ქუთაისური შეხვედრის მიმართ ინტერესი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გამოიჩინა
ქუთაისი. ცენტრალური: 1200 მაყურებელი

ტორპედო-სპარტაკი 1:0

1:0 ჩიკვილაძე (65)

ტორპედო სპარტაკი

4-4-2 4-3-2-1

მიგინეიშვილი დაუშვილი

ფოფხაძე ჭაფოძე

ს. თოდუა მგელაძე

ფარულავა ფრიდოლინი

ჩიკვილაძე მანჩხავა

თარხნიშვილი მამუჩიშვილი

დიღმელაშვილი თ. შონია

ქებაძე კილასონია

ბაკურაძე ჯაკობია

გოცირიძე დეკანოიძე

საბანაძე მეტრეველი

მწვრთნელი: მწვრთნელი

გ.გიგატაძე ბ.კვარაცხელია

46. ბაკურაძე-გუგუჩია

46. საბანაძე-კემუხტაშვილი

83. გოცირიძე-მ. გიგაური

სათადარიგოები: ქვილითაია, მაჭავარიანი, გურული, ჩხეტიანი

55.კილასონია-ბუზალაძე

61.ჯაკობია-ვ. ბოლქვაძე

81.დეკანოიძე-ზერეკიძე

სათადარიგოები: ხომერიკი, ალავიძე, ბურძენაძე, კაკაშვილი

გაფრთხილება: დიღმელაშვილი (30)

არბიტრი: ლ.სილაგავა

"ტორპედომ" "სპარტაკის" დამარცხებით მეოთხე ადგილი გაინაღდა, თუმცა მატჩმა ადგილობრივ ქომაგებში მაინდამაინც დიდი ინტერესი ვერ გამოიწვია. ასეთი სიხალვათე "ტორპედოს" არენაზე მიმდინარე სეზონში არ ყოფილა. სამაგიეროდ, შეხვედრის მიმართ ინტერესი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გამოიჩინა და თამაშს დაესწრო.

მასპინძლებს წამყვანი ფეხბურთელები: სეთურიძე, დოლიძე, მეგრელაძე, დათუნაიშვილი და კვარაცხელია აკლდათ. მაგრამ მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა ცხინვალელებსაც ჰქონდათ საგოლე შანსები.

პირველად სტუმრებმა შეაწუხეს მეტოქის გოლკიპერი-ჯაკობიამ საჯარიმოს გარედან დაარტყა, თუმცა მიგინეიშვილს არ გასჭირვებია ბურთის დაუფლება. ორიოდე წუთში ტორპედოელებმაც უპასუხეს-ჩიკვილაძემ მარჯვენა ფლანგიდან ჯარიმა შეასრულა, ჩაწოდებულ ბურთს ქებაძე მახვილი კუთხიდან, მცველების გარემოცვაში ურტყამდა და ბურთი გარედან მოხვდა ბადეს. მე-7 წუთზე მასპინძლებმა აშკარა საგოლე მოემნტი გაუშვეს ხელიდან. თარხნიშვილმა ფლანგზე გაილაღა და მეკარის ბაქანთან ახლოს გოცირიძეს გადააწოდა, რომელსაც ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ ბურთი ვერ მოირგო და ფაქტობრივად ცარიელი კარი ვერ დალაშქრა.

ტორპედოელთაგან გამოსარჩევია თენგიზ ჩიკვილაძის კარგი თამაში. იგი დაცვაშიც ყურადღებიანი იყო, შეტევებშიც ხშირად ერთვებოდა და აკი გამარჯვების გოლიც გაიტანა. მე-20-წუთზე მისი საჯარიმო დარტყმა მეკარემ მუშტებით მოიგერია. 32-ე წუთზე ჩიკვილაძის ძლიერი დარტყმა მეკარემ ისევ კუთხურზე გადააგდო. ხუთი წუთის შემდეგ კი თენგომ საკუთარი გუნდი იხსნა აშკარა გოლისგან - ჯაკობიას დარტყმის შემდეგ კარში მიმავალ ბურთს გადაეღობა.

კარგად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული ლუკა გუგუჩია. 65-ე წუთზე ის სამ მცველს შორის გაძვრა. სპარტაკელებმა მისი შეჩერება წესების დარღვევით შეძლეს. სახიფათო საჯარიმო მატჩის გმირმა ჩიკვილაძემ შესანიშნავად შეასრულა და მეკარისგან მარჯვენა ცხრიანში მოათავსა ბურთი-1:0.

ამის შემდეგ შეხვედრა ორმხრივ შეტევებში წარიმართა, მომენტებიც ორივე კართან შეიქმნა. უნდა ითქვას, რომ ბოლო ათ წუთში მოულოდნელად საკმაოდ ფიცხელი ორთაბრძოლა გაჩაღდა. რასაც ჯერ სპარტაკელი დეკანოიძის ტრავმა და თამაშიდან ნაადრევად გამოთიშვა მოჰყვა, ბოლოს კი შეცვლაზე შესულმა კემუხტაშვილმა ბოიომოსთან შეჯახებისას გაიტეხა თავი და შეხვედრა თავშეხვეულმა ჩაამთავრა.

gio
ნაკრების მწვრთნელი რომ საქართველოს ჩემპიონატის თამაშებს ესწრება მისასალმებელია. კუპერის ტრადიცია გამახსენდა, რომელმაც მართალია ჩვენს ნაკრებს ბევრი ვერაფერი წარმატება მოუტანა, მაგრამ თვითონ ის ფაქტი მისასალმებელი იყო.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის