"კოლხეთმა" "სპარტაკთან" მოპოვებული ქულით არათუ გასავარდნ ზონას დააღწია თავი, არამედ პლეიოფსაც ასცდა
ცოტა ხნის წინ ლიგის დატოვების სერიოზული საფრთხის წინაშე მყოფმა "კოლხეთმა" არათუ გასავარდნ ზონას დააღწია თავი, არამედ "სპარტაკთან" მოპოვებული ქულით პლეიოფსაც ასცდა.

თუმცა ჯერ ისიც საკითხავია, სამომავლოდ უმაღლესი ლიგაში როგორი რეგლამენტით დაიწყება ჩემპიონატი. ადვილი შესაძლებელია, "კოლხეთი" კი არა, ახლანდელი ვითარებით პირველ ლიგაში დაქვეითებული ცხინვალის "სპარტაკიც" დარჩეს ქვეყნის ელიტურ ლიგაში.

ასეა თუ ისე, გუშინ, ფოთელებისაგან განსხვავებით, ცხინვალელებს არანაირი მოტივაცია არ ჰქონდათ საბრძოლველად, თუმცა ბადრი კვარაცხელიას შეგირდები "ქართლზე" მაინც ძირითადი შემადგენლობით გავიდნენ, ერთადერთი გამონაკლისი მათი კაპიტანი და გოლკიპერი სოსო გრიშიკაშვილი გახლდათ, რომელიც კვლავაც ტრავმის გამო ტოვებდა შეხვედრას. არცთუ მაღალ ტემპში წარმართული შეხვედრის დასაწყისშივე კინაღამ გოლი ვიხილეთ. მე-2 წუთზე მანჩხავას მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ლაშა ჯაკობიამ თავით ზვიად მეტრეველს დაუგდო, რომელმაც ახლოდან ძელს გაარტყა.

ორ წუთში საპირისპირო კართან ლაშა გვალიას მიეცა გატანის შანსი, თუმცა მისი დარტყმული არაზუსტი აღმოჩნდა. ასეთი, ერთი შეხედვით, აგრესიული დასაწყისის შემდგომ გუნდებს ტაიმის ბოლომდე ღირებული აღარაფერი შეუქმნიათ. გვინდა, ჯაკობიას ინდივიდუალური გარჯა ამჯერადაც გამოვარჩიოთ. შესაძლოა, იგი ზოგჯერ ზედმეტადაც ატარებს ბურთს, მაგრამ მისი ინდივიდუალური რეიდები მაყურებლისთვის თვალსასეირო სანახავია.

36-ე წუთზე სწორედ ჯაკობიას სოლორეიდი ფოთელებმა საჯარიმოსთან წესების დარღვევითღა შეაჩერეს, სტანდარტული თვითონ დაზარალებულმა შეასრულა და რომ არა ლაშა ძაგანიას ეფექტური ნახტომი, იგი ალბად "ცხრიანშიც" გაახვევდა ბურთს. ფოთელებმა მალევე უპასუხეს მეტოქეს ნიკა დაუშვილის კართან შექმნილი საპასუხო ხიფათით, ამ მომენტში მდივნიშვილს მართებდა გატანა. მეორე ტაიმი ერთობ მშვიდობიანად წარიმართა, თუ არ ჩავთვლით ჯაკობიასა და გოგონაიას შორის მომხდარ შელაპარაკებას, როდესაც არბიტრმა მოჩხუბრები ყვითელი ბარათებით დაამშვიდა.

მშრალ ანგარიშს საფრთხე მატჩის მიწურულსაც დაემუქრა, როდესაც ჯერ ლემონჯავას მიერ ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მანუჩარ წიქარიშვილმა ძალიან კარგი მდგომარეობიდან მეტად უხეიროდ დაარტყა და იქვე, საპასუხო კონტრშეტევისას საჯარიმოს მისადგომებთან მისულმა მიხეილ ბარაბაძემ უკეთეს მდგომარეობაში მყოფი ილია ბუზალაძისთვის ბურთის დაგორებას თავადვე ამჯობინა დარტყმა, მაგრამ ძაგანიას ვერ აჯობა. ნულოვანი ფრე სოსო ფილიას შეგირდთა მეშვიდე ადგილამდე აღზევების მაუწყებელი იყო. "სპარტაკის" საუმაღლესლიგო იმედები კი ფედერაციის გადაწყვეტილებაზე ჰკიდია.

22. 05 გორი ქართლი 100 მაყურებელი

სპარტაკი-კოლხეთი 0:0

სპარტაკი კოლხეთი

(4-3-2-1): (4-5-1):

დაუშვილი ძაგანია

ჭაფოძე ცხვიტარია

მგელაძე მახვილაძე

ბოიომო მეგრელიშვილი

მანჩხავა გელაჭეიშვილი

მამუჩიშვილი მდივნიშვილი

თ. შონია სიჭინვა

კილასონია პ. დათუნაიშვილი

დეკანოიძე გვალია

ჯაკობია გოგონაია

მეტრეველი სამადაშვილი

60. ჯაკობია - ვ. ბოლქვაძე

60. მეტრეველი - ბუზალაძე

79. კილასონია - მ. ბარაბაძე

სათადარიგოები: ხომერიკი, ალავიძე, სეფიაშვილი, ზერეკიძე

46. სამადაშვილი - ჯანაშია

69. მდივნიშვილი - წიქარიშვილი

72. სიჭინავა - ლემონჯავა

სათადარიგოები: ლობჟანიძე, გულუა, გავაშელიშვილი

გაფრთხილება: პ. დათუნაიშვილი (56), ჯაკობია (56), ბოლქვაძე (75)

არბიტრი: ბ. ნინუა (ქუთაისი)

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა