2019 წლის მსოფლიო თასის დასკვნით მატჩში, 11 ოქტომბერს ავსტრალიასთან გასამართი შეხვედრის წინ, "ბორჯღალოსნებმა" ტრადიციული კაპიტნის ვარჯიში და პრესკონფერენცია გამართა.

„იოლი თამაში არც ერთისთვის იქნება“

"ბორჯღალოსანთა" კაპიტანი მერაბ შარიქაძე ამბობს, რომ გუნდი ავსტრალიასთან მატჩში საკუთარი რეპუტაციის გამყარებას ეცდება:

„განწყობა არ შეცვლილა! ჩვენ ისევ გვინდა, საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ თავი, საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. გვინდა, ჩვენი რეპუტაცია გავზარდოთ და გავაძლიეროთ იმაზე მეტად, ვიდრე ამ წუთას არის. ამის მისაღწევად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. გუნდიც და მეც თავს კარგად ვგრძნობთ. ჩვენ მოტივირებულნი ვართ, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია...“.

ის დარწმუნებულია, რომ ავსტრალიის ნაკრებთან თამაში ნებისმიერ ეტაპზე რთული იქნებოდა და მეტოქეს ბოლომდე ბრძოლას ჰპირდება:

„ავსტრალიის დარ პირველი დონის გუნდებთან თამაში იოლი არც ერთ სტადიაზე არაა. ყველა თამაშში ისინი სრულად იხარჯებიან, რა მნიშვნელობისაც უნდა იყოს ის მატჩი. მიდგომის კუთხით მათთვის ხვალინდელი მატჩი განსხვავებული არ იქნება. ჩვენ უფრო რთულ სიტუაციაში ვართ, ვიდრე მეტოქე და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც არის შესაძლებელი, რათა ჩვენი საუკეთესო მხარე ვანახოთ. არც ისინი იქნებიან გულხელდაკრეფილნი და ამიტომაც იოლი თამაში არც ერთისთვის იქნება“.

გუნდის კაპიტანს ისიც ჰკითხეს, რამდენად დაეხმარებოდა ქართულ მორაგბეებს განვითარებაში ზე-რაგბიში თამაში, რაზეც მან უპასუხა:

„ქართველი მორაგბეების მოხვედრა ძალიან კარგი გამოცდილება იქნებოდა. იცით, რომ ერთი მორაგბე, ჯაბა ბრეგვაძე ზე-რაგბის კლუბ "სანვულვზში" თამაშობს და საუცხოო გამოცდილებებს გვიზიარებს. ის ევროპული რაგბისგან განსხვავებულია. უფრო სწრაფი და დინამიკური თამაშებია და ვიმედოვნებ, ამ გუნდებში მოხვედრის შანსი ქართველ მორაგბეებსაც გვექნება. იმედია, ამას ხვალინდელ თამაშში ვაჩვენებთ, რომ ქართველი მორაგბეები იმსახურებენ ზე-რაგბის გუნდებში თამაშს“.

„ავსტრალიასთან თამაში დიდი პატივია“

"ბორჯღალოსანთა" ფულბეკ სოსო მათიაშვილისთვის ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ თამაში დიდი პატივია:

„რა თქმა უნდა, ამაღელვებელია... ფაქტობრივად, ამ მორაგბეების თამაშის ყურებით გავიზარდეთ და დიდი პატივია მათ წინააღმდეგ თამაში. მოხარული ვარ, რომ მსოფლიოს ჩვენს შესაძლებლობებს ვაჩვენებთ. ავსტრალიის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. ძალიან კარგი შეტევა აქვთ და დაცვაში მაქსიმალური ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. უნდა ვეცადოთ, ბურთი გავაკონტროლოთ და უმეტესი დრო შეტევაში გავატაროთ, რათა ნაკლები შესაძლებლობა მივცეთ“.

მას ასევე ჰკითხეს: "სოსო, რატომაა საქართველო კარგი ძალისმიერ სპორტის სახეობებში, ისეთებში, როგორებიც ძიუდო, ჭიდაობა და რაგბია?"

„ალბათ, ყველაზე დიდი მიზეზი ისაა, რომ საქართველო მთელი ისტორიის განმავლობაში იბრძოდა, ჩვენ მუდამ სამშობლოს დაცვა გვიწევდა და ქართველებისთვის ბრძოლა ბუნებრივი მდგომარეობაა. ბრძოლა, ჭიდაობა - გენში გვაქვს, ფიზიკურად ძლიერები და ღონიერები ვართ. მე ალბათ, გამონაკლისი ვარ (იცინის). ალბათ, სწორედ ამიტომ ვართ ძლიერები შერკინებაში. ჩვენ გვიყვარს ბრძოლა და გამარჯვება. იმედი მაქვს, ხვალ ამ ნაწილში შევძლებთ დომინირებას და თუ შევძლებთ, თამაშის მოგების შანსიც იქნება“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ბათუმის ფანი
რომელმა სირაქლემამ დამისვა დისლაიქი,რა დავწერე ისეთი??? დაწერეთ რამე ან სად შეიძლება ნახვა მატჩის,არა ვარ საქართველოში
ბათუმის ფანი
სად ვუყურო დაწერეთ ძმურად ვინმემ
ვოვა
ცუნამის იმედზე ვიყავი,,,
1111
რაც ისწავლე კარგად გმაოჩნდა უბრალოდ რეალობაა ნახევარი ლელოები მეტი თუ არა მათიაშვილის არაფრისმომცემი თამაშის გამო გავუშვით
vova
რაღაც უნდა შეიქმნას მეორე დონის ქვეყნებისთვის თორემ გაყუნულები ვართ ერთ ადგილზე
me
მათიაშვილი არ არის საქართველოს ნაკრების რირსი, იმიტომ კი არა, რომ ცუდი 15 ნომერია ეგ არაფერ შუაში არაა საერთოდ პრობლემურია #15 საქართველოში, სოსო არ თამაშობს ნთელი სულით და გულით ყოველთვის ერიდება კონტაქტში შესვლას და ან ეს უნდა გამოასწოროს ამ თამაშში ან დატოვოს ნაკრები
პაატა
ვერც უელსთან და ვერც ფიჯისთან ვერ მოვიპოვეთ შერკინებაში უპირატესობები, მაგრამ მაინც ვაწვებით რომ უძლიერესი შერკინება გვყავს...
მთ
იძახეს შერკინება და შერკინება და გადაგვაფხრიწეს ბურთი თავზე
zurab
სიტყვას რა უდგას წინ!
emigranti
არ ვიცი, არ ვიცი...ავსტრალიასთან დომინირებას თუ აპირებთ, საღოლ თქვენ:)
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ბარსელონა" ჟეზუშს დაიმატებს
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
[VIDEO] ალისონმა პენალტი აიკიდა და ყველაზე დაბალი შეფასებები მიიღო- "ლივერპულმა" სახლში "ნოტინგემთან" ფრეს მიაღწია
შეთანხმება შედგა - ანდრია ბართიშვილი ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"არაა აუცილებელი, "ოქროს ბურთი" პსჟ-ის ფეხბურთელს მისცენ" - მოურინიომ Ballon d'Or-ზე მოსაზრება დააფიქსირა
"ფეხბურთი უსამართლოა, მეტს ვიმსახურებდით" - ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩი შეაფასა
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
ალვარესის ახალი ვარიანტი - არგენტინელის დაბრუნება ყოფილ გუნდს სურს
სატრანსფერო საგა დასრულდა - ბრედლი ბარკოლა კარიერას "ლივერპულში" განაგრძობს
საფრანგეთის ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა პსჟ დააჯარიმა
დე ბრუინმა თავისი აზრით, იტალიის ჩემპიონატის პრობლემა დაასახელა
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] კვლავ გამარჯვების გარეშე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" დამარცხდა
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ წაგებას სასწაულად გადაურჩა
[VIDEO] ლა ლიგაში გულიაშვილის დებიუტი შედგა - "რასინგმა" "ელჩეს" მოუგო
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
არის ოქრო! - ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის გამარჯვებულია
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
მიხაილ შუმახერი კომიდან 2014 წელს გამოვიდა - 11 სექტემბრის დაიჯესტი
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
2 ცვლილება ხაზში - "ბორჯღალოსნების" 23-კაციანი რაზმი უელსთან მატჩისთვის ცნობილია
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
Ultimaterugby-მ სოსო მათიაშვილი კვირის სიმბოლურში შეიყვანა
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
lerugbynistere: თამაზ მჭედლიძე "რუონში" ითამაშებს; ალბათ, სოსო მათიაშვილიც
"რუსეთისა და ყველა ამათნაირი მოძალადის დდ*** ყველგან და ყოველთვის" - სოსო მათიაშვილი [PHOTO]
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
ქართველი სპორტსმენები სოცქსელებში: ზამთარში სიცხის მაძებარნი
[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა