"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის მსოფლიო თასის პირველი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ჩვენი გუნდი 23 სექტემბერს უელსის ნაკრებს, საქართველოს დროით 14:15 საათზე ტოიოტა სიტიში, "ტოიოტა სთედიუმზე" ერკინება.

ესაა D ჯგუფის მეორე შეხვედრა. პირველი მატჩი დღეს გაიმართა ფიჯი ავსტრალიას საათის განმავლობაში ამარცხებდა, მაგრამ დასკვნით 20 წუთში გატყდა და "ვოლაბებმა" დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვეს - 39:21.

ზედიზედ მესამედ ექვსი ერის გუნდთან

პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, საქართველოს ნაკრები ექვსი ერის წარმომადგენელთან ზედიზედ მესამე შეხვედრას გამართავს. წინა ორი, შოტლანდიასთან, მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი მატჩები იყო, ახლა კი სამსოფლიო შეხვედრის დრო დადგა.

შერკინების პირველი ხაზი ისეთივე იქნება, როგორიც წინა ორ შეხვედრაში იყო - კვაჭი შალვა მამუკაშვილია, მარცხენა ბურჯი გუნდის კაპიტანი მიხეილ ნარიაშვილი, ხოლო მარჯვენა ბურჯად თამაშს ბექა გიგაშვილი იწყებს. უცვლელია ედინბურგში, "მარიფილდზე" ნათამაშები მეორე ხაზიც - გიორგი ნემსაძე და კოტე მიქაუტაძე.

სიახლეა შერკინების მესამე ხაზში. 2017 წლის შემდეგ, გუნდს დაუბრუნდა და ჩვეულ პოზიციაზე, ფლანკერად იწყებს თამაშს მამუკა გორგოძე. ისე, როგორც 4 წლის წინ ტონგასთან მოგებულ მატჩში, მეორე ფლანკერი გიორგი თხილაიშვილია. შერკინების შემკვრელად თამაშს ბექა გორგაძე იწყებს.

შერკინების სასტარტო შემადგენლობას თუ გადავხედავთ, მსოფლიო თასზე დებიუტი ორ მორაგბეს ექნება - გიგაშვილს და გორგაძეს. მამუკა გორგოძე მეოთხე მსოფლიო თასზე მე-12 თამაშს ჩაატარებს, მესამე მსოფლიო თასია ნემსაძესთვის, დანარჩენები კი, რაგბის უმაღლეს ფორუმზე მეორედ ითამაშებენ.

მორკინალებიდან მსოფლიო თასზე ლელო ორ მორაგბეს გაუტანია - გორგოძეს 3 და თხილაიშვილს ერთი.

ორი ცვლილება ხაზში
შოტლანდიასთან გამართულ მოსამზადებელ მატჩებთან შედარებით, ორი ცვლილებაა "ბორჯრალოსნების" ხაზში.

ღერძი ხელუხლებელი დარჩა და 9 ნომრად თამაშს ვასილ ლობჟანიძე, ხოლო მგეზავად თედო აბჟანდაძე იწყებს. მერაბ შარიქაძის არყოფნაში, ცენტრში ბრუნდება თამაზ მჭედლიძე, რომელსაც სასტარტო შემადგენლობაში შარშან ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. ის დავით კაჭარავას შეუწყვილდება, რომელსაც ნაკრების კვართით ყველაზე მეტჯერ, 116-ჯერ უთამაშია.

ფრთაზე ადგილი შეინარჩუნა მირიან მოდებაძემ, ხოლო მეორე ფრთა გიორგი კვესელაძე იქნება, რომელმაც ხელის ტრავმის შემდეგ ედინბურგში შეცვლაზე ითამაშა. ფულბეკის პოზიციაზე ადგილს ინარჩუნებს სოსო მათიაშვილი.

ხაზის მოთამაშეთაგან მეოთხე მსოფლიო თასს და მე-11 მატჩს ჩაატარებს კაჭარავა, ხოლო მჭედლიძე და ლობჟანიძე რაგბის უდიდეს ფორუმზე მეორედ არიან. დანარჩენ მორაგბეებს მსოფლიო თასზე დებიუტი ექნებათ.

ექვსი მორკინალი მარქაფაში

უელსთან მატჩში "ბორჯღალოსნების" კოზირი შერკინების ხაზი იქნება, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ მარქაფაში ექვსი მორკინალია, ერთი 9 ნომერი და მხოლოდ ერთი უკანახაზელი.

მეორე ტაიმში კვაჭის პოზიციაზე შეცვლაზე შევა გამოცდილი ჯაბა ბრეგვაძე, რომლისთვისაც იაპონიის ტურნირი მესამე მსოფლიო თასია. მან ნაკრების კვართით ბოლოს შარშან, ნოემბრის ტესტებში ითამაშა. მარქაფაშია გამოცდილი ბურჯი ლევან ჩილაჩავა, რომელიც მსოფლიო თასზე მეორედ ითამაშებს და უელსთან 50-ე კეპს მოიხვეჭს. მეორე ბურჯს გურამ გოგიჩაშვილს მსოფლიო თასზე დებიუტი ექნება.

დებიუტანტები არიან ბექა საღინაძე და ოთარ გიორგაძე, რომლებიც შეცვლაზე მესამე ხაზში შევლენ. გამოცდილია იაპონიაში მყოფი ყველაზე ასაკოვანი "ბორჯღალოსანი" შალვა სუთიაშვილი, რომელიც მსოფლიო თასზე მესამედ თამაშობს და შეცვლაზე მეორე ხაზში შევა.

მარქაფაშია ახალგაზრდა 9 ნომერი გელა აფრასიძე, ხოლო ხაზის თამაშს ლაშა ხმალაძე გააძლიერებს, რომელსაც რამდენიმე პოზიციის დაფარვა შეუძლია. მისთვის იაპონიაში მიმდინარე ტურნირი მესამე მსოფლიო თასია.

"ბორჯღალოსნების" რაზმი:

უკანა ხაზი [ბექები]

სოსო მათიაშვილი, მირიან მოდებაძე, დავით კაჭარავა, თამაზ მჭედლიძე, გიორგი კვესელაძე, თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე

შერკინება [ფორვარდები]

მიხეილ ნარიაშვილი ©, შალვა მამუკაშვილი, ბექა გიგაშვილი, გიორგი ნემსაძე, კოტე მიქაუტაძე, გიორგი თხილაიშვილი, მამუკა გორგოძე, ბექა გორგაძე

თადარიგი [მარქაფა]

ლაშა ხმალაძე, გელა აფრასიძე, ჯაბა ბრეგვაძე, გურამ გოგიჩაშვილი, ლევან ჩილაჩავა, შალვა სუთიაშვილი, ბექა საღინაძე, ოთარ გიორგაძე

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

GIgi
წარმატებები ბიჭებო
ანესთეზეოლოგი
ძალიან გაგვიჭირდება ამ მსოფლიო თასზე. წინა ჩემპიონატის ჯგუფთან შედარებაც კი არ შეიძლება. მე ასე მგონია ყველაზე რთული ჯგუფი ამ მსოფლიოზე ჩვენია. მაქსიმალური ყურადღების, იდეალური დისციპლინისა და სწარფი აზროვნების გარეშე თითქმის არავისთან არანაირი შანსი არ გაგვაჩნია, შესაძლოა ურუგვაი იყოს შედარებით "მიმტევებელი"...

დღევანდელმა თამაშებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა რამხელა მნიშვნელობა აქვს 9 ნომრის თამაშს და იმედია ვასკა გაცილებით უკეთ შეძლებს თავისი პლუსების წარმოჩინებას. მამუკას დაბრუნებაც იმედია დიდ პოზიტივს მისცემს გუნდს - ძნელია 2 წელზე მეტი დროის მერე პირდაპირ მსოფლიოზე დაბრუნება და თუ მოახერხეს ეს ბრავო მამუკას და მთელ გუნდს
სოსო
ყველაფერი გამოვა!
Dato
ფიჯისთან გვითამაშია და მოგვიგია, ჩვენ ავსტრალიასავით ღიად არ ვეთამაშებით. შანსები არის
კახი
ფიჯი გაგვანადგურებს...ამ ტურნირში ძალიან გაგვიჭირდება...
Buxrika
პრემიალური ქულით მოგვიგებენ.
luka
ძლივს თაზო დაბრუნდა ცენტრში.. იდეალურთან მიახლოებულია ეს შემადგენლობა, ბუკა დაგვიბრუნდეს მალე და ეგაა.
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
მჯდომარე ცხოვრების წესი და პროქტოლოგიური პრობლემები
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
ფაბიან რუისმა გარინჩას მიღწევა გააუმჯობესა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან მატჩი მოიგო
დარვინ ნუნიესი შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
მესი "ვერცხლის ბურთის" ამარა - საუკეთესოები ესპანელები გახდნენ
[VIDEO] გარსიას ყელში სწვდა, გავი მოედანზე დააგდო - რა აჩხუბებდა პარედესს?
[VIDEO] ესპანეთმა არგენტინას სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
გადაწყდა ვინ გახდება "ოქროს ბურთის" მფლობელი
აგუერო: პორნოვარსკვლავი მესი მოედანზე სექსუალური მოძალადეა
"ამ ფასად "ჩელსიში" ვინისიუსს ან კვარაცხელიას ველოდი" - მორგანი ხანდახან ჭკვიანურსაც იტყვის
ლუკა მაისურაძე ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
მიხაილ შუმახერი კომიდან 2014 წელს გამოვიდა - 11 სექტემბრის დაიჯესტი
ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
გელა აფრასიძე: ეს კვირა ამ შეცდომების გამოსწორებას დავუთმეთ
აფრასიძემ, ნინიაშვილმა და გორგაძემ სანაკრებო მატჩებამდე გაიტანეს
ორი გასროლა საკუთარი ნახევრიდან - აფრასიძემ "მონპელიე" ფინალში გაიყვანა
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ქართველი სპორტსმენები სოცქსელებში: ზამთარში სიცხის მაძებარნი
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
ტოპ 14: გიორგაძის ლელო და აბჟანდაძის 11 ქულა
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
Planetrugby: ივანიშვილმა და აფრასიძემ "ევროპა გაანათეს"
თედო აბჟანდაძე: შესაძლოა, გულშემატკივარი ვერც აცნობიერებს, რამხელა ძალას წარმოადგენს მოთამაშისთვის
lerugbynistere: თამაზ მჭედლიძე "რუონში" ითამაშებს; ალბათ, სოსო მათიაშვილიც
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
"რუსეთისა და ყველა ამათნაირი მოძალადის დდ*** ყველგან და ყოველთვის" - სოსო მათიაშვილი [PHOTO]
გელა აფრასიძის სუპერშანსი "მონპელიეში"
თედო აბჟანდაძე: თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით - ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდა
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
"ბორჯღალოსნების" ავსტრალიასთან მატჩისწინა პრესკონფერენცია - იოლი თამაში არც ერთისთვის არ იქნება
Ultimaterugby-მ სოსო მათიაშვილი კვირის სიმბოლურში შეიყვანა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა