დღეს, 25 სექტემბერს, რაგბის მსოფლიო თასის D ჯგუფის შეხვედრაში ერთმანეთს ფიჯისა და ურუგვაის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ და წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის პირველი სენსაციაც ვიხილეთ - ურუგვაიმ ფიჯი ანგარიშით 30:27 დაამარცხა. მოგეხსენებათ, ეს საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფია.

ანგარიში ფიჯელებმა გახსნეს. მე-7 წუთზე სამხრეთამერიკელთა ჩათვლის მოედანში ბურთი დოლოკოტომ დაამიწა, თუმცა ურუგვაელებმა კუნძულელებს 7 წუთში უპასუხეს არატას ლელოთი, ბერჩესიმ გარდასახვაც სწორად შეასრულა და ურუგვაი დაწინაურდა - 7:5.

ფიჯელები წინ მე-18 წუთზე გავიდნენ. ლელო მავიმ დადო, ხოლო გარდასახვა ამჯერად მატავესიმ სწორად შეასრულა - 12:7. თუმცა ამის შემდეგ პირველ ნახევარში ურუგვაელებმა 2 ლელო დადეს, მარჩესიმ 2-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულა, ზედ ჯარიმაც მიაყოლა და ურუგვაიმ პირველი ტაიმი 12 ქულით მოიგო - 24:12.

მეორე ნახევარში ფიჯელებმა სამი ლელო დადეს, თუმცა ვერცერთი გარდასახვა ვერ გაიტანეს. ურუგვაიმ კი 2 ჯარიმა შეასრულა ზუსტად, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

მართალია, ბოლო წუთზე ოკეანელებმა დადეს ლელო, თუმცა ამან მხოლოდ დამატებით 1 ბონუს ქულა მოუტანა მათ. აღსანიშნავია, რომ ფიჯელებმა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები თავიდან დაასვენეს, თუმცა მარცხისაგან ვერც მათ მოედანზე გამოსვლამ იხსნა.

ამ შეხვედრის შემდეგ ფიჯის 2 თამაში და 2 წაგება აქვს, თუმცა 2 ქულა აქვს მოპოვებული. 1 ქულა 7-ზე ნაკლები სხვაობით მარცხის გამო მიიღეს, 1 ქულაც - 4 ან მეტი ლელოს დადებისათვის. ურუგვაისთვის ეს პირველი მატჩის იყო 2019 წლის მსოფლიო თასზე და 4 ქულით სამხრეთამერიკელები მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან.

შედეგის მიუხედავად, ფიჯი გაცილებით უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე ურუგვაი. საქართველოს ნაკრებს ფიჯის დამარცხება უფრო გაუჭირდება, ვიდრე ურუგვაის. თუ ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა ჯგუფში, პროგრამა მინიმუმის შესასრულებლად და მესამე ადგილის დასაკავებლად, შესაძლოა, ბორჯღალოსნებისთვის ურუგვაის დამარცხებაც საკმარისი აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ, 29 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სწორედ ურუგვაის ეროვნულ გუნდს შეხვდება. თამაში თბილისის დროით 09:15 საათზე დაიწყება.

mixeili
ძლივს არ ვნახე ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი, 100% გეთანხმები ყველაფერი, ხალხს ავიწყდება სპორტის უპირველესი დანიშნულბა
bs
ძაანაც მიჰქარა!
მე მიყვარს რაგბი
იცით რა მიკვირს ხალხო ყველაზე მეტად? ეს საკმაოდ ლოგიკური სპორტის სახეობაა და იგებს ის, ვინც იმ მომენტში მეორეზე ძლიერია. მაგრამ ეს ღვარძლიანი და ბოღმით სავსე სიტყვებით კომენტარების წერა მოგწონთ ?? მეც მეწყინა ძალიან, რაც ვნახე ამ ბოლო თამაშებში, მაგრამ მოდი პატივი ვცეთ ჩვენს ნაკრებს და აქ მყოფებმა კიდევ ერთმანეთს. რაგბიმ ბოლო წლებში ბევრს შეაყვარა საქართველოში თავი, ბავშვები მიიყვარა ამ სახეობაზე და ზუსტად ეს არის ზოგადად სპორტის დანიშნულებაც: იყო ჯანმრთელი და ძლიერი. ამიტომ ჩვენი რაგბისტების გაწეული საქმე დაუფასებელია. თავს დებენ ყველა თამაშში, ჩვენთან ერთად უხარიათ წარმატება და სწყინთ წარუმატებლობა. და ვინც არ უნდა და როგორც არ უნდა თქვას, ერთად-ერთი გუნდური სპორტის სახეობაა საქართველოში, რომელიც უკვე მეხუთე მსოფლიოს ჩემპიონატს თამაშობს. ნიშნის მოგებით არ ვამბობ. ჰო და, ჯერ ეხლა დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი. უყურეთ და ისიამოვნეთ ამ სანახაობით. და ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს.... " მიაწვაააა"
სოსო
მიმოხილვა საკმარისი არაა,მთელი მატჩი უნდა გენახა.თუმცა მაგ თამაშით,დასკვნა მაინც იგივე იქნებოდა.აი ავსტრალია ფიჯის თამაშსაც თუ უყურებდი,მაშინ დამიჯერე,ძალიან მაგრად შეფიქრიანდებოდი და დასკვნის ხასიათიც განსხვავებული იქნებოდა.ისეთი ომი გვექნება ფიჯისთან,რომ დედა შვილს არ აიყვანს და მხოლოდ ჩვენი ბიჭების თავგანწირვის უნარი მაძლევს რწმენას,რომ გავიმარჯვებთ.ურუგვაითან ფიჯის თამაში,დაივიწყე.ეგ ის ფიჯი არ იყო,ჩვენ რომ შეგვხვდება.

და ვისთვის ინახავს?:)))

პატივცემულებო,მინდა გაცნობოთ,რომ ფიჯიმ ურუგვაისთნ ძირითადის 12? მორაგბე დაასვენა.ალბათ დამეთანხმებით-რთულია ამ თამაშიდან რაიმე დასკვნის გამოტანა.
პოზიტივი
ვუყურე თამაშის მიმოხილვას. ძალიან მარტივი ლელობი გაუშვეს. მგონია საქართველო ორივეს მარტივად მოუგებს, ძალისმიერი რაგბის ხარჯზე

ერთი ის გამაგებინეთ აქ საქართველოს სასარგებლოდ რა არის და მხოლოდ ურუგვაის დამარცხება მესამესთვის როგორ იქნება საკმარისი - ფიჯიმ თუ მოგვიგო არ იღებს 4 ქულას? თუ იმას გულისხმობთ რომ მაგ შემთხვევაში (ურუგვაის მოვუგეთ და ავსტრალია-უელსთან სამივემ წავაგეთ) ფრეც ჩვენია, როგორ შეიძლება ფრეზე თამაში რაგბში აგვიხსენით რა. და რეებს ითვლით, ჯერ მთავარია გუნდმა თამაში აჩვენოს ფიჯიმ დღეს წააგო, მაგრამ ურუგვაიზე გაცილებით მაღლა რომ დგას ამ წაგებულ მატჩშიც ჩანდა და უელსთანაც რომ არ დაემართება ის რაც ჩვენ ეგეც.
ანდრი
რუსეთმა, შოტლანდიამ, ნამიბიამ, ფიჯიმ მეორეში იყოჩაღა და პირველშიც მაყურებლად დაასრულა თამაში მეორე ტაიმში, არც სამოამ გაიბრწყინა, აგერ კანადაც გამოჩნდება ხვალ.
ნიკ
კიდევ კარგი,რომ ფიჯის დაემართა ურუგვაისთან, (იმედი მაქვს ჩვენი ბიჭები ბოლომდე მობილიზებულნი იქნებიან) ხომ გახსოვთ 2015 ში ნამიბიასთან,(ბეწვზე გადავრჩით) ასე იცის მეტოქის არ დაფასებამ
იაპონიიდან
არ მოკლულ დათვის ტყავს ვიყოფთ ჯერ მოუგე ურუგვაის და ფიჯის და მერე იძახე ჰოპლა. ურუგვაი ჩვენნაირი მცირე ქვეყანა ა და არა ჩვენზე ნაკლებ ამბიციური და ხორცსაც შემწვარს მსოფლიოში ყველაზე მეტს სჭამენ ერთ სულზე გადათვლით და ფიჯისთანაც გაგვიჭირდება ტონგა სამოაზე ძლიერები არიან. რა გვიყვარს ლაპარაკი უაზრო ვითარებების წინწასწრებებით მერე კი...
სპორტ ფაზა
არსებობს ასეთი გამოთქმა: გამარჯვებულებს ჭრილობები უფრო მალე უხორცდებათ ვიდრე დამარცხებულებსო... ასე რო არამგონია "დაჩეჩქვილმა" მაგრამ გამარჯ ებულ ურუგვაის ძალების აღდგენა გაუჭირდეს!! რაგბია ბოლოსდაბოლოს და რას ამოიჩემეთ ეს ძალების აღდგენა და დაღლა....4 წელი მაგისთვის ემზადება გუნდები და თან იაპონიაში უმაღლეს დონეზეა აღდგენითი "მედიცინა" განვითარებული!!! ასე რო ეს დიდად არაა იმედისმომცემი ფაქტორი და ნუ ჩაიკასეტებთ... მთავარია ჩვენ ვითამაშოთ აზრიანად და ყველაფერი გამოვა..
კონსტანტინე
ეს შედეგი იმით გვაწყობს, რომ ურუგვაისთან მოგების შემთხვევაში, ფიჯისთან ფრეც კი იქნება საკმარისი მესამე ადგილისთვის. ნუ გავიწყდებათ, რომ ეს რაგბია, და არა კალათბურთი.
ორმაგი სტანდარტი ცუდია
საქართველოს ნაკრებზე სუსტად რომელმა ნაკრებმა ჩაატარა პირველი ტური?
ანდრი
ვოვა შენ თუ რამის დანახვა შეგეძლოს მე ვიყო მილტონ ჰეიგი.
მთ
მათიაშვილია ძაან სუსტი,ბურთს რომ იღებს ფაქტიურად დაკარგულია,ურუგვაის მოგებაში ლომის წილი მწვრთნელს მიუძღვნის
ვოვა
guga რატომ უშვებ ნაჩქარებ შეცდომას და ცილს მწამებ რომ ვერ ვიხილე??! სამწუხაროდ სანამ ახალზელანდია-სამხრეთაფრიკის თამაშის სტრატეგიას ახიქვავ და ეცდები რომ მიბაძო ჯერ ეს უნდა შეიცნო და დაიმახსოვრო რაც ამ თამაშში იხილე საერთოდ სწავლა გასაგებიდან იწყწბა მარტივად და ბოლოს რთულდება ვიმედოვნებ რომ გაიგე
Geo_Dinamo
არ ვიცი რამდენად იყო ჩვენს სასარგებლოდ ურუგვაის მოგება, მარა ვფიქრობ ფიჯი ყველა თამაშს არ წააგებს. აქედან გამომდინარე ძალიან ძნელი თამაში გველის ფიჯისთან. რადგან წაგების შემთხვევაში ფიჯისთან და თუნდაც ურუგვაისთან მესამე ადგილს ვერ შევწვდებით. ასე რომ ამოცნა ვფიქრობ უფრო გართულდა, თუმცა იგივე ორი თამაში გვინდა მოვიგოთ, მარა ახლა უკვე გამწარებულ ფიჯისთანაც და საკმაოდ ძლიერ ურუგვაისთანაც. წარმატება ბორჯღალოსნებს!!
Irakli Apkhaidze
წავიკითხე ყველა კომენტარი და ერთი ის მომეწონა რომ ძიუდოისტებისგან განსხვავებით რაგბისტებს არ ლანძღავთ (თუმცა ირიბად ესეც შეიმჩნეოდა).. ჩემ მოკრძლებულ აზრს რაც შეეხება ისაა რომ დაჩეჩქვილ ურუგვაის მოვუგებთ (შესაძლოა ბონუსითაც) და ისე რომ ჩვენც არ დავიჩეჩქვებით და ფიჯისთან შანსი 50/50 იქნება. ავსტრალიასთანაც რომ ბონუსს გამოვკრთ ხელი ეგეც არ გამიკვირდება. უელსთან-#1 გუნდთან რეიტინგით და 6 ერის მოქმედ ჩემპიონთან თუნდაც ამ ანგარიშით და ამ თამაშის ხარისხით წაგება სულ არაა ტრაგედია და პესიმიზმის საფუძველი. ჩვენ მომდევნო 2 თამაში უნდა ჩავატაროთ უმაღლეს დონეზე და ბოლო თამაშში ვიმეცადინოთ, სხვა საშუალებას მეცადინეობისთვის არ გვაძლევენ გამოკონსერვატებული რაგბის მამები და ბობოლები. მოკლედ რაც გინდათ ის იფიქრეთ ოღონდ კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის არ დაგერღვეთ საზღვარი, ბოლო-ბოლო ყველაზე მაგარ პატრიოტ ბიჭებზე ვსაუბრობთ!
გუგა
ან კიდე სხვა თამაში ვერ ნახე ამ მსოფლიოზე, ურუგვაი-ფიჯის თამაშის მიხედვით რომ გვირჩევ სახელმძღვანელოს?...
გუგა
და ეგ პროგნოზია რეალობა? ურუგვაის პრემიზლურით მოვუგებთ და ფიჯისთან დ ავსტრსლიასთზნ მაგრად ვიომებთ
niko
ჩვენებმა ურუგვაის ბონუს ქულით თუ ვერ მოუგეს არაქ მგონია რამე გამოვიდეს, და რომელ ბონუს ქულაზეა ლაპარაკი ამ თამაშის მერე. Fიჯი საზართველოსთვის ინახავდა ძალებს, რადგან არ ელოდნენ ურუგვაის თავხედობას. Aმ დროს თU სპორტს ყურადღებას აქცევს ვინმე და მის განვითარებას, ურუგვაიც და ბრაზილიაც რომელიც აქ ვერ მოხვდა წინ მიდიან თამაშის დონით. ამ დროს ჩვენ ერთ ადგილს ვტკეპნით, განსაკუთრებით სამწუხაროა უკანა ხაზის დაულაგებლობა.
Best
რეალურად ჩვენთვის ყველაზე ცუდი შედეგით დაფიქსირდა დღეს! ორივე გუნდმა ქულა აიღეს ! ისე ცუდი არ იქნება მილტონმა ურუგვაის მწვრთნელს მიბაძოს ნაკლები იბაქიბუქოს და გაკეთებული საქმე მოედანზე გვანახოს ! 4 დღემ არ შეგიყვანოთ შეცდომაში მეგობრებო ურუგვაი ამ მსოფლიოზე ჩვენთან სათამაშოთ ჩამოვიდა ! წარმატებები მინდა უსურვო ჩვენს ბიჭებს
ვოვა
guga რეალობის აღქმა მიგიყვანს პორგრესამდე ადამიანს და ერს თუ არა და .... იქნები ესე მუდამ არაფრის მომგები და მომტანი ვოვა
guga
შენ რაგბი ისე გესმის როგორც ურუგვაიში იაპონური
gio
ფიჯი მეორე შემადგენლობით იყო ურუგვაისთან 12 მორაგბე დაასვენეს, არ დააფასეს მეტოქე და შედეგიც მიიღეს, ეს დამატებითი გაკვეთილია ჩვენთვის, რომ მსოფლიო თასზე არც ერთი მეტოქის არ დაფასება არ შეიძლება

ფიჯიმ ურუგვაისთან ძირითადის მორაგბები არ ათამაშა, ეს მატჩი ფაქტიურად მეორე შემადგენლობით ჩატარა.არ მესმის,რა დასკვნების გამოტანა შიძლება ამ თამაშიდან???
ვოვა
ამ თამაშმა აჩვენა რომ საქართველო ბოლო ადგილს ვერ აცდება ამ ტურნირზე გირჩევთ ახლიდან უყუროთ ურუგვაის-ფიჯის ასპარეზობას,დატკბით და ისწავლეთ რაგბის თამაშის ყურებით
ანდრი
ლობჟანიძე გუნდის მთლიანობას, სტრატეგიას და ტაქტიკას გაცილებით უკეთესად აღიქვამს. ჰაერში, ბოჭვაში და ფეთქებად გარღვევაშიც უკეთესი თუ არა არ ჩამოუვარდება. აფეასიძე უფრო სხარტია და ეფექტების მოყვარულებს სწრაფად ხიბლავს, მაგრამ რამდენადა გაუძღვება მთელი თამაშის დინამიკას? მგონი ჯერ ადრეა. ორივე რომ გვყავს ძალიან კარგია, და ბეგაძე თუ გამოვიდა თავიდან არც ეგ გვეწყიინება. ეხლა თამაშის სწორი კითხვა უფროა ჩვენთვის აუცილებელი და დასახვეწი, ვიდრე სისწრაფე. უელსმაც ხომ განსწავლული მიქმედებით გვაჯობა ნორმალურ სისწრაფეში. გელას რომ უილიამსმა გაასწრო მაგით ნუ გავზომავთ, ვისთვის არ გაუსწრია მაგას.
N-ს
ჯგუფში სულ 5 გუნდია, თითოს უწევს 4 მატჩის ჩატარება, თუ მათემატიკაში ძალიან მწყრალად არ ხარ კი მიხვდები რომ 1 მოგებით მესამე ადგილზე გასვლა სავსებით შესაძლებელია :)
1
2 გუნდი, მაგრამ მესამე (პირველ ორთან ერთად) ავტომატურად ხვდება შემდეგ მსოფლიოზე
გუსანი
იმედია, გათვლები სწორედ გააკეთა ჰეიგმა, თუ არა და პირდაპირ იაპონიოაში დარჩეს.......აფერისტობა კი უსწავლია....
musenbezi
ურუგავაის აღდგენისთვის მხოლოდ 4 დღე აქვს რაც უნდა გამოვიყენოთ, მშვენიერი გუნდია ურუგვაი, დაახლოებით თანაბარი დონის გუნდები ვართ, აი ფიჯისთან თამაშამდე რამდენად მოასწრებს გუნდი ძალის შენახვას ეგაა მნიშვნელოვანი... მთავარია ჯგუფში ბოლო ადგილზე არ გავიდეთ!
სპორტ ფაზა
თუ რაქიდან ბურთის გამოტანა სულ მსაჯმა გვეხვეწა დროზე,ისე როგორც წინა თამაშში და ტესტებზეც... მაშინ შანსი არ გვექნება არაფრის.... არ არის ეს ლობჟანიძე 9 ნომერი და რით ვერ შეიგნო ამ ჰეიგმა.... დააყენოს თავიდანვე აფრასიძე !! სისწრაფე არის შედეგის მომტანი მხოლოდ და მხოლოდ. კიდევ ეს ბურთის გადაკიდება 30 მეტრზე თან მოედნის ცენტრში სულ რა უვიცობაა.. თუ ურტყამ დაარტყი კიდეზე რა... მოკლედ გვინდა 9 ნომერი თავიდანვე ნორმალური და არა ისეთი რო ნაკრები მოუნდეს მთელი მეორე ტაიმი მისი შენელებული თამაშის გამოსწორებას..!! დანარჩენი ყველაფერი ნორმალურადაა... ვიწყებთ აფრასიძით და შემოგვყავს ლობჟანიძე მეორე ტაიმში..
gizo
ფიჯის ხომ ყველა შემთხვევაში უნდა მოვუგოთ? 2 ქულა აქვს უკვე. ამას გარდა ამ ყველაფერს სხვა მხარეც აქვს. თუ ფიჯიმ დღეს მართლა თავის შესაძლებლობები აჩვენა, გამოდის, რომ ურუგვაი ზედმეტად კარგ ფორმაში შეხვდა ამ მსოფლიოს და დღეს რა შედეგიც დადგა, ორივეს მოემატა ამ შედეგით მოტივაცია. ფიჯის რაც ვერ დაამტკიცა იმის დამტკიცება მოუნდება გაორმაგებული ძალით მოემზადება და ურუგვაის კიდევ მადა გაეხსნება, ნახეს, რომ შეძლებიათ და კიდე ეცდებიან მოუმატონ. ასე რომ სხვა მხრივ ეს ორი ნაკრები ჩვენთვის კიდევ უფრო სახიფათო გახდა. თავს ძალა უნდა დაატანონ ჩვენებმა და ამათთან ორივესთან უნდა მოვიგოთ აუცილებლად
kitxva
ჯგუფიდან რამდენი გადის?
მთ
ჯერ გადავხტეთ და ოპლა მერე დავიძახოთ
ანდრი
ფიჯის სამი დღე ქონდა ურუგვაიმდე. ჩვენც სამი დღე გვექნება ფიჯიმდე ურუგვაის შემდეფ + ნერვები+ პასუხისმგებლობა და ფიჯის ამ დროს ეყოლება კარგა დასვენებული ძირითადი და 2 ბონუსქულია უპირატესობა. ასე რომ.... ერთდ ერთი რაც ჩვენ გვარგებს კნონზომიერებაა, ვინც ძირითადს ასე ფიჯისავით ასვენებ არ ერგება. რუმინეთმაც დაისვენა ეგრე მაოფლიოზე ჩვენთან სთამშოდ და კი მოხვდა კარგად :)
ანდრი
უელსმა ჩვენზე უარესი არ დამართოს ფიჯის.
გამარჯვება
ურუგვაი მუდმივად ეთამაშება არგენტინის მეორე ნაკრებს და მზარდ ბრაზილიას... ასე რომ არგენტინასთან სიახლოვე გაზრდის... ჩვენ კი უელსით თუ ვფასდებით ეგრე შოტლანდიამ 3 ქულა აიღო და იგივე უელსი იატალიას სულ პირწმინდად უგებს..
გამარჯვება
ყველაზე კარგი ის იქნება ჩვენ ურუგვაის მერე ფიჯის მოვუგოთ და ფიჯიმ კი მერე უელსს...
გლახუნა
ნ უ დემაგოგობ-თ - რ ა ტ ო მ, ბოლო-ბოლო რაში გჭირდებათ ?! - ფიჯის ჩვენს მოვუგეთ, თან იმ ფიჯის კუნძულებზე, როცა არა გვაქვს სათამაშო პრაქტიკა ... ცნობისათვის- იტალია გ ა ც ი ლ ე ბ ი თ სუსტი გუნდი იყო,ვიდრე ჩვენ ვართ დღეს , როცა მიიღეს 6 ერში, და დაუშვათ და რომ მიგვიღონ - 3 წელიწადში ასეც კი - ბეჭებზე დავდებთ 6 ერის გუნდებს (!) უბრალოდ აქ სხვა საკითხია- პოლიტიკურ- ეკონომიკური, მოქალაქეს რომელსაც 10 ევროც არა -აქვს- ვერ იმეტებს, რომ ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე მივიდეთ,არადა ძალიან რომ უნდა, არათუ 6 ერის თამაშებზე, ანუ ასე სუსტი სახელმწიფოებრიობა,მით სუსტი უსაფრთხოებით, ეკონომიკით, მით უპერსპექტივო, რომ დიდი ფინანსები ჩაიდება ეროვნულ ჩემპიონატებში - მანამ რატომ უნდა მიგვიღონ ?! - ბოლო-ბოლო როდემდე გ ვ ა თ რ ი ო -ს იმ ევროპამ - ჩვენი წარმატება, ხომ საფრანგეთის დ ი დ ი დამსახურებაა ამ დონეზე ასვლის ?! - და სახელმწიფოებრიობის განვითარება - განმტკიცებისათვის, მით ეკონომიკის მომძლავრებისათვის საჭიროა სახელმწიფოს უ ს ა ფ რ თ ხ ო ე ბ ა, მისთვის ნატო-ში შესვლა და სისტემური- სამართლებრივი- -ინსტიტუციური - ეკონომიკური რეფორმები და მისთვის ვ ე რ შეგვიშალოს ხელი რუსეთმა თავისი ჰიბრიდული ომით, თავისი დემაგოგია - პროგანდით და საქართველოში რუსული ავტორიტარულ + ოლიგარქიულ-კრიმინალურ კლანური მმართველობის სისტემის არსებობა- დამკვიდრებისათვის, მით უპერსპექტივობისათვის!
იდალგო
ნიუჟელი?
იდალგო
პარაჟენცული კომენტარი
სოსო
ფიჯიმ თუ მოგვიგო,მინიმუმ 6 ქულა გაუხდება და არ მესმის,ურუგვაისან მოგება როგორ უნდა გვეყოს მესამე ადგილისათვის?არც ის გამიკვირდება,უელსთანაც თუ აიღებენ ბონუს ქულას.იმ დროს უელსს ავსტრალიასთან ნათამაშები ექნება და გარკვეუ;ო ექნება,რა სჭირდება.ეს თამაში ფიჯიმ წააგო,ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო.დამრტყმელებიც საშინლად თამაშონდნენ და კონცენტრაციაც დაკარგული ჰქონდათ.სჯეროდათ რომ ურუგვაი ვერ გაუძლებდა და თავისას მიათწევდნენ,მაგრამ მეტოქემ თითქმის გაუძლო,ფიჯელების ტექნიკურმა წუნმაკი,ყველაფერს ხაზი გადაუსვა.ურუგვაიმ ძალიან ეშმაკურად ითამაშა შერკინებაში,ნაადრევ კონტაქტზე იტყუებდა ფიჯელებს და აჯარიმებდა.ამას ალბათ ჩვენთანაც ეცდებიან,მაგრამ დარწმუნებული ვარ,მოვუგებთ.სამი დღე დასვენება,ვერანაირად ვერ ეყოფათ ძალების აღსადგენად.აი ფიჯი კი,უკვე დასვენებული და გონზე მოსული,სამკვდრო სასიცოცხლოდ იბრძოლებს ჩვენ წინააღმდეგ და იქ,ჩვენ ვიქნებით უფრო დაღლილები.თუმცა ამ თამაშმა აჩვენა,რომ ფიჯის მარქაფა,მაინც და მაინც საიმედოდ ვერ თამაშობს ხელით.კარგ ამინდში ამდენი დაკარგვა,ნამეტანი იყო.მარქაფაში, ამ თამაშის ძირითად შემადგენლობას ვგულისხმობ.ძირითადი კი მწვრთნელმა საჩვენოდ შეინახა.მეორე მხრივ ჩვენმა თამაშმაც დიდი კითხვები გააჩინა,მაგრამ ურუგვაის მაინც მოვუგებთ და ეს ღრმად მჯერა.ფიჯისთან კი,ფიჯისთანაც გავიმარჯვებთ,თუმცა უკიდურესი დაძაბვით.მგონი ჩვენც მეორე შემადგენლობით უნდა დავიწყოთ თამაში და როგორც თამაში გვიჩვენებს,ისეთ დროს შემოვიყვანოთ ძირითადის ხალხი.ბონუს ქულაც თავისუფლად შეიძლება დაგვჭირდეს და ესეც გასათვალისწინებელია,ჩვენ კი ლელოების დადება გვიჭირს.
N
ერთი მოგებით და სამი წაგებით???
Maximus
აი საღოლ ურუგვაი ჩვენსავით პატარა ერია და რა შედეგები აქვთ კი ხედავთ ფეხბურთში, რაგბიში, კალათბურთსაც თამაშობენ ძალიან კარგად. ისტორიას ფაქტები ქმნიან და არა მოსალოდნელი ვარიანტები...ფაქტი კი ის არის რომ ურუგვაიმ აჯობა შედეგით, ნაქებ ფიჯის. რა და როგორ არ იწერება საბოლოო ოქმში ანგარიშის გარდა.და საერთოდ ურუგვაელებმა იციან ყველა სახეობაში, ნუ რასაც თამაშობენ პატარ პატარა ოღრაშობები... ყველაფერი გათვლილი აქვთ ზუსტად. მიზანი ამართლებს საშუალებას...იძახონ ახლა ფიჯიმ ლიდერები დაასვენაო და კიდევ რაღაცეები.
დემე
თქვენი არ ვიცი და მე მართლა რეალური იმედი ჩამესახა რომ მესამე ადგილს დავიკავებთ, ფიჯი მართლა კუნთმაგარი და გონებაჩლუნგის ვარიანტი გამოდგა, ჯერ ავსტრალიელებს შეაკვდნენ, დღეს კი როგორ სულელურად წააგეს. უკვე ყველაფერი ჩვენს ხელშია... თუ რეალურად გვაქვს მომატებული ფიჯისაც და ურუგვაისაც უნდა მოვუგოთ...იმედს ვიტოვებ რომ უელსთან ჩვენი შერცხვენის მიზეზი ძალების მოფრთხილება იყო...
რამაზ
ერთი კომედიაც: 1.ფიჯიმ ამ შედეგით 4.000 დაკარგა და 10 ადგილიდან ჩვენს უკან დაეშვა 2. ურუგვაის იგივე 4.000 მოემატა და ჩვენთან თამაშის წინ მხოლოდ 4.110 ჩამოგვრჩება ანუ ურუგვაისთან მინიმალური ანგარიშით მოგების შემთხვევაში 1.180 ქულა მოგვემატება
ტოტტი
ურუგვაის ბოლო ლელოს დადებაზეც დაეტყო რა გუნდიც არის იმხელა სივრცე ქონდა კარისკენ შესულიყო და დახტა ეგრევე კიდესკენ აი თითქოს ელემენტალურები მეტყველებს პროფესიონალიზმზე სამწუხაროდ ჩვენ შორს ვართ ტოპ გუნდებთან საჭიდილოთ. ვნახოთ იქნებ და გაგვიმართლოს ურუგვაისავით იმედი დავიტოვოთ )))
ანდრი
დიდი ალბათობით ფიჯი, ავსტრალიასთაბ 2 ბონუსის აღების ყველაზე დიდი ალბათობით. ჩვებ კი როგორ გვეყოფა გასასვლელად მხოლოდ ურუგვაისთან მოგება ძალიან მაინტერესებს :) ჟურნალისტური გამოძიებაა საჭირო :) გვინდა ორი მოგება, და ურუგვაისთან ბონუსით თუ მოვიგეთეგ ძალიან დიდი მიღწევა იქნება.

ქლესურად კი არა, ჭკვიანურად ითამაშა. მაქსიმალურად გამოიყენა ფიჯის შეცდომები და დამსახურებულად მოიგო. დაცვაში როგორ ითამაშა, იმას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეგრე გვეთამაშებოდა ადრე პორტუგალია და გვიგებდა. რაგბი მარტო მიყოლა რომ არ არის , დღესაც გამოჩნდა. ეხლა ფიჯი სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეგვერკინება და ჩვენ რას ვიზამთ, კაცმა არ იცის, მითუმეტეს იქამდე გულზე მოსულ ურუგვაის ვეთამაშებით
რამაზ
ეს თამაში ჩვენთვის საუკეთესო სცენარით წარიმართა: 1.ურუგვაისთან, როგორც ფიჯის მძლეველ გუნდთან ჩვენები მაქციმალურად მობილიზირებული ითამაშებენ 2. ურუგვაის ოთხი დღე აქვთ ჩვენთან თამაშამდე და ვეჭვობ სრულად აღიდგინონ ფიზიკური კონდიციები ამ თამაშში ბოლომდე ჩახარჯვის ფონზე 3. ფიჯიმ დიდი მორალური დარტყმა მიიღო, აღმოჩნდა რომ ფიჯი არ ყოფილა ტიერ1 გუნდების დონეზე მოთამაშე (მიუხედავად იმისა რომ რეიტინგში არგენტინას უსწრებს), გამოჩნდა ფიჯის სუსტი წერტილები და საქართველოს ნაკრებს მორალურად უკანდასახევი მოეჭრათ - თუკი ურუგვაიმ მოუგო ფიჯის ჩვენც შეგვიძლია და უნდა მოვუგოთ!

ადვილი შესაძლებელია რომ ამ ჯგუფიდან რომელიმე გუნდი მხოლოდ ერთი მოგებით გავიდეს მესამეზე
ორმაგი სტანდარტი ცუდია
მე რაგბის ექსპერტად ნამდვილად ვერ გამოვდგები,მაგრამ ჩემი ხედვით,თითქმის ყველა თამაშს ვუყურე,,ჩვენების თამაში ყველაზე სუსტად მომეჩვენა,პირველი ტაიმი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა.იმედია გამოასწორებენ ბიჭები თამაშს.
ჯიმშერ
ფიჯის და ურუგვაის მოვუგოთ და მერე იქნებ სასწაული მოხდეს და ავსტარლიაც დავამწუხროთ და ჯგუფიდან გავიდეთ :)
ჰაჰა
ფიჯის ძირითადი ძალიან მაგარია. მათთან მოგება გმირობის ტოლფასია. ურუგვაის მოგება იმით არის კარგი, რომ ქართველები უფრო სერიოზულად მიუდგებიან საქმეს, და არა ისე წინა მსოფლიოზე ნამიბიას რომ ვეთამაშეთ. ხოლო ცუდი ეს შედეგი იმით არის, რომ ფიჯის უკან დასახევი გზა არ აქვს, ჩვენ და უელსს უნდა მოგვიგოს.
მერაბი
მოსაგებია ორივე შეხვედრა, რა არის სასარგებლო? მარტო ურუგვაისთან მოგება არ იკმარებს! გეგონება უკვე მოვუგეთ, ჯერ დავამარცხოთ და მერე ვიმსჯელოთ!
1
ბონუსები რომ არ ქონდეს ფიჯის, მაშინ იქნებოდა მართლა სასარგებლო შედეგი
dadu
თუ პირიქით? უფრო მეტი სანერვიულო? გამოჩნდა რომ ურუგვაიც არ არის მთლად "ნამიბია" და მათთანაც ძალიან დიდი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს. ჩვენს ჯგუფში არცერთი მეტოქე არაა ისეთი რომელთანაც ვიტყვით რომ აუცილებლად მოვიგებთ, ყველასთან ბრძოლა და ომი მოგვიწევს და იმედია მზადაა ამისთვის ნაკრები. უელსთან წაგება არაა ტრაგედია (უდიდესი ალბათობით ყველა დანარჩენი გუნდი ისევე წააგებს მათთან როგორც ჩვენ) ბოლო-ბოლო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია აი ურუგვაისთან და ფიჯისთან ნამდვილად გამარჯვება გვმართებს ექვს ერზე ფიქრის უფლება მაინც რომ შევინარჩუნოთ.
gio
2-დასაწყისში ალბათ გინდოდა გეთქვა ურუგვაიმ ითამაშა ქლესურადო.
ირა
არც ურუგვაი თამაშობს ტესტებს ბობილებთან მაგრამ კი დადო შედეგი, ასე რომ ნუ აპრავებთ 6 ერში არ ვართ და პრაქტიკა გვაკლია და მსგავსი სისულელები, 6 ერში რომ მოვხვდეთ უნდა ვიმსახურებდეთ, მილიონი შანსი გვქონდა მაგრამ ყველასთან უშანსოდნდავთმეთ შეხვედრები! რაგბი ჩვენი თამაში არ არის !!!! რაგბი უელსის, ზელანდიის, ირლანდიის და ინგლისის თამაშია, ჯოკერი და სეკაა ჩვენი თამაში

ყველანი კარგად მივხვდით,რაგბის თამაში ვისაც კარგად ესმით და ვისაც არ ესმით და ინფორმაცია აქვთ,რომ ფიიჯიმ ავსტრალიასთან კარგად ნათამაშევი თითქმის მთლიანი გუნდი ურუგვაისთან არ ათამაშა,ბიჭები გადაიღალნენო...???
დათუნაშვილი
ფიჯის ნაკრებზე მეცინება ))) მაგათზეა ნათქვამი კუნთმაგარი და გონებადალოცვილი ხალხი არისო ))) თამაშს ვინც არ უყურა მარტო სტატისიკით მიხვდება რა კომიკური შეხვედრა იყო 5-ლელო დაუდო ფიჯიმ ურუგვაის 3-ლელოს წილ მაგრამ მაინც წააგეს თამაში ))) 1-შედეგი ნამდვილად არ არის სამართლიანი ფიჯის არათუ უნდა მოეგო არამედ დიდი ანგარიშითაც ფორითაც შეეძლო მოგება მაგრამ ხის თავიანი რომ იქნები ზედიზედ 8 -გარდასხვას პლიუს ჯარიმას ააცილებ თან რა კარგი პოზიციებიდან რაღაა აქ სალაპარაკო 11-ქულა ჯარიმებით აჩუქეს ფიჯელებმა ურუგვაის. 2-ფიჯიმ ეშმაკურად ქლესურად ითამაშა შერკინებაში მთელი თამაში არადა პირველივე შერკინებაში გამოჩნდა ფიჯის რამხელა უპირატესობა ჰქონდა მიწოლაში იმ ფიჯს რომელსაც ავსტრალიამ გადაუარა შერკინებაში წინა თამაშში ამით იმის თქმა მინდა წარმოიდგინეთ რა დონის უსუსური იყო ურუგვაის შერკინება პლიუს 80-კილოც სხვაობა იყო შერკინების მორაგბეებს შორის ფიჯის სასარგებლოდ და სასაცილო ისაა ეს ამხელა უპირატესობა რომ გამეყენებინა ფიჯის პირიქით მოხდა ქლესური ტაქტიკა აირჩია ურუგვაიმ დაახლოებით 5 ჯერ ადრე მიწოლის გამო ფიჯი დააჯარიმა მსაჯმა )) ერთი სამჯერაც რის ვაი ვაიგლახით გამოათრიეს თავის შერკინებიდან ბურთი ურუგვაელებმა . დაახლოებით 4-მა ურუგვაის მორაგბემ ტრავმა მიიღო უმეტესობას კუნთები დაეჭიმა ბოლოსკენ არაქათი აღარ ჰქონდათ მოკლედ დასკვა თუ ჩვენც ამ თავხედ ურუგვაის მორაგბეებს ფიჯის ნაკრებივით არ მივცემთ უფლებას თავიანთი ქლესური ხრიკები გამოვაყენებინოთ შერკინებაში პირობას ვდებ მინიმუმ 90% შერკინებებს ჩვენ მოვიგებთ მინიმუმ ერთ კაცს გავაგდებინებთ შერკინებაში დიდი უპირატესობის გამო და რამდენიმე ლელოსაც შერკინებით შევათრევთ ვიმეორებ თუ ჭკვიანურად მოვიქცევით და ამ თავხედ ურუგვაის თავიანთ ქლესობაზე არ ავყვებით ..
არდილეს
ეგ მარტო "ჟურნალისტმა" იცის!!!!
გლახუნა
თუ ბიჭებმა ფიჯისთან და ურუგვაისთან მთელი თამაში ისე ითამაშეს , როგორც უელსთან მე-2-ე ტაიმი - ორივეს მოვუგებთ ! - ამისათვის საჭიროა მათიაშვილის, მოდებაძის მაგივრად ათამაშონ ხმალაძე, მალაღურაძე, შეიძლება თოდუა, ფიზიკურად ძლიერები არიან და დაცვაში მოწინააღმდეგის ფიზიკურად ძლიერ ბიეჭებს შეაჩერებენ, მით ...
LEVANI
მეც ვერ გავიგე რაა სასარგებლო,ის ხომ არა რომ მათთანაც შესაძლებელია წავაგოთ და მერე ტავი დავიმშვიდოთ ფიჯისაც ხომ მოუგესო
Irakliy
ვითომ რატომ ჩვენ სასარფებლიდ? მესამე ადგილი თუ გვინდა, ორივე თამაში უნდა მოვიგოთ (ავსტრაკუასთან გამოეიცხულია). თუ ორივეს ვერ მოვიგებთ, მაშინ ან მეითხეზე გავაკთ ან მეხუთეზე. მაგას კუ აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა
ახლა გაირკვა რომ ურუგვაი ურიგოდ არ თამაშობს და ფიჯი გამწარებულია, რა არის ჩვენთვის სასარგებლო?
ბორჯღალი
იმედია კარგადაც დაიჩეჩქვებოდნენ ურუგვაელები
საქართველოს სასარგებლოდ რატომ არის?
რაო მერე გივმა
ჩვენთვის არაფერი იცვლება. ორივე თამაში მოსაგები გვაქვს ისედაც და ასედაც
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ედი ჯონსმა "ბარბაროსების" შემადგენლობა დაასახელა
ფიფამ დაასკვნა - რონალდოს გოლი არ გაუტანია
ისევ დრამა - უმოტივაციო პორტუგალიამ წააგო, სამხრეთ კორეა გავიდა, ურუგვაი კი ჯგუფში ჩარჩა [VIDEO]
ზაგრების "დინამომ" ჩემპიონთა ლიგაზე ანტირეკორდი დაამყარა - 1-ლი ოქტომბრის დაიჯესტი
პორტუგალიამ ურუგვაის მოუგო და მერვედფინალშია - პირველი გოლი რონალდომ გაიტანა თუ ბრუნომ? [VIDEO]
მომენტი, რომელიც გულგრილს არავის დაგტოვებთ - ურუგვაის თავისი გმირი ჰყავს [VIDEO]
უელსმა ავსტრალია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა
კაცნაკლულმა ურუგვაიმ ბრაზილიას სძლია და კოპას 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
ფიჯელი მორაგბე: კარგად ვიცით, რას შემოგვთავაზებს საქართველოს ნაკრები
"ურუგვაის პენალტი წაართვეს" - BBC-ის ექსპერტები გუშინდელ მატჩზე
ფიჯელთა კაპიტნის კომენტარი საქართველოს დამარცხების შემდეგ
ფიჯელთა მწვრთნელი: საქართველოსთან მატჩი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა