ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი/rugby.ge

რამდენიმე საათის წინ "ბორჯღალოსანთა" სამწვრთნელო შტაბმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც ფიჯის წინააღმდეგ ითამაშებს.

განვლილ ორ შეხვედრას თუ გადავხედავთ, ამჯერად მილტონ ჰეიგმა არჩევანი უმეტესად გამოცდილ მორაგბეებზე შეაჩერა:

"მორაგბეების უმეტესობა, რომლებიც ფიჯისთან მატჩის შემადგენლობაში მოხვდნენ, გამოცდილია. შევარჩიეთ ის ბიჭები, რომლებზეც ვფიქრობთ, რომ ფიჯისთან დავალებებს შეასრულებენ.

შემადგენლობის შერჩევას წინ უძღოდა მწვრთნელთა შტაბის გუშინდელი კრება. ენთუზიაზმისა და გამოცდილების შერწყმით კმაყოფილები ვართ. დიდ თამაშებში გამოცდილება ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა გვყავს ახალგაზრდა მორაგბეებიც, რომლებიც მარქაფაში არიან და ისინი სარგებელს აუცილებლად მოიტანენ", - ამბობს ჰეიგი და მომავალი რკენის მნიშვნელობაზე საუბრობს:

"ამ თამაშის მოგებით 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს მივიღებთ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი სენსაცია არ მოხდება. სწორედ ამისთვის ვმუშაობდით უკანასკნელი რამდენიმე წელი".

ახალზელანდიელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ფიჯის თამაში კარგად შეისწავლა:

"სიტუაციის გასაანალიზებლად მათ დიდი დრო ჰქონდათ. ფიჯის შემადგენლობაში რამდენიმე გამორჩეული მოთამაშეა. ამ გუნდს მთელი მსოფლიო იცნობს, ყველამ იცის, როგორ თამაშს თამაშობს და მისგან სიურპრიზებს არ ველოდებით.

უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, ფიჯის მესამედ შევხვდებით. ვფიქრობთ, საშინაო დავალება კარგად შევასრულეთ და ვიმედოვნებთ, რომ მოედანზე ყველაფერი კარგად გამოგვივა".

ფიჯისთან "ბორჯღალოსნებს" მისი კაპიტანი მერაბ შარიქაძე გაიყვანს, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ურუგვაის წინააღმდეგ შეცვლაზე 20 წუთიც ითამაშა.

"სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებით ბედნიერი ვარ. ვიმედოვნებ, რომ გუნდს სარგებელს მოვუტან და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარები".

მეტოქის სიძლიერეზე ამახვილებს ყურადღებას დავით კაჭარავა, თუმცა ფიქრობს, რომ მისი თამაში კარგად შეისწავლეს და ეს წარმატების მოპოვებაში უნდა დაეხმაროს:

"ამ მსოფლიო თასზე ფიჯი ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი გუნდია. ჩვენ განვიხილეთ მეტოქის თამაში და ვიცით, მათ წინააღმდეგ როგორ უნდა ვითამაშოთ. ფიჯი დეტალურად შევისწავლეთ და ვიმედოვნებ, შედეგი ჩვენთვის დადებითი იქნება".

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა ოსაკაში 3 ოქტომბერს, საქართველოს დროით 09:15 საათზე დაიწყება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გიორგი48
მე ვერ დავიბრალებ რაგბის პროფესიონალობას, მაგრამ თუ მოგება გვინდა, ფიჯის თამაში უნდა ჩავუკეტოთ, აგრესიული ბოჭვები და შერკინებები ჯარიმით, სივრცე მაქს. უნდა შევუზრუდოთ... წარმატებები....
kaira
თუ პირველი 30 წუთი გავუძელით, არ ჩავისვარეთ უელსივით, არ დავუშვით უაზრო შეცდომები, შევაჩერეთ მათი შეტევები, მაშინ მეორე ტაიმში გავხევთ ერთი ადგილის ნაკერავზე.
misha
ბოლოს და ბოლოს უნდა დაინახონ მსოფლიომ, რომ შეგვიძლია ფიჯის არგენტინის იაპონიის და თუნდაც საფრანგეთის დონე გუნდებთან თამაში და მოგებაც.ის იმიტომაა საჭირო, რომ განვითარდეთ და უფრო მეტ წარმატებებს მივაღწიოთ, თორემ მოგვიწევს ისევ რუსეთთან პორტუგალიასთან რუმინეთთან ესპანეთთან კატა თაგვობიას თამაში რომელიც არანაირ სარგებელს არ გვაძლევს ხელს.
1
დიდი პატივსაცემი გუნდია ფიჯი, იმან მოიგოს ვისაც უფრო ჭირდება ეს მოგება

დარწმუნებული ვარ, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ითამაშებენ. სანერვიულო ფიჯის უფრო აქვს, წაგების შემთხვევაში მაგრად შერცხვება. ამიტომ შეიძლება შეცდომები უფრო მეტად დაუშვას, რაც არაერთხელ მომხდარა. მთავარია როგორც ტონგასთან, ისე ვითამაშოთ- ნაკლები შეცდომა და მეტი ქულა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
[VIDEO] გოგლიჩიძემ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
[VIDEO] საზონოვმა "კამპ ნოუზე" ითამაშა - "ბარსელონამ" "ხეტაფეს" ადვილად მოუგო
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...
[VIDEO] ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი დღე მსოფლიო ჩემპიონატზე
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
[VIDEO] გადაირია, კვლავ საოცრებები აკეთა - კვარაცხელიას პენალტის ამღები ჩრდილო ირლანდიელი მეკარის მორიგი გმირობა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა
დავით კაჭარავა: საქართველოს უახლოეს ისტორიაში ასეთი მასშტაბური ძვრები ქართულ სპორტში ჯერ არ ყოფილა
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
მოედნები კახეთში და პარტნიორი დედოფლისწყაროში
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
"რუსეთშიც ვთამაშობდი და ჩემი ყოფილი გუნდიც არის საქართველოში ნამყოფი" - დავით კაჭარავა რუსეთის ნაკრების შესაძლო შეკრებაზე საქართველოში კომენტარს აკეთებს