ოთხშაბათს, 9 ოქტომბერს, საქართველოში რაგბი 10-ის პირველი შეხვედრა გაიმართება. "ყოჩებისა" და "აკადემიის" გუნდები ერთმანეთს 17 საათზე, ნუცუბიძის სარაგბო ბაზაზე შეერკინებიან.

რაგბის ამ ახალი მიმართულების პოპულარიზაცია "მსოფლიო რაგბის" ერთ-ერთი მიმართულებაა, თუმცა მისი გამოყენება 15-კაცა რაგბისთვის მოსამზადებლადაც შეიძლება, რადგან მორაგბეებს საჭირო უნარებს გამოუმუშავებს.

ძირითად შემადგენლობაში 5 მორკინალი და ამდენივე ხაზის მოთამაშეა. სრულადაა წარმოდგენილი პირველი ხაზი - კვაჭი და ორი ბურჯი. შერკინებაში თამაშობს ორი მეორე ან მესამეხაზელი. ხაზში არიან 9, 10 და 12 ნომრები, ასევე - ორივე ფრთა. მარქაფაში 6 შემცვლელია (3 პირველი ხაზი, 1 მეორე/მესამე ხაზი, 2 ხაზი). თამაში ორი 10-წუთიანი ტაიმისგან შედგება, 2-წუთიანი შესვენებით და 2-დღიანი ტურნირის განმავლობაში გუნდი 3-3 (სულ 6) შეხვედრას ატარებს. შერკინება და დერეფანი ჩვეულებისამებრ ეწყობა, ხოლო გარდასახვა სრულდება არეკნით.

რაგბი 10-ში პირველი საერთაშორისო ტურნირი 1967 წელს ჩატარდა და მასში 40 ქვეყნის გუნდი იღებდა მონაწილეობას. დღესდღეობით ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 10-კაცა რაგბის 14 ცნობილი ტურნირი იმართება და მასში მოსამზადებელ ეტაპზე რეგულარულად მონაწილეობენ ტოპ 14-ის, ზე-რაგბის, ინგლისის პრემიერშიფისა და პრო 14-ის გუნდები.

სხვადასხვა დროს რაგბი 10 უთამაშიათ ისეთ ლეგენდებს, როგორებიც არიან ჯონა ლომუ, ბოდენ ბარეტი, კონარდ სმიტი, ჯერომი კაინი, ბენ სმიტი, სემ კეინი, ბრაიან ლიმა, ბობ სკინსტადი, დევიდ კამპეზე, ჯორჯ გრეგანი და სხვები.

რადგან რაგბი 10-ში სივრცეები კლასიკურ რაგბიზე მეტია, ის სასიამოვნო სანახავია, მოთამაშეები მაღალ ტემპში ბურთაობენ და ხვეწენ ისეთ უნარებს, როგორებიც ფინტი, ხელით თამაში და ოფლოუდია, რომლების ჭარბად ხილვა ასე გაგვიხარდებოდა ქართულ რაგბიში.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის
"შავი ლომი" | მიხეილ ბაბუნაშვილი: უნდა დავამტკიცოთ, რომ კარგი რაგბის თამაში შეგვიძლია
[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] შერმადინის ბრწყინვალე მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ფორსა ლეიდასთან" დამარცხდა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "ფრაიბურგთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ალავესთან" მატჩში?
[VIDEO] ლამაზად შეუსრულა. მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - "ვილიარეალმა" ისევ გაიმარჯვა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ალავესს" გაუტანა
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა სეზონი გამარჯვებით გახსნა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
ტელს წასვლა უნდა - "ტოტენჰემი" მხოლოდ იჯარას განიხილავს
გაყიდვა ახლავე სურთ - ვულვზის ფორვარდის დამატება პრემიერ ლიგის კლუბს სურს
ვან დეიკმა მისი კარიერის შესაძლო დასრულების ჭორებს უპასუხა
[VIDEO] "პსჟ-ისთან თამაშის შემდეგ, ვიტირე" - "მარსელის" მწვრთნელი სუპერთასის შეხვედრაზე
"თავხედი ამერიკელია, რომელიც იმას აკეთებს, რაც სურს" - კავაზაშვილი ტრამპზე და მუნდიალის მასპინძლობის სტატუსის ჩამორთმევაზე
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
ამორიმი შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს - ყველაფერი 2026 წლის მუნდიალის შემდეგ გადაწყდება
გულიაშვილის დებიუტი "ბარსელონასთან" შედგება? - "რასინგს" ზამთარში ახალი ფორვარდი ესაჭიროებოდა
[VIDEO] მამუკელაშვილი "ბოსტონთან" სასტარტოში იყო - სანდროს ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა
დემბელეს უარი პსჟ-ს - მან ზღაპრული ხელფასი მოითხოვა