6 სექტემბერს, ჩვენი დროით 22:30 საათზე, "ბორჯღალოსნები" 2019 წლის მსოფლიო თასისთვის ბოლო მოსამზადებელ შეხვედრას შოტლანდიასთან ედინბურგში, საქვეყნოდ ცნობილ "მარიფილდზე" გამართავს.

"ბორჯღალოსნებისთვის" ეს შოტლანდიასთან მეოთხე რკენა იქნება, თუმცა აქამდე არცერთხელ უთამაშიათ "მარიფილდზე". "სქოთებს" პირველად 2011 წლის მსოფლიო თასზე, ახალ ზელანდიაში შევხვდით და ლელო არ გავატანინეთ, მაგრამ მეტოქემ ორის წილ 5 ჯარიმა გაიტანა და 15:6 იმარჯვა.

2016 წელს შოტლანდიას ტესტ-მატჩის გასამართად ვეწვიეთ. მასპინძლები ქილმარნოქში დაგვიხვდნენ და მართალია, ორი ლელოს გატანა შევძელით, თუმცა მეტოქემ 5 გაიტანა და 43:16 იმარჯვა.

ერთი კვირის წინ შოტლანდია თავად გვესტუმრა საქართველოში და გახდა ტიერ1-ის პირველი ნაკრები, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეწვია. "დინამო არენაზე" შეკრებილმა ქომაგმა სტუმართა მხრიდან უმაღლესი დონის საშემსრულებლო ოსტატობა იხილა და მესამე რკენაც შოტლანდიის გამარჯვებით დასრულდა - 44:10.

"ბორჯღალოსნები" წელს ზედიზედ მეხუთე მსოფლიო თასს ითამაშებს და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მოსამზადებელ ეტაპზე ტიერ1-ის გუნდთან ითამაშეს. უფრო მეტიც, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, საქართველო ერთ კვირაში ოჯერ შეხვდება ტიერ1-ის ნაკრებს და თავისი თამაშის გაუმჯობესების შანსი ექნება.

ამჯერად შოტლანდია "მერიფილდზე" დაგვიხვდება, რომელიც მსოფლიოს ყველა გრანდის და არაერთი დაუვიწყარი მატჩის "თვითმხილველია". 1925 წელს აშენებულ არენას რეკონსტრუქცია 1995 წელს ჩაუტარდა და 67 144 მაყურებელს იტევს, თუმცა ერთხელ, 1975 წელს, შოტლანდიისა და უელსის ნაკრებების შეხვედრას ტრიბუნებიდან 104 ათასმა მაყურებელმა უყურა.

ამ არენაზე მასპინძლობის გამო მილტონ ჰეიგმა მადლობა გადაუხადა შოტლანდიის რაგბის კავშირს:

"დასაფასებელია შოტლანდიის რაგბის კავშირის გადაწყვეტილება. "მარიფილდზე" თამაში, 56 ათასზე მეტი ქომაგის წინაშე, ენითაუწერელი სიამოვნებაა ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის და გამორჩეული მომენტია ჩვენი მორაგბეებისთვის".

ბოლო რეპეტიცია

2019 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე ეს მატჩი ორივე გუნდისთვის ბოლო რეპეტიცია იქნება. "ბორჯღალოსნებმა" აქამდე ორი მატჩი გამართა და ჯერ "საუზერნ კინგსს" დასკვნით 12 წუთში გატანილი სამი ლელოთი 24:20 მოუგო, ხოლო ერთი კვირის წინ შოტლანდიას ეთამაშა. "სქოთები" საქართველოში ჩამოსვლამდე ორჯერ ეთამაშნენ საფრანგეთს და 3:32 მარცხის შემდეგ, განმეორებით შეხვედრაში რევანში აიღეს - 17:14.

ერთი კვირის წინანდელი მატჩის შემდეგ შოტლანდიის მთავარმა მწვრთნელმა გრეგორი თაუნსენდმა სასტარტო შემადგენლობაში 12 მორაგბე შეცვალა. ტრავმების შემდეგ "სქოთებს" უბრუნდებიან ტომი სეიმური, ბლეიდ ტომსონი და ჯონი გრეი.

შემადგენლობაზე საუბრისას თაუნსენდმა მომავალი შეხვედრის მნიშვნელობაზეც ისაუბრა:

"ივნისის შუა რიცხვებიდან ერთად ვართ და ახლა გვაქვს შანსი, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე წლის უკანასკნელი მატჩი ჩავატაროთ. კარგად გვესმის, რომ ერთი კვირის წინანდელი შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად იქნება გაუმჯობესებული. მათ ახლა უფრო მეტი იციან ჩვენ შესახებ და შოტლანდიის ნაკრების მორაგბეებისთვის ეს მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება.

ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ საკუთარი თამაში, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. გუნდი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია და პარასკევის მატჩი კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოებს საუკეთესო თამაშთან".

შეცდომების გამოსასწორებლად
ჰეიგმა შოტლანდიასთან განმეორებითი მატჩისთვის შემადგენლობა 48 საათით ადრე დაასახელა და სასტარტო 15-ში სამი მორაგბე შეცვალა. გუნდმა 4 სექტემბერს "მარიფილდის" სათადარიგო მოედანზე პრო 14-ის შოტლანდიურ გუნდთან, "ედინბურგთან", ერთობლივი ვარჯიშიც გამართა:

"ამინდის გარდა, ყველაფერი იდეალურია. საქართველოში ცხელი, მზიანი დღეები გვქონდა, აქ კი წვიმს და საკმაოდ ცივა. ძალიან კარგი იყო "ედინბურგთან" ერთობლივი ვარჯიში, რისთვისაც კლუბის ხელმძღვანელობას მადლობას ვუხდი. ეს მომავალი თამაშის წინ ძალიან დაგვეხმარება".

ჰეიგი იმედოვნებს, გუნდი შეძლებს ერთი კვირის წინ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას და შედეგიც უკეთესი იქნება:

"გასულ შაბათს რამდენიმე მომენტში "ჩაგვეძინა" და ამ ეპიზოდებში აშკარად იგრძნობოდა, რომ ტიერ1-ის გუნდი ტიერ2-ს ეთამაშებოდა. ჩვენ არ გვინდა მსგავსის გამეორება და განვლილი შეხვედრა დეტალურად განვიხილეთ. მეტოქე იგივე გვყავს და ვეცდებით შეცდომების გამოსწორებას. შოტლანდია ფეხით თამაშში და შემდგომ რაქებში დიდი წნეხის ქვეშ გვამყოფებდა და ვეცდებით, ამ კომპონენტებში უკეთესები ვიყოთ".

შოტლანდიასთან მატჩის დასრულების შემდეგ გუნდი გეზს იაპონიისკენ აიღებს. 8 სექტემბერს "ბორჯღალოსნებს" ლონდონის აეროპორტში შეუერთდება ლეგენდარული კაპიტანი მამუკა გორგოძე.

იაპონიაში ჩვენი გუნდი პირველ მატჩს 23 სექტემბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე უელსის წინააღმდეგ გამართავს; 29 სექტემბერს, 09:15 საათზე ურუგვაის ვეთამაშებით; 3 ოქტომბერს, ასევე 09:15 საათზე ფიჯის ვერკინებით, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან (14:15 საათი) შეხვედრით ვასრულებთ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ბათუმის ფანი
10ქულით წაგება რომ წარმატებად მიგვაჩნია იმიტომ ვართ ამ დღეში მეგობარო)))ვიცი მეტოქე ძლიერია მაგრამ თუ 6 ერზე რაიმე პრეტენზია გვაქვს ასეთი მეტოქეები ერთხელ მაინც უნდა დავამარცხოთ
giorgi
უფრო ნაკლები შეცდომები უნდა დაუშვათ ვიდრე თბილისში თამაშის დროს.ჩემი აზრით 10 ქულის ფარგლებში წაგება წარმატებათ უნდა მივიჩნიოთ
ბათუმის ფანი
რაგბის დიდი პროფესორი არ ვარ და არც რჩევებს მივცემ ბიჭებს,უბრალოდ დავაკვირდი,სქოთები რომ ცენტრიდან დაკიდავდენ ბურთს,მთელი გუნდი ჩვენს ნახევარზე ასწრებდა გადმორბენას))) ჩვენ რატომღაც ჯიუტად ძლიერად და დაბალ ბურთებს ვურტყამდით,რომელიც მათი იოლი ნადავლი ხდებოდა,აქ ხომ მაინც არაფერია ძნელი,ეს მაინც გამოასწორეთ

ჰეიგი უკვე რას აღარ იგონებს თავის გასამართლებლად - რამდენიმე მომენტში ჩაგვეძინა, ცხელოდა და ა.შ . ჰაერში თამაში ჩვენი აქილევსის ქუსლია და ამას ამდენი წელია ვერაფერი მოვუხერხეთ. 10 ნომერი სათადარიგო ეყოლება შოტლანდიას და შეიძლება ერთგვარი შვება მოგვცეს, მაგრამ მთლიანად უკანა ხაზი ძლიერია და უპირატესობა აქვთ. მთავარია ტრავმის გარეშე გამოვიდეთ და მსოფლიოსთვის ბოლომდე ვიყოთ მზად. წინა მსოფლიოზე ფალკონზთან, კანადასთან და იაპონიასთან წავაგეთ, მაგრამ მიზანს ჩემპიონატზე მივაღწიეთ.ასე, რომ იმედი უნდა გვქონდეს
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ამარცხებს
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
ჩინებული პირველი და ჩაგდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები შოტლანდიასთან დამარცხდა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ამარცხებს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
შოტლანდიელთა მწვრთნელი: საქართველოსთან ჩვენმა მოლმა და შერკინებამაც სერიოზულ გამოწვევას გაუძლო
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველო შოტლანდიას მეორედ უმასპინძლებს
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება