ყაზახეთის ჩემპიონატში ყოველი ტურის შემდეგ მაყურებლებს ითვლიან და სპორტული გამოცემა kazfootball.kz შედეგებს აქვეყნებს.

მაგალითად ბოლო ტურში ექვს შეხვედრაში 29 300 მაყურებელი დათვალეს, ყველაზე მეტი დასწრება "აქტობე" - "ატირაუს" მატჩზე იყო 10 000 ადამიანი, ყველაზე ცოტა "ასტანა" - "შახტიორის" შეხვედრაზე 3 500 ადამიანი. საშუალო დასწრება - 4 833 ადამიანი.

სამწუხაროდ საქართველოში მსგავსი სტატისტიკა არ გვაქვს, თუმცა შეგვიძლია soccerway.com-ის მონაცემებს დავეყრდნოთ, რომელიც მეტწილად არაზუსტია და უფრო მეტ რაოდენობას აჩვენებს ვიდრე არის. ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მაჩვენებელი დაახლოებით ასეთია:

სიონი - საბურთალო 300 კაცი

ჩიხურა - ტორპედო 400 კაცი

დილა - რუსთავი 1 650 კაცი

ბათუმის დინამო - ლოკომოტივი 3 500 კაცი

ვიტ ჯორჯია - თბილისის დინამო 300 კაცი

ჯამში ეროვნული ლიგის მატჩებს დაესწრო 6150 კაცი, საშუალო დასწრება 1 230 კაცი. გარკვეული მატება ციფრებში იქნებოდა, თუ "ტორპედო" შინ ითამაშებდა.

რა ხდება ჩვენს სამეზობლოში?
აზერბაიჯანის პრემიერლიგის მეოთხე ტურში ჩატარდა 4 მატჩი.

სუმგაითი - ზირა 1 400 კაცი

საბაჰი - გაბალა 1000 კაცი

კეშლა - სებაილი 400 კაცი

ყარაბაღი - ნეფთჩი 7 000 კაცი

რაოდენობა გაიზრდებოდა "სებაილს" რომ სახლში ეთამაშა. ჯამში მატჩებს დაესწრო 9 800 კაცი, საშუალო დასწრება 2 450 ადამიანი.

სომხეთის პრემიერლიგის მეექვსე ტურში ხუთი მატჩი გაიმართა.

ერევანი - ლორი 500 კაცი

ურარტუ - არარატ-არმენია 620 კაცი

პიუნიკი - ალაშკერტი 200 კაცი

არარატი - ნოე 500 კაცი

შირაქი - განძასარი - ამ თამაშზე მონაცემები არ წერია, "შირაქის" შეხვედრებზე დაახლოებით 800 კაცი ფიქსირდება.

ჯამში დასწრება გვაქვს 2 620 კაცი, საშუალოდ 524 ადამიანი.

რა უნდა შევცვალოთ?

მეზობლად თურქეთიც გვყავს და რუსეთიც, თუმცა მათ ჩემპიონატებთან გათანაბრება დღევანდელი გადმოსახედიდან შეუძლებელია. მაგალითად რუსეთში საშუალო დასწრება 19.499 ადამიანს შეადგენს, ყველაზე მეტი ადამიანი "ზენიტის" მატჩებზე დადის საშუალოდ 47.802 კაცი.

რაც შეეხება თურქეთს საშუალო დასწრება 15.625 ადამიანს შეადგენს, ყველაზე მეტი "გალათასარაის" შეხვედრებზე დადის , საშუალოდ 40.505 კაცი.

ეროვნული ლიგის კლუბების ევროთასებზე დაფიქსირებული შედეგები მაყურებლის რაოდენობაზე პირდაპირ პროპორციულად აისახება. ძნელია გულშემატკივარს რაიმე დააჯერო, როცა საერთაშორისო არენაზე არაფერს წარმოადგენ.

ამავდროულად ჩემპიონატში დედაქალაქურ კლუბებებს, ძალიან მცირე რაოდენობის ქომაგი ჰყავს. მომავალ სეზონში კი თბილისური კლუბების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელია, მაგალითად თბილისის "მერანი" და "შევარდენი", ორივე კლუბს აქვს უმაღლეს ლიგაში აღზევების შანსი. თბილისური კლუბების თავკაცები, საერთოდ არ ზრუნავენ ქომაგთა რაოდენობის გაზრდაზე და ეს ეროვნული ლიგის დონეს კიდევ უფრო ქვემოთ მიაქანებს.

რეგიონებში დასწრება ბევრად უკეთესია, ეს ძირითადად კუთხური პატრიოტიზმით განისაზღვრება და მაყურებელთა რაოდენობაც შედარებით ბევრია. მაგრამ ამავდროულად, რეგიონებშიც შეინიშნება კლება, ეს ბევრი ფაქტორით არის განპირობებული - შედეგები, კლუბში არსებული სიტუაცია, ადგილობრივი ფეხბურთელების ან ლეგიონერების ხარისხი და ა.შ.

ერთადერთი კლუბი, რომელიც ქომაგების მოზიდვაზე მუშაობს და შედეგიც აქვს, ეს ბათუმის "დინამოა" რომლის ბაზაც გულშემატკივრებით მუდმივად სავსეა. როდესაც კლუბს ახალი სტადიონი ექნება, მოსალოდნელია მაყურებელთა კიდევ უფრო მზარდი რაოდენობა, თუ რა თქმა უნდა კლუბის შედეგები ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს.

სხვა რეგიონალურ კლუბებს კი აუცილებლად მართებთ ადგილობრივი გულშემატკივრების შენარჩუნება, ამისთვის მეტი საზოგადოებასთან ურთიერთობაა საჭირო და ამ მხვრივ მუშაობა. ამისთვის კი აუცილებლად საჭიროა პიარი (PR) ჩაბარებული ჰქონდეს პროფესიონალებს და არა შემთხვევით შერჩეულ ადამიანებს.

ქობულეთიდან
ერთი რამე დარწმუნებით ვიცი და ნურავინ მომედავება:ბათუმი ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი დასწრებით,მოყოლებული თავიდან.დააკვირდით სულერთია ვინ ჩამოდის სათამაშოდ ტრიბუნა ყოველთვის სავსეა.კი ბატონო შეილება არ ეტევა ამ ტრიბუნაზე ბევრი ადამიანი მაგრამ ტრიბუნის გარეთ თითქმის ერთი იმდენი კაცი უყურებს თამაშს,რაც დაახლოებით 3500-4000 კაცია.კიდევ ერთი ფაქტორი:ბევრს არ შეუძლია მთელი 2 საათი და მეტი ფეხზე დგომა და ამის გამო ვერ მიდის სტადიონზე,როცა სტადიონი მზად იქნება ნახავთ თუ 7-8-10 000 კაცი არ დაესწრება მატჩებს.ბათუმში მართლაც განსაკუთრებულად უყვართ ფეხბურთი.
ქუთაისელი
8 000 არა 40 000 კაცი დადის კიდევ რავა აშტერებენ ხალხს......მაგაზე ორჯერ მეტი მართლა დადიოდა ხალხი ქუთაისში ბრატ
lsd
ზესტაფონი სულ სავსე იყო. ნაკლები ჭამეთ და საქმეს მიხედეთ. ჯერ ნდობა.
სულხანი
ბათუმის დინამოს თამაშზე სულ ცოტა 8000 ადამიანი ესწრება
mvx
საუბნო სტადიონები! მოახერხოს სახელმწიფომ და ისტორიულად ჩამოყალიბებულ უბნებში აღადგინოს საშუალო ზომის სტადიონები. დაინახავთ, თუ არ დაესწრება ხალხი. არ მივა დინამოს გულშემატკივარი რიგით თამაშზე საბურთალოდან, დიღმიდან, გლდანიდან და ა.შ. თბილისური გუნდები უნდა გადანაწილდნენ უბნებზე და უზრუნველყოფილნი უნდა იყონ საშუალო ტევადობის სტადიონებით. ასეთი სტადიონების ადგილას სახლები ააშენეს, ბაზრობები მოაწყვეს და ახლა რას ვითხოვთ ხალხისაგან. ვაზისუბნიდან, ვარკეთილიდან, ჩურღურეთიდან, ნახალოვკიდან და სხვა უბნებიდან, ვაკეში წავიდეს რიგით თამაშზე ?. წავა მხოლოდ მისი უბნის გუნდის თამაშზე.
zas.
ტორპედო არ დაშლილიყო და სტადიონიც ბათუმის სტადიონის დონის გვქონოდა,დარწმუნებული ვარ 4-5 ათასი კაცი ყოველ თამაშზე დაესწრებოდა,ევრო თასებზე კი გაცილებით მეტი.სამტრედიასა და ზესტაფონშიც არ იქნებოდა მაყურებლის ნაკლებობა.
ივერიელი
უკვე მომავალ სეზონში გავუსწრებთ ყველა მეზობელს, ოღონდ მხოლოდ იმ ტურში, როდესაც ბათუმის დინამო სახლში ითამაშებს, ჩემი ვარაუდით მთელი სეზონის მანძილზე ბათუმის სტადიონზე საშუალოდ 10000 მაყურებელი დაესწრება თამაშს
Geo_Dinamo
ყველას პრეტენზია გვაქვს როგორც ჩემპიონატის თამაშების მიმართ, ასევე ნაკრების მიმართაც. რა ინტერესიცაა ფეხბურთის მიმართ ისეთი გვაქვს ფეხბურთიც და ნუღარ ვწუწუნებთ ბევრს. ესეც მეტია რაც გვაქვს, რადგან ბევრს ქორწილში ყავს 300-400 კაცი ხანაც უფრო მეტი. სირცხვილია სპორტის ნომერ პირველი სახეობა ასე არაპოპულარული იყოს ქვეყანაში და ოთახებიდან დივანზე წამოწოლილები, ზოგნიც იმავე ქორწილებში მაგიდასთან მოქეიფეები მოითხოვდნენ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას.
sormona
რა უნდა შეცვალოთ და არარატ არმენიასთან ჩესტნათ ეთამაშათ გაეგდოთ და მერე გენახათ დასწრების ზრდა
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
ყველას დონკიხოტობას ვერ მოსთხოვ!
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...