იაპონიაში ძალა მოიკრიბა ტაიფუნმა ფაქშაიმ, რომელმაც უკვე დიდი პრობლემები შეუქმნა ინგლისისა და ავსტრალიის მორაგბეთა ნაკრებებს. ეს მოვლენა უკვე საგანგაშო სიგნალივით იქცა რაგბის მსოფლიო თასისთვის, რომელიც სულ რაღაც 11 დღეში იწყება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო თასი სწორედ "ტაიფუნების სეზონის" პარალელურად იმართება და რაგბის გულშემატკივრებს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა გაუჩნდათ.

რა ხდება, თუ შეხვედრა ვერ ჩატარდა?

რეგულაციები აწესრიგებენ მატჩის ვერჩატარების საკითხს ამინდის გამო, როგორც ჯგუფურ ეტაპზე, ისე პლეი-ოფების სტადიაზე. მსოფლიო რაგბის მიერ იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასისთვის შედგენილი რეგლამენტის მესამე თავში ვკითხულობთ:

"თუკი ჯგუფური ეტაპის მატჩი ვერ იმართება იმ დღეს, რომელიც კალენდარშია აღნიშნული, ეს შეხვედრა არ გადაიდება შემდეგ დღისთვის და ის გამოცხადდება გაუქმებულად.

ასეთ შემთხვევებში, ოფიციალურ შედეგად ფრე დაფიქსირდება და გუნდები 2-2 ქულას მიიღებენ, ხოლო ოფიციალურ ოქმში მატჩის ანგარიში არ დაფიქსირდება."

იმის გათვალისწინებით, რომ ტურნირის დაწყებამდე ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი, ამ ყველაფერს მსოფლიო თასზე დრამატული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 1/4-ფინალებიდან მატჩების მიმართ სხვა მიდგომაა.

"თუკი პლეი-ოფის შეხვედრა ვერ ტარდება ჩანიშნულ დღეს, ის ჩაითვლება გადადებულად, ჩაინიშნება ახალი დღე და ჩატარდება მატჩის გამართვის პირველადი თარიღიდან მაქსიმუმ 2 დღის განმავლობაში, ან მაქსიმუმ იმ პერიოდში, რომელიც რაგბის მსოფლიო თასის მიერ იქნება განსაზღვრული." - ვკითხულობთ რეგულაციაში.

შეუძლია ტაიფუნს მსოფლიო თასზე ზეგავლენის მოხდენა?

ტურნირის საწყისი ეტაპი ტაიფუნების სეზონს ემთხვევა. ფაქშაი, რომელიც ტოკიოს 10 სექტემბერს დაატყდა თავს, 2019 წელს მე-15 ტროპიკული ქარიშხალი იყო.

ფაქშაიმ უკვე მოახდინა გავლენა ნაკრები გუნდების მოსამზადებელ პროცესზე. ავსტრალიის ნაკრები ჯერჯერობით ვერც კი ჩაფრინდა იაპონიაში და 2 დღეა "მწვანე" სიგნალს ელოდება.

ინგლისის ნაკრებს აეროპორტში 5 საათით მოუწია გაჩერება, რადგან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე ყოველგვარი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. ხოლო საფრანგეთის ნაკრები ტაიფუნის დაწყებამდე 30 წუთით ადრე დაეშვა აეროპორტში.

აღსანიშნავია, რომ ტაიფუნები არ არის იაპონიის ერთადერთი თავსატეხი. იაპონია მსოფლიოში სეისმურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანაა და ორგანიზატორები შიშობენ, რომ შესაძლოა ცვლილებები შეჯიბრების განრიგში მიწისძვრამაც შეიტანოს.

როგორ ემზადებიან ორგანიზატორები  მოსალოდნელი პრობლემებისთვის?

შეჯიბრების დირექტორის, ალან ჯილპინის თქმით, საგანგებო სიტუაციები ტურნირის დაგეგმვის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო.

"ჩვენ ასე ვუყურებთ ამ საკითხებს: ყველაფრის დაგეგმვა არის შესაძლებელი. მთავარია, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ყველა განსხვავებული სცენარი განხილული გვაქვს", - ამბობდა ჯილპინი წლის დასაწყისში AFP-სთან ინტერვიუში.

"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ისეთი შემთხვევებისთვის, "თუკი ეს მოხდა...". ჩვენ უკვე მზად გვაქვს საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ მიწისძვრა მოხდა ან რამე მსგავსი შემთხვევა."

როგორ ემზადებიან გუნდები?

საბედნიეროდ, საქართველოს ნაკრებს პრობლემა არ შექმნია. "ბორჯღალოსნები" ტოკუშიმაში ვარჯიშობს და იქ ტაიფუნს პრობლემები არ შეუქმნია. თუმცა, ტოკუშიმაც ოკეანის პირას მდებარე ქალაქია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ თამაშს უელსის წინააღმდეგ ტოიოტაში 23 სექტემბერს გამართავს. ქალაქი ტოიოტა ოკეანიდან მოშორებითაა და იქ, დიდი ალბათობით, მატჩის გადადების საფრთხე არ შეიქმნება. ურუგვაის წინააღმდეგ გასამართი მეორე შეხვედრაც ოკეანიდან შორს, ქალაქ კუმაიაგაში გაიმართება.

ჯგუფში ჩასატარებელი ბოლო ორი შეხვედრა შეიძლება პოტენციურად პრობლემური იყოს. საქართველოს ნაკრები ფიჯის ქალაქ ჰიგაშიოსაკაში შეხვდება, რომელიც ოკეანიდან 20 კმ-ით არის დაშორებული. ხოლო ავსტრალიასთან, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას "ბორჯღალოსნები" ავსტრალიის წინააღმდეგ ქალაქ ფუკუროიში გამართავს, რომელიც ზედ ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს.

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი ამბობს, რომ ეჭვგარეშეა, ტაიფუნი მსოფლიო თასს აუცილებლად შეუქმნის პრობლემებს. ინგლისელები დახურულ დარბაზში, ხელოვნურ საფარზე მოემზადებიან, რადგან ამინდი სხვა საშუალებას არ იძლევა.

თუმცა, ვარჯიშებისა და თამაშების გამართვის გარდა, უდიდესი პრობლემა იქნება 20 ნაკრების და მათი ფანების 12 სხვადასხვა ლოკაციაზე გადაადგილების უზრუნველყოფა, იმის გათვალისწინებით, რომ იაპონია 7000-მდე კუნძულზეა განლაგებული.

ათობით ფრენა და სარკინიგზო რეისი გადაიდო ტაიფუნ ფაქშაის გამო. ასევე, ტოკიოს სარკინიგზო ქსელის უდიდესი ნაწილი არ მუშაობდა, რამაც უდიდესი ქაოსი შექმნა.

საორგანიზაციო კომიტეტის პრესსპიკერმა კი განაცხადა, რომ ეს მცირე პრობლემა იყო მოსამზადებელ პროცესში და ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს ტაიფუნის მიმართულებებს.

levani
ლინკი დადეტ რა სად უყურო
გუგა
მადლობას გადავუხდით კი არა და ღირსების ორდენზე წარვადგინოთ
civi
ნეტა ავსტრალიასთან გადაიდოს და ტაიფუნს მადლობას გადავუხდი
მიროსან
ვითომ, დანარჩენები მოგებული გვაქვს..??
სანდრო
ამ ფაქშაის შეუქმნია პრობლემები და 2 ქულა ჩაგვაწერია ავსტრალიასთან მეტი კი არ გვინდა ჯგუფიდან გასვლისთვის :)))
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ამორიმს შედეგების გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს - "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მის შემცვლელად 5 სპეციალისტს განიხილავენ
[VIDEO] "ჩვენს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აეროპორტში ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ლევან მაისაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - "ბორჯღალოსნების" მწვრთნელი იოჰანესბურგის საავადმყოფოშია
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთს სძლიეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგეს [VIDEO]
საქართველო - რუმინეთი (საუკეთესო მომენტები) [VIDEO]
ინფორმაცია 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის ბილეთების შესახებ
ჩემი გადარჩენის მხოლოდ 1 კაცს სჯეროდა, ექიმები ამბობდნენ, რომ ვერ გადავიტანდი - მაისაშვილი
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
rugbyworldcup.com-მა მამუკა გორგოძე "ოცნების გუნდში" შეიყვანა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
სავსე ტრიბუნების დროა!
რაგბის მსოფლიო თასისთვის მსაჯთა ვინაობა გაირკვა
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
ვინ არის მსოფლიო თასის პლეი-ოფში და როდის გაიმართება მატჩები
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა რუმინეთთან
"საქართველოს 6 ერში შესვლის შანსის მისაღებად 1 მოგება სჭირდება" - ავსტრალიაში მოღვაწე ექსპერტი