თუკი "ვიტ ჯორჯია"-"დინამო" სხვა დროს უპრინციპულესი მატჩი იქნებოდა, გუშინ "შატილზე" გამართულმა თამაშმა უღიმღამოდ ჩაიარა

18.05. თბილისი. შატილი. 300 მაყურებელი

ვიტ ჯორჯია-დინამო 0:2

0:1 ლექვთაძე (43), 0:2 ტატანაშვილი (83. ჯუისის პასით)

ვიტ ჯორჯია დინამო

4-2-3-1 4-2-3-1

ა. მიქაბერიძე ლორია

ხურცილავა ციმაკურიძე

ადამაძე თომაშვილი

გოგიაშვილი კაკუბავა

ღანიაშვილი ხმალაძე

ვასაძე ფირცხალავა

კასრაძე კვეკვესკირი

კორიფაძე რობერტინიო

გიორგი გურეშიძე თექთურმანიძე

ჯანელიძე ლექვთაძე

ჩიმაკაძე ფანცხავა

მწვრთნელი მწვრთნელი

ზ. ბერიძე კ. კაჭარავა

ვიტ ჯორჯია

36. კასრაძე - ზაქრაძე

80. გიორგი გურეშიძე - გაბრიჭიძე

84. კორიფაძე - ჯუღელი

სათადარიგოები: ძაძამია, გ. ლობჟანიძე, ჭანკვეტაძე, ი. ქავთარაძე

დინამო

49. რობერტინიო - ჯუისი

63. ფირცხალავა - ედნილსონი

81. ფანცხავა - ტატანაშვილი

სათადარიგოები: ზარქუა, მაროვიჩი, კუხალეიშვილი, გ. კვარაცხელია

გაფრთხილება: ლექვთაძე (13), გიორგი გურეშიძე (71)

არბიტრი: ლ. კვარაცხელია

"თუ ამას აპირებდნენ, სჯობდა, სეზონის დასრულების შემდეგ მაინც გამოეცხადებინათ, რომ გუნდებისთვის მოტივაცია არ დაეკარგვინებინათ", - "შატილის" ტრიბუნაზე შეკრებილი ქომაგები ამ სიტყვებს ხშირად იმეორებდნენ.

თუკი "ვიტ ჯორჯია"-"დინამო" სხვა დროს უპრინციპულესი მატჩი იქნებოდა, გუშინ უღიმღამოდ ჩაიარა და პუბლიკის განსასჯელი თემაც თამაშზე მეტად ეროვნული ჩემპიონატის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები იყო.

"დინამომ" საჩემპიონო შანსი წინა ტურში დაკარგა, "ვიტ ჯორჯიას" ევროთასებზე გასვლა არ გამოუვიდა და ამიტომაც თავიდანვე ნათელი იყო, რომ მატჩს არ ექნებოდა ის ხიბლი, ამ გუნდების დაპირისპირებას რომ ახასიათებს ხოლმე. მასპინძლებმა რაც შეეძლოთ, იბრძოლეს, მაგრამ სტუმრებმა უფრო მაღალი კლასი არცთუ საუკეთესო შემადგენლობითაც გამოავლინეს და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.

თამაში სანახაობრივი და საგოლე მომენტებით დახუნძლული არ ყოფილა, მაგრამ ალაგ-ალაგ საინტერესო ეპიზოდები მაინც იქმნებოდა. დებიუტში ჩიმაკაძეს "დინამოს" მცველებმა არ დაარტყმევინეს, რობერტინიომ კი არაზუსტად დაარტყა. "დინამოს" ბრაზილიელმა მე-14 წუთზე ანგარიშის გახსნის უფრო რეალური შანსი გაუშვა ხელიდან - ვეღარავინ აბრკოლებდა, მაგრამ ახლო მანძილიდან მიზანს ააცილა.

თამაში ნორმალურ ტემპში კი გაგრძელდა, მაგრამ ბურთი ძირითადად მოედნის შუა ნაწილში ტრიალებდა და ნელ-ნელა სანახაობა მოსაწყენი გახდა. ყველა უკვე შესვენებაზე ფიქრობდა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს ირაკლი ლექვთაძემ თამამად შეუტია, რამდენიმე მეტოქეს აუარა გვერდი და თავისიანები ეფექტური გოლით დააწინაურა.

ვერ ვიტყვით, რომ "ვიტ ჯორჯია" უშანსოდ იყო, მაგრამ ვეტერინარებმა თამაშის გადასარჩენი რესურსი მაინც ვერ იპოვეს. მათ ფლანგურ იერიშებსა და შორეულ დარტყმებს "დინამოსთვის" რეალური ხიფათი არ შეუქმნია. ერთადერთი, ჯანელიძის დარტყმის გახსენება შეიძლება, რომელიც ოდნავ არაზუსტი გამოდგა, თუმცა, ერთი შეხედვით, ლორია სიტუაციას აკონტროლებდა.

"დინამოს" მეორე საგოლე კომბინაცია ლამაზი გამოვიდა. თამაში ციმაკურიძემ გაამწვავა, რომელმაც ბურთი ჯუისს გადააწოდა. ამ უკანასკნელმა პენალტის ნიშნულის სიახლოვეს მყოფი ტატანაშვილი მოძებნა და მოედანზე ახალშესულმა დიმამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დიდი ხანია, "დინამოს" "ვიტ ჯორჯია" ასე დამაჯერებლად არ დაუმარცხებია...

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა