ფოტო: fcdinamo.ge

15 აგვისტოს, 20:30 საათზე, "დინამო არენაზე" თბილისის "დინამო" როტერდამის "ფეიენოორდს" დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

პირველი შეხვედრა როტერდამში თბილისელთა განადგურებით, 0:4 დასრულდა. მანამდე კი, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასასვლელად "დინამოს" დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია, ჩისკოს შეგირდებმა ჯერ ანდორული "ენგორდანი" დაამარცხეს (6:0, 1:0), შემდეგ კი აზერბაიჯანულ "გაბალას" სძლიეს (2:0, 3:0).

უეფას გადაწყვეტილებით, "დინამო არენაზე" შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაივლის. მიზეზი თბილისელთა ქომაგის მიერ გამოფენილი ბანერი "88" არის, რომელიც ფაშისტურ სიმბოლიკად ითვლება. ჩვენი ინფორმაციით შესაძლოა შეხვედრას როტერდამელთა 200 ფანი დაესწროს.

თბილისელები შეხვედრისთვის არასრული შემადგენლობით ემზადებოდნენ. მათ პირველ შეხვედრაში მიღებული წითელი ბარათის გამო აკაკი შულაია დააკლდებათ. ასევე, სამი ყვითელი დაუგროვდა ლევან კუტალიას და დისკვალიფიცირებულია. როგორც ჩვენთვის ცნობილია, კარიკარის მცირე ტრავმა აქვს და დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისელებს შეიძლება უფორვარდოდ თამაში მოუწიოთ.

"ფეიენოორდი" თბილისში ჩამოსვლამდე "ჰეერენვენს" ესტუმრა და ფრედ, 1:1 ეთამაშა. ხოლო ეროვნულ ლიგაში თბილისური დერბი "დინამოსა" და "საბურთალოს" დაპირისპირებით გადაიდო, რადგან ეს ორივე კლუბის სურვილი იყო.

ჰოლანდიაში 0:4 მარცხამდე, გუნდები ოფიციალურად ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს - 1981 წელს თბილისის "დინამო" "ფეიენოორდს" თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდა. სახლში დინამოელებმა 3:0 მოიგეს, ხოლო გასვლაზე მსაჯების აშკარა შეცდომის გამო 0:2 წააგეს. საერთო ჯამში კი, ფინალში გავიდნენ, სადაც "კარლცაისს" შეხვდნენ და 2:1 მოუგეს.

პირველი შეხვედრის შემდეგ დინამოელთა შანსები მიზერულია. ერთადერთი, რაც შეიძლება რეალურად მივიჩნიოთ - არის სარეიტინგო ქულების მოპოვება. ფრის შემთხვევაში "დინამო" უეფას რეიტინგში ჩვენს ყულაბას 0.125 ქულას შემატებს.

მატჩისწინა კომენტარები
ფელის ვისენტე: "ეს მატჩი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ წინა შეხვედრის ანგარიში არ იყო დადებითი. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და შესაძლებელია შევცვალოთ შედეგი; ყოველ შემთხვევაში, შევეცდებით".

იაპ სტამი: "დინამოს" რამდენიმე შეხვედრა გვაქვს ნანახი, ჩვენი მწვრთნელი ესწრებოდა თბილისელთა მატჩებს. თითქმის ყველა პოზიციაზე მნიშვნელოვანი ხიფათის შექმნა შეუძლიათ. ამ ეტაპზე ვერ გამოვარჩევ რომელიმე კონკრეტულ ფეხბურთელს. ხვალინდელ შეხვედრაში ძლიერი და აგრესიული თამაში უნდა ვაჩვენოთ. არის დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ თამაშის შედეგი შემობრუნდეს".

არბიტრი

შეხვედრას გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 34 წლის საშა შტიგემანი გახლავთ. მას ასისტენტობას მარკო ახმიულერი და კრისტიან გიტელმანი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი რობერტ შრიოდერი იქნება. უეფას დელეგატი არიელ კენეტ შიმანი ისრაელიდან გახლავთ, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი ჩეხი მიროსლავ ლიბა იქნება.

სავარაუდო შემადგენლობა

დინამო (4-3-3): პერალესი, რუხაია, კობოური, მონხილი, ქიმაძე, ნინუა, კუხიანიძე, პაპავა, ქავთარაძე, დაფე, შენგელია.

roma bejanidze
არ აქვს და როგორ უნდა დაკარგოს?
საბურთალო
თამაში ქართველი მაყურებლის კიდევ ნერვების მოშლისთვის
თბილისელი
ეს "დინამოა" და ღირსებას არ დაკარგავს ...
roma bejanidze
ჩაისვრიან ხოოოო, თან ისე რომ მომავლამდე დინამოზე სუნი იდგება. რათქმაუნდა გულის სიღრმეში დღეს ვგულშემატკივრობ ბათუმიდან მაგრამ არაფრის იმედი არ მაქვს. აი გუშინ რომ საბურთალო შემდეგ ეტაპზე გასულიყო სულ სხვა თამაშის მოლოდინი იქნებოდა დღეს, უმაყურებლოდ მაგრამ მხნედ ითამაშებდა დინამოოოოო.
სირცხვილია
სად გაქვათ ღირსება. 8 აგვისტოს 11 წლისთავზე ხო აადინეთ ბრდღვირი მოედანს. თქვენი ღირსება ინსტაგრამზე გაქვთ მარტო შემორჩენილი
buba
დააყენებენ ახლა სუნს მოედანზე!!
ალეკო
აბა ჰე, თქვენ კოლეგებს საბურთალოს არ ჩამორჩეთ!
ვასიკო
დღევანდელი სცენარი შარშანდელს მაგონებს დინამო და ჩიხურა რომ თამაშობდნენ ყველა დინამოს გასვლას ელოდა და რომ წააგო არაფრის გაგონება არ მინდოდა და უცებ ჩიხურამ ხასიათი გამოგვიკეთა რაც არ უნდა მძიმე წაგება იყოს შეგუება და მომავლისკენ ხედვა გვინდა ახლა იმას არ ველოდები რომ დინამო გავა მაგრამ მაინც იმედი მაქვს სარეიტინგო ქულებიც საქმეა
ვასიკო
არ შეიძლება ხალხო ყველას ძალიან გვეწყინა ეს მარცხი და ყველაფერს ხაზს ნუ გადავუსმევთ
ირაკლი
სიტყვების რახარუხი იცოცხლე კარგი იციან, გამოვლენ და გინდ "ფეიენოორდი" იყოს გინდ "არარატ არმენია" ჩასვრილი კურდღლებივით კანკალებენ. წადით რა საშოვარი იშოვეთ თქვენ ძალად ვითომ სპორტსმენებო.
roma bejanidze
. ქართულ ფეხბურთში არის საერთოდ ღირსება?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
შევალიე ტრანსფერს ითხოვს, ლუის ენრიკეს საფონოვის არ სჯერა - რას გეგმავს პსჟ?
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] მესის მე-900 გოლი - მაიამის "ინტერი" კონკაკაფს გამოეთიშა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
[VIDEO] გასაოცრად გარდასახულმა "ლივერპულმა" "გალათასარაი" "ნოკაუტში გაგზავნა" და 1/4-ფინალში პსჟ-ს შეხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ფეიენოორდის" ფანების უღირსი საქციელი - მეტოქის პრეზიდენტს მაგიდები დაუშინეს
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"ფეიენოორდის" მწვრთნელად დიკ ადვოკატი დანიშნეს
"დინამოს" მწვრთნელი: თბილისში არანაკლებ რთული შეხვედრა გვექნება
იაპ სტამი თბილისის "დინამოსთან" დიდი ანგარიშით მოგებაზე: ამან არ გამაკვირვა
იაპ სტამი: მოგება მინდოდა და ქულამ გამახარა - "დინამოსთან" მატჩს მზადყოფნაში შევხვდებით
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ჩისკო: "გაბალასთან" გულშემატკივართა მხარდაჭერა გვჭირდება
ვიქტორ მონხილი: როგორც მათ მოგვიგეს, შეგვიძლია იგივე გავიმეოროთ ჩვენც
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
"აიაქსთან" განადგურების შემდეგ ფანებმა "ფეიენოორდი" ავტობუსში კინაღამ ჩაქოლეს
"ფეიენოორდის" მწვრთნელი იაპ სტამი გადადგა
დინამოელები და სხვები - ეროვნული ლიგის მე-4 წრის საუკეთესოები დასახლდნენ
ფელის ვისენტე: "ფეიენოორდისთვის" მაქსიმალურად ვემზადებით, ამ მატჩს ყველა ელოდება
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
ფელის ვისენტე: ამ შედეგით დამწუხრებულები ვართ
იაპ სტამი: შენგელია ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა გუნდში ადგილი არ გვაქვს
იაპ სტამი: "ფეიენოორდში" სატრანსფერო ცირკია - საქართველოში მითამაშია, "დინამო" კარგი გუნდია
ფელის ვისენტე: თბილისის "დინამო" გრძნობს აღმავლობას და ეცდება საკუთარი თამაში ითამაშოს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა