შეხვედრა ლამის სამი საათი გაგრძელდა და ბასილაშვილი მეტოქესთან ანგარიშით 5:7, 7:5, 6:7 დამარცხდა.

ზვერევმა ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში წაგებისთვის დაძაბულ ბრძოლაში რევანში აიღო.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ბასილაშვილმა პირველ წრეში სერბ დუშან ლაიოვიჩს (28) 3:6, 6:4, 6:4, ხოლო მეორეში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (35) 2:6, 6:2, 6:3 მოუგო.

მეოთხედფინალში ზვერევი ოჟე ალიასიმსა და კარენ ხაჩანოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ალექსანდრ ზვერევი: მონრეალში არასდროს წამიგია

ამაშია საქმე
ასეთია ბასილაშვილი თავისი პირველი მოწოდებით,აგრესიული თამაშით რომელსაც ლამაზ გათამაშებებთან ერთად ბევრი უნებლიე შეცდომებიც ახლავს.ამაზე უკეთესი ჩვენ არა გვყავს ამიტომ ვუგულშემატკივროდ.თან მაგარი პატრიოტი.მარტო ის რად ღირდა ჰამბურგის მოგების დაჯილდოვებაზე ქართულად რომ მოგვმართა.
გიორგი48
ნიკა, ვამაყობთ შენი კაცობით და ქართველობით, გული არ გაიტეხო, გვიყვარხარ და გისურვებთ მომავალ წარმატებებს....
ნიკო
ყოჩაღ ბასილაშვილს. ძალიან კარგად ითამაშა. ორივე ჩოგბურთელმა ყველაფერი ჩადო ამ თამაშში და ბასილაშვილმა შეიძლება წააგო ეს თამაში, თუმცა აჩვენა, რომ რეალურად არანაირი სხვაობა არ არის ზვერევსა და მას შორის. მთავარია ნიკამ სტაბილურობა შეინარჩუნოს და ტოპ 10-შიც შევა შემდეგი ერთი წლის განმავლობაში ! არ ვარ იმდენად ჩახედულო ჩოგბურთში, მაგრამ რასაც ვაკვირდები - არანაკლები მადლობა ეკუთვნის მწვრთნელს, რომელმაც აშკარად დაღვინებულ ჩოგბურთელად ჩამოაყალიბა, რომლისგანაც მსოფლიოს პირველი ჩოგანის (-ების) დამარცხება (ხშირი), სულ მალე არავის არ გაუკვირდება. და დაე მიზნად დაგესახოს მსოფლიოს ნ-1 ჩოგნობა. (მეეჭვება, რომ 2-3 წლის წინ ვინმეს წარმოედგინა ბასილაშვილის ასეთი პროგრესი. ჩემი აზრით ეხლა უფრო პატარა სხვაობაა მასსა და პირველ ჩოგანს შორის, ვიდრე მანამდე იყო სხვაობა - მასსა და ტოპ-10-ეულს შორის. ) და პ.ს ისე ნიკას ჩაწოდება რთული შესასრულებელია და მაგიტომაც აქვს ამდენი შეცდომა. გუშინ, რომ ვუყურებდი - ზვერევზე ნაკლები წარმატებული ჩაწოდება ქონდა მთლიანობაში, თუმცა მგონი ორჯერ მეტი მოგება ქონდა თავისი ჩაწოდებიდან. შესაბამისად მაგის გამო გაკიცხვა სისულელეა, უკეთ იცის მაგან და მაგისმა მწვრთნელმა ვისთან როგორი ტაქტიკით ითამაშოს.
ნიკო
ყოჩაღ ბასილაშვილს. ძალიან კარგად ითამაშა. ორივე ჩოგბურთელმა ყველაფერი ჩადო ამ თამაშში და ბასილაშვილმა შეიძლება წააგო ეს თამაში, თუმცა აჩვენა, რომ რეალურად არანაირი სხვაობა არ არის ზვერევსა და მას შორის. მთავარია ნიკამ სტაბილურობა შეინარჩუნოს და ტოპ 10-შიც შევა შემდეგი ერთი წლის განმავლობაში ! არ ვარ იმდენად ჩახედულო ჩოგბურთში, მაგრამ რასაც ვაკვირდები - არანაკლები მადლობა ეკუთვნის მწვრთნელს, რომელმაც აშკარად დაღვინებულ ჩოგბურთელად ჩამოაყალიბა, რომლისგანაც მსოფლიოს პირველი ჩოგანის (-ების) დამარცხება (ხშირი), სულ მალე არავის არ გაუკვირდება. და დაე მიზნად დაგესახოს მსოფლიოს ნ-1 ჩოგნობა. (მეეჭვება, რომ 2-3 წლის წინ ვინმეს წარმოედგინა ბასილაშვილის ასეთი პროგრესი. ჩემი აზრით ეხლა უფრო პატარა სხვაობაა მასსა და პირველ ჩოგანს შორის, ვიდრე მანამდე იყო სხვაობა - მასსა და ტოპ-10-ეულს შორის. )
gio
ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ-ნიკას მოწოდება აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს.
სოსო
ცოტა იღბალი დააკლდა ნიკას.არა უშავს,კიდევ იქნება ტურნირები.მგონი თავის თავს და თამაშს პოულობს.
დათო
აეროპორტში ვუყურებდი ლაივ სკორში !!! ალბათ ძალიან დრამატული შეხვედრა იყო!!! ტაი-ბრეიკის ყურება აღარ შემეძლო, ნაღდად ვერ გადავიტანდი!!! ბოლოს გეიტის წინ ჩავხედე და .....!!! ახლა შემოვედი სახლში და პირველ რიგში წავიკითხე კომენტარები!!! ნიკას მადლობის მეტი არაფერი არ ეთქმის!!! ამ შეხვედრაში ალბათ უბრალოდ არ გაუმართლა!!! კარგის და გამაჯვებების მოლოდინში ნიკას გვერდით ვიქნებით და იმედი მაქვს რომ ძირითადი განარჯვებები წინ გველოდება!!!
სპტFu.
ეს დაა-updateბული ზვერევი იყო.
ზიზუ
ოხ ნიკა რა დასანანი მარცხი იყო, არაუშავს გული არ გაიტეხო უფრო მეტი ვარჯიში და წარმატებებიც მოვა. ნიკას ჩაწოდება რომ ჰქონდეს საშუალოზე უფრო მეტი, იქნებოდა მსოფლიოს ერთ-ერთი ვარსკვლავი და პრეტენზია ექნებოდა მასტერსის თუ დიდი მუზარადის ჩემპიონობის. ამერიკის ღიაზე ველოდებით მინიმუმ მეოთხედ ფინალს
შემდეგი.
კარგია. ბასილაშვილი ჯოკოსთან ამტვრევს ჩოგნებს, ზვერევი ბასილაშვილთან.
გიგა
ვამაყობთ შენით ნიკოლოზ! ყველა ქართველმა სპორცმენმა მაგალითი უნდა აიღოს შენგან, ძალიან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდი მაგრამ ჩემთვის მაინც გამარჯვებული ხარ! წინ დიდი გამარჯვებები გელის კიდევ უფრო თავდაუზოგავი ვარჯიშის შემდეგ. დარწმუნებული ვარ us open-ზე მაგარ შედეგს დადებ, წარმატებები!!!
ლევან
მე არ ვიცი, ვინ წერს ამ სტატიებს,მაგრამ ყოჩაღ თქვენ.ეხლა საქართველოში,ალბათ ღამის 3 საათია.მე ნიუიორკში ვცხოვრობ და აქ საღამოს 6 საათია.ბასილაშვილმა სულ ეხლახან წააგო და ვიღაც ღამის 3 ზე წერს სტატიას.საღოლ ძმაო თქვენ.სხვათაშორის,რასაც ვაკვირდები,სულ ასეა.აი მესმის ოპერატიულობა
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის