„ვესტ ჰემის“ ვიცე-თავმჯდომარე ქალმა, კარენ ბრეიდიმ სამსახურიდან გაშვებულ მწვრთნელზე ისაუბრა
„ვესტ ჰემის“ ვიცე-თავმჯდომარე ქალმა, კარენ ბრეიდიმ თქვა, რომ სამსახურიდან გაშვებულ მწვრთნელ ავრამ გრანტს ყველა პირობა ჰქონდა, რათა გუნდი პრემიერლიგაში დაეტოვებინა.

„ავრამს სამუშაოდ საუკეთესო პირობები შევუქმენით. არც სულელური სატრანსფერო მიზნები დაგვისახავს და არც ევროშეჯიბრებაში მონაწილეობა გვითხოვია მისთვის. საქმე მაქსიმალურად გავუმარტივეთ და ერთადერთი რამ, პრემიერლიგაში დარჩენა ვთხოვეთ.

გარდა იმისა, რომ პირადად მისი დამატებითი მოთხოვნები დავაკმაყოფილეთ, ვარჯიშების სრულყოფილად ჩასატარებლად, ასისტენტები დავუმატეთ. შევიძინეთ თამაშის ანალიზის ძვირადღირებული სისტემა, გამოვუყავით მძღოლი, მოვუწყვეთ ახალი ოფისი... როდესაც საქმეები ცუდად მიდიოდა, ჩვენ მას მხარში ვედექით. იანვარში დემბა ბა, უეინ ბრიჯი და რობი კინი გვაყიდინა. საამისო თანხები სასწაულით ვიშოვნეთ, ნემსის ყუნწში გავძვერით, მაგრამ თანხის რომელიმე მოთამაშის გაყიდვით შოვნა არც კი შეგვითავაზებია. ავრამი მართლა კარგი კაცია, ჩვენც ყველა პირობა შევუქმენით, მაგრამ, სამწუხაროდ, ის ვერაფერს გახდა“.

გრანტმა კი, რომლის ხელშიც, ერთი წლის წინ, პრემიერლიგიდან „პორტსმუთი“ გავარდა, მეგობრებს უთხრა (რაც ტაბლოიდების ყურს არ გამორჩენია), რომ „ვესტ ჰემის“ შეფები მას მხარში არ ედგნენ. ამ სიტყვების დასტურად 56 წლის სპეციალისტმა ის მოიტანა, რომ იანვარში ისინი ერთბაშად ექვს მწვრთნელთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას - მისი სამსახურიდან გაშვება სურდათ. ამ მწვრთნელებს შორის იყვნენ სემ ელერდაისი და მარტინ ო’ნილი.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა