ირლანდიის ნაკრების მწვრთნელმა მიკ მაკარტიმ საქართველოსა და შვეიცარიის ეროვნულ გუნდებთან ევროშესარჩევის მატჩებისთვის 24-კაციანი განაცხადი გამოაცხადა და, ცოტა არ იყოს და, ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, თბილისშიც უნდა მოიგონ, ჟენევაშიც და სახლში 6 ქულით ხელდამშვენებულნი დაბრუნდნენ. "სამყურათა" თავკაცის ეგზომ ოპტიმისტური განწყობის საფუძველი კი გასულ უქმეებზე მისი ფეხბურთელების კარგი თამაშია.

აი, რა განაცხადა მან საქართველოში გამომგზავრების წინ:

"რიჩარდ კეოს ამბავმა დამამწუხრა, მუხლზე 2 ოპერაციის გაკეთება მოუწევს და 15 თვე გაუცდება. ის ძლიერი პიროვნებაა. დავურეკე და მხარდაჭერა გამოვუცხადე. ტრავმების გამო ვერც შეინ დაფი და ვერც დევიდ მაკდოლდრიკი ვერ დაგვეხმარებიან.

ორივე შეხვედრა უნდა მოვიგოთ. ამის იმედს გასულ უქმეებზე ჩვენი ბიჭების შედეგიანი თამაში მაძლევს. ჯეიმს კოლინზმა ბულგარელებს გაუტანა და კარგ ფორმაშია (10 სექტემბერს დუბლინში 3:1 მოუგეს). ჩემპიონატზეც გამოიჩინა ბოლო ტურში თავი და ჩემგან შანსი დაიმსახურა. შონ მაგუიარზეც იმავეს ვიტყვი. საერთოდ, შეტევაში მდიდარი არჩევანი მაქვს. თავდამსხმელებმა თავიანთ კლუბებში თავი გამოიჩინეს, რაც მახარებს. 19 წლის აარონ კონოლიც კარგად თამაშობს, მაგრამ ამ ეტაპზე უკეთესია, თუ ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარება".

მეკარეები: დარენ რენდოლფი (მიდლსბრო), მარკ ტრავერსი (ბორნმუთი), კირან ო'ჰარა (ბარტონი)

მცველები: სიმუს კოულმენი (ევერტონი), მეტ დოჰერტი (ვულვერჰემპტონი), კევინ ლონგი (ბარნლი), ჯონ ეგანი (შეფილდ იუნაიტედი), დარა ლენიჰანი (ბლექბერნი), გრეგ კანინგემი (ბლექბერნი), ენდა სტივენსი (შეფილდ იუნაიტედი)

ნახევარმცველები: ალან ბრაუნი (პრესტონი), ჯოშ კალენი (ჩარლტონი), გლენ უილანი (ჰართსი), კონორ ჰურიჰანი (ასტონ ვილა), ჯეიმს მაკლინი (სტოკი), რონან კერტისი (პორტსმუთი), ჯეფ ჰენდრიკი (ბარნლი), კალუმ ო'დოვა (ბრისტოლი), ჯეკ ბირნი (შემროკ როვერსი)

თავდამსხმელები: ჯეიმს კოლინზი (ლუთონი), შონ მაგუაირი (პრესტონი), კალუმ რობინსონი (შეფილდ იუნაიტედი), ალან ჯაჯი (იფსვიჩი), სკოტ ჰოგანი (სტოკი)

Alex.F
რასა-ს:მაგ ლოგიკით არც თქვენს პოლიტიკურ კომენტარებს კითხულობენ პოლიტიკოსები!რაც შეეხება ბაქიბუქს,ეს არ გახლავთ ბაქიბუქი!ეს ირლანდია მართლაც არაფრით აღემატება საქართველოს ამ ნაკრებს და თავისუფლად შეგვიძლია მათი დამარცხება,თანაც მშრალზე!სამწუხაროდ იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყოდი შვეიცარიასა და დანიაზე!
გიორგი48
მე მახსოვს, რას უკეთებდა ხოლმე ,,დინამო'' ირლანდიურ გუნდებს... აქაც და თავიანთ სახლშიც... როგორ ,,გაბლატავდნენ''.... მე მივდივარ სტადიონზე და მაგათი მწვრთნელის სახე უნდა ვნახო თამაშის შემდეგ....
გულშემატკივარი
ორი ძირითადი ცენტრალური მცველი არ ეყოლებათ, რომელთაგან ერთმა თბილისში ადრე გოლი გაგვიტანა და ორივე მათგანი თითქმის ყველა საჰაერო ორთაბრძოლას გვიგებდნენ, მათი დანაკლისი საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ. ირლანდი საზიზღარ ფეხბურთს თამაშობს და დრო მოვიდა რომ თავისი ადგილი მივუჩინოთ
ქუთაისელი
წადით, რაგბი ითამაშეთ!აუცილებლად წავალ ამათ თამაშზე, ისე არ მევასება ამათი სტილი, ვერ გაიგებ რა სპორტია.. და მაინც რო გვიგებენ! სულ დებილურ ბურთებს გვიტანენ.. მოკლედ, შურისძიების დრო დადგა და ერთიანად უნდა ამოვასხმევინოთ! უნდა მოვიგოთ!
rasa
სულ აქ შემოდის და კითხულობს მაკარტი ამ მუქარას და ბაქიბუქს )))
Alex.F
ჟენევის რა გითხრათ,მაგრამ თბილისიდან უეჭველად ხელცარიელები წახვალთ,თანაც ისე ,რომ გოლსაც ვერ გაიტანთ!!!
odala
რა ვიცი ამ დოლდრიკებს მაკდოლდრიკი უწერიათ და მე კიდევ პირველად გავიგე ეგ სახელი.
zaza
ვაა მაკკოლდრიკი მაგარი დანაკლისიააა. ეს ის შავი კაცია, რომ გაგვაწამა ირლანდიაში და ფაქტიურად ყველა ორთაბრძოლა რომ მოიგოო!!!
გრაფი
ვაი თქვენს პატრონს. დაგახევთ ბურთ.
წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მირჩა ლუჩესკუ სიკვდილს გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-1 რუსთავი. შემოტრიალება წყალტუბოურად
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
ირლანდიელთა თავკაცი: გთხოვთ, სწორად გამიგოთ, საქართველოს პატივს ვცემთ, მაგრამ...
მიკ მაკარტის "ტოტენჰემთან" დუბლის შემსრულებელი, 19 წლის აარონ კონოლი თბილისში მოჰყავს [VIDEO]
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს
მიკ მაკარტი: საქართველოს გასაქანი არ მივეცით, თუმცა მომენტები ჰქონდა
ირლანდიის ნაკრების მწვრთნელად სტივენ კეინი დანიშნეს
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
სომხეთმა ირლანდიას სძლია - აზერბაიჯანი და უკრაინა დაზავდნენ
მიკ მაკარტი: სწრაფი, შემტევი ირლანდიური ფეხბურთი და მოგება გვჭირდება
ზაგრების "დინამომ" ჩემპიონთა ლიგაზე ანტირეკორდი დაამყარა - 1-ლი ოქტომბრის დაიჯესტი
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]